კლოფიტი / Klofit


შემადგენლობა

50მგ ტაბლეტი #24 (2 ბლისტერი; 12 ტაბლეტი ბლისტერზე)
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 50მგ კლომიფენის ციტრატი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰირდატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიესტროგენული პრეპარატი არასტეროიდული სტრუქტურით. იწვევს ოვულაციის სტიმულირებას; აბლოკირებს ჰიპოთალამუსსა და საკვერცხეებში ლოკალიზებულ ესტროგენულ რეცეპტორებს და უკუკავსირის მეშვეობით აძლიერებს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციას, კერძოდ მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კლოფიტის მიღებიდან 5 დღის შემდეგ მიღებული დოზის კუმულაციური გამოყოფა 50%-ია (შარდით 7,8%, ფეკალური მასებით 42,4%), მკურნალობის 31-51 დღეებში შარდითა და ფეკალურ მასებით ყოველდღიურად გამოიყოფა კლოფიტის დოზის 1%-ზე ნაკლები.

ჩვენებები
ოვულაციის სტიმულაცია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით გამოწვეული საკვერცხის მეორადი ჰიპოფუნქციით გამოწვეული უნაყოფობა.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება 50მგ ერთჯერ დღეში (ჭამის შემდეგ). კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს (მენსრტუალური ციკლის მე-5-დან მე-9 დღის ჩათვლით). მოსალოდნელი ეფექტის არ არსებობისას პირველი კურსის ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ ინიშნება განმეორებითი 5 დღიანი კურსი 100მგ (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღეში.
ერთი ციკლის ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 750მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
საკვერცხეები და ენდოკრინული სტატუსი: საკვერცხის დროებითი გადიდება, რომელსაც თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში, სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა, სახის “წამოხურება”.
მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დროებითი დარღვევა გაბუნდოვნების სახით.
ღვიძლის მხრივ: ბრომსულფალეინის გამოყოფის შემცირება.
დერმატოლოგიური რეაქციები: ალერგიული დერმატიტის
სხვა: დისპეფსია, თავის ტკივილი

უკუჩვენება
-დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან;
-საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის კიბო;
-ორსულობის დადგომის უკუჩვენება;
-ორსულობა;
-საკვერცხის პირველადი დისფუნქცია;
-საკვერცხის კისტა (პოლიკისტოზის გარდა), ენდომეტრიოზი;
-ჰიპერპროლაქტინემიის ფონზე განვითარებული საკვერცხის უკმარისობა;
-ღვიძლის დაავადებები და დისფუნქცია;
-პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები
კლოფიტით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების, საკვერცხის გადიდებისა და კისტის (შტეინ-ლევენტალის სინდრომი არ წარმოადგენს კლოფიტის უკუჩვენებას) და ყველა იმ დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რა დროსაც კლოფიტის დანიშვნა უკუნაჩვენებია. მხედველობაში უნდა იკნას მიღებული, რომ პრეპარატით მკურნალობა უფრო ეფექტურია, როცა ენდოგენური ესტროგენების დონე ნორმალურია, ნაკლებად ეფექტურია ესტროგენების დაბალი კონცენტრაციისას და პრაქტიკულად არაეფექტურია ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების დაბალი კონცენტრაციისას. მკურნალობა ტარდება მინიმალური ეფექტური დოზით; 6 კურსზე მეტის ჩატარება რეკომენდებული არ არის. მკურნალობის პერიოდში საჭიროა პაციენტის მეთვალყურეობა, აუცილებელია ორსულობის ნიშნების გამოვლენა. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ორსულობა დგება კლოფიტის მოხსნიდან შემდეგ ციკლისას.
გინეკოლოგიური გამოკვლევები საკვერცხის ანომალური გადიდების დადგენის მიზნით ტარდება მკურნალობის ყოველი ციკლის წინ. კუჭის არეში ტკივილისა და წონაში მომატების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. საკვერცხის ანომალური გადიდების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს საკვერცხის ზომის დარეგულირებამდე და შემდეგი მკურნალობისას კლოფიტის დოზა საჭიროა შემცირდეს. პრეპარატით ეფექტური შემთხვევებისას მატულობს მრავალნაყოფიანი ორსულობის სიხშირე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა გაბუნდოვნების სახით.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, წამოხურება, მხედველობის დარღვევა (სკოტომები), საკვერცხის გადიდება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, წომაში მომატება, ასციტი. მკურნალობა სიმპრომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები დღეისათვის არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)