იოდბალანსი 200 / JODBALANCE 200


გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 100 მკგ და 200 მკგ.
25 ტაბლეტი პვქ/ალ ან პპ/ალ ბლისტერში; 2 ან 4 ბლისტერს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში. 

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
100 მკგ ტაბლეტები:
აქტიურ კომპონენტს: კალიუმის იოდიდს 130,8 მკგ (შეესაბამება 100 მკგ იოდს). 
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს, სიმინდის სახამებელს, ცელულოზას ფხვნილს, ლაქტოზას მონოჰიდრატს. 
300 მკგ ტაბლეტები:
აქტიურ კომპონენტს: კალიუმის იოდიდს 216,6 მკგ (შეესაბამება 200 მკგ იოდს). 
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს, სიმინდის სახამებელს. ცელულოზას ფხვნილს, ლაქტოზას მონოჰიდრატს. 

აღწერილობა
იოდბალანსი®, 100 მკგ ტაბლეტები: თითქმის თეთრი ფერიდან მოყვითალო-ნაცრისფერამდე მრგვალი ტაბლეტები, ბრტყელი ორივე მხრიდან, დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ორივე მხარეს არის გამყოფი ნაჭდევი, ტაბლეტის ერთ მხარეს  - გრავირება “EM 33”. 
იოდბალანსი®, 200 მკგ ტაბლეტები: თითქმის თეთრი ფერიდან მოყვითალო-ნაცრისფერამდე მრგვალი ტაბლეტები, ბრტყელი ორივე მხრიდან, დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ზედა მხარეს არის გრავირება “EM 70”, ტაბლეტის ქვედა მხარეს - დეკორატიული ნაჭდევი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტიროქსინის სინთეზის რეგულატორი - იოდის პრეპარატი. 
ათქ კოდი: H03CA

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
იოდი მიეკუთვნება სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტებს. იოდის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება, რადგანაც ის არის ტიროქსინის და ტრიიოდტირონინის შემადგენელი ნაწილი. თირეოიდური ჰორმონები მონაწილეობენ ყველა ორგანოების და სისტემების განვითარებაში, ორგანიზმში ცვლის პროცესების რეგულირებაში: ცილოვანის, ცხიმოვანის, ნახშირწყლოვანის და ენერგეტიკულის, ასევე არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ბავშვის ზრდასა და განვითარებას, მისი ინტელექტუალური უნარების ფორმირებას. განსაკუთრებით სახიფათოა იოდის დეფიციტი ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, ორსულთათვის და მეძუძური დედებისათვის. 
იოდბალანსი®, წარმოადგენს რა იოდის წყაროს, ავსებს მის დეფიციტს ორგანიზმში, ხელს უშლის იოდ-დეფიციტური დაავადებების განვითარებას, ახდენს ჩიყვის განვითარების პრევენციას, რომელიც დაკავშირებულია საკვებში იოდის უკმარისობასთან; ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ზომის ნორმალიზებას ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში. 

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას პრეპარატი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება წვრილ ნაწლავში, განაწილების საშუალო მოცულობა ჯანმრთელი ადამიანებისათვის შეადგენს დაახლოებით 23 ლიტრს (სხეულის მასის 38%). იოდის პლაზმური კონცენტრაცია ნორმაში შეადგენს 0,001-დან 0,005-მდე მკგ/მლ. გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლებში და კუჭის ქსოვილებში. კონცენტრაცია ნერწყვში, კუჭის წვენში და დედის რძეში დაახლოებით 30 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. გამოიყოფა შარდით, იოდის კონცენტრაცია შარდში კრეატინინთან მიმართებაში (მკგ/გ) არის ორგანიზმში მისი მიწოდების ინდიკატორი. 

ჩვენებები
- იოდოდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკა, მათ შორის ენდემური ჩიყვის (განსაკუთრებით ორსულებში და მეძუძურ დედებში);
- ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა მისი ქირურგიული მოცილების შემდეგ ან ჩიყვის მკურნალობის დასრულების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებით;
- დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა ასაკის უფროსებში. 

უკუჩვენებები
- ჰიპერთირეოზი;  
- სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი იოდის 150 მკგ-ზე მეტი დოზის მიღებისას;  
- დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- ფარისებრი ჯირკვლის სოლიტარული ტოქსიკური ადენომები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალური ავტონომია (ფოკალური და დიფუზური), კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი (წინასაოპერაციო თერაპიის გარდა ფარისებრი ჯირკვლის ბლოკადის მიზნით);
- მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.
არ არის რეკომენდირებული იოდბალანსის® მიღება ჰიპოთირეოზის დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც უკანასკნელის განვითარება გამოწვეულია იოდის დეფიციტით.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დანიშვნას რადიოაქტიური იოდით თერაპიისას, ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში. 
რადგანაც პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, არ არის რეკომენდირებული მისი დანიშვნა პაციენტებისათვის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზას უკმარისობასთან, ლაქტოზას უკმარისობასა ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციასთან. 

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში იოდის მოთხოვნილება იზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატის იოდბალანსი® გამოყენება საკმარისი დოზებით ორგანიზმში იოდის ადეკვატური მიწოდების უზრუნველყოფისათვის. პრეპარატი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძით. თუ მეძუძური დედა იღებს იოდბალანსს®, ჩვილები, რომლებიც იმყოფებიან  ძუძუთი კვებაზე, არ საჭიროებენ პრეპარატის დამატებით დანიშვნას. 
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდირებულ დოზებში. 
თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია იოდის რაოდენობის გათვალისწინება, რომელიც მიეწოდება საკვებით. 

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატ იოდბალანსის® საჭირო დოზის განსაზღვრისას აუცილებელია საკვებით იოდის მიწოდების რეგიონალური და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ახალშობილებისათვის და 4 წლამდე ბავშვებში. 

იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკა:
ახალშობილები და ბავშვები: იოდის 50-100 მკგ დღეში (პრეპარატ  იოდბალანსის® 1/2-1 ტაბლეტი 100 მკგ);
მოზარდები და მოზრდილები: 100-200 მკგ იოდი დღეში (პრეპარატ  იოდბალანსის® 100 მკგ 1 ტაბლეტი ან პრეპარატ  იოდბალანსის® 200 მკგ 1 ტაბლეტი); 
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში: იოდის 100-200 მკგ დღეში (პრეპარატ  იოდბალანსის® 100 მკგ 1 ტაბლეტი ან პრეპარატ  იოდბალანსის®  200 მკგ 1 ტაბლეტი).
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა მისი ქირურგიული მოცილების შემდეგ ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებით ჩიყვის მკურნალობის დასრულების შემდეგ:
100-200 მკგ იოდი ყოველდღიურად (პრეპარატ  იოდბალანსის® 100 მკგ 1 ტაბლეტი ან პრეპარატ  იოდბალანსის® 200 მკგ 1 ტაბლეტი). 
ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა:
ახალშობილები და ბავშვები: 100-200 მკგ იოდი დღეში (პრეპარატ  იოდბალანსის®  100 მკგ 1 ტაბლეტი ან პრეპარატ  იოდბალანსის® 200 მკგ 1 ტაბლეტი). 
მოზარდები და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილი პაციენტები: 200 მკგ იოდი დღეში (პრეპარატ  იოდბალანსის®  100 მკგ 2 ტაბლეტი ან პრეპარატ  იოდბალანსის® 200 მკგ 1 ტაბლეტი). 
პრეპარატის დღიური დოზა უნდა იქნას მიღებული ერთ მიღებაზე, ჭამის შემდეგ, სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით. ახალშობილებისათვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდირებულია ტაბლეტის გახსნა ოთახის ტემპერატურის მცირე რაოდენობის ადუღებული წყალში (1 სუფრის კოვზი).  
პრეპარატის გამოყენება პროფილაქტიკური მიზნით ხორციელდება, როგორც წესი, რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, ხშირად - მთელი ცხოვრების განმავლობაში. 
ჩიყვის სამკურნალოდ ახალშობილებში უმეტეს შემთხვევაში საკმარისია 2-4 კვირა; ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში ჩვეულებრივ საჭიროა 6-12 თვე ან მეტი. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. 

გვერდითი მოქმედება
იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება. 

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დანიშვნისას 150 მკგ-ზე მეტი დოზით დღეში პაციენტებისათვის, რომლებსაც ფარისებრ ჯირკვალში გააჩნიათ კერები ფუნქციონალური ავტონომიით, შესაძლებელია იოდ-ინდუცირებული ჰიპერთირეოზის განვითარება.  
იოდის მაღალი დოზებით თერაპიის დროს (1 000 მკგ-ზე მეტი დღეში) ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული ჩიყვი და ჰიპოთირეოზი. 
ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ”იოდიზმის” ფენომენი: მეტალის გემო პირში, ლორწოვანი გარსების შეშუპება და ანთება (რინიტი, კონიუქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი), აკნე, დერმატიტი, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გაღიზიანებადობა. 
მკურნალობა: ქრონიკული ჭარბი დოზირების დროს რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. 
იოდ-ინდუცირებული ჰიპერთირეოზის განვითარებისას რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ანტითირეოიდული საშუალებებით თერაპიის დანიშვნა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ინტენსიური თერაპიის, პლაზმაფერეზის ან თირეოიდექტომიის ჩატარება. 
ჰიპოთირეოზის განვითარების დროს რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და იოდის შემცველი თირეოიდური ჰორმონებით თერაპიის დანიშვნა. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ანტითირეოიდული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის ეფექტურობა მცირდება იოდის ერთდროულად გამოყენების დროს.  
კალიუმის პერქლორატი თრგუნავს ფარისებრ ჯირკვალში იოდის შეწოვას. 
იოდის მაღალი დოზების მიღებამ და კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემიის განვითარება. 
მაღალ დოზებში იოდით თერაპიის დროს ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ხელს უწყობს ჩიყვის და ჰიპოთირეოზის განვითარებას. 
ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შტანთქმა და მისი მეტაბოლიზმი სტიმულირდება თირეოტროპული ჰორმონით. 

განსაკუთრებული მოთითებები
აუცილებელის იმის გათვალისწინება, რომ პრეპარატით თერაპიის ფონზე ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. 
თერაპიის დაწყების წინ აუცილებელია პაციენტებში ჰიპერთირეოზის ან კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვის არსებობის გამორიცხვა, ასევე ამ დაავადებების ანამნეზში არსებობა. 
აუტოიმუნური თირეოიდული დაავადებებისადმი განწყობის არსებობისას შესაძლებელია ტირეოპეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა. 
ფარისებრი ჯირკვლის იოდით გაჯერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რადიოაქტიური იოდის აკუმულაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიულ ან დიაგნოსტიკურ მიზნებში. ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება რადიოაქტიური იოდის გამოყენებით მოქმედებების ჩატარების წინ. 
იოდბალანსი® არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. 

შენახვის პირობები
ინახება სინთალისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.