Nuk
ლაქტო-გრეიპფრუტი / Lacto-Grapefruit

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ბიოფარმი-L
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

გრეიპფრუტის (Citrus paradis) ექსტრაქტი - 0.2გ
ყვავილის მტვერი - 0,04გ.
ლაქტო ბაქტერიები -104
ბიფიდუმ ბაქტერიები - 104
კალციუმის გლუკონატი - 0,03გ. 
ლაქტოზა - 0,03გ.
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის სტეარატი - საჭირო რაოდენობით
ტალკი - 0,3 გ. ტაბლეტის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გრეიფრუტის ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს (კვერცეტინი, ჰესპერიდინი, ნარინგენიტი, ინიზიტოლი), ვიტამინებს (C, B1, B2, B6, E, P), კაროტინოიდებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს, უჯრედისს და ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური, ანტივირუსული და იმუნომოდულაციური მოქმედება. გრეიპფრუტის ექსტრაქტი ხელს უწყობს საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დაშლას და გააჩნია გეროპროტექტორული (დაბერების საწინააღმდეგო) ეფექტი.
ლაქტო-და ბიფიდუმ ბაქტერიები წარმოადგენენ ადამიანის ნაწლავის ბაქტერიალურ ფლორას, მონაწილეობენ საკვების მონელებაში, ქმნიან სრულყოფილ ლორწოვან გარსს და გამოიყენება დისაბაქტერიოზის სამკურნალოდ.
ყვავილის მტვერი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავანოიდებს და ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ფუნგიციდური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური აქტივობა.

ჩვენებები
„ლაქტო - გრეიპრუტი“ რეკომენდირებულია როგორც საჭმლის მომნელებული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებელი და წონის მაკორეგირებელი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. ის წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიალურ ფლორას, მონაწილეობს საკვების მონელებაში, ქმნის სრულყოფილ ლორწოვან გარსს და გამოიყენება დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, საკვების სრული მონელებისთვის, წონაში დასაკლებად.

მიღების წესები და დოზები
მოზარდები: თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საკვებთან ერთად.
მოზარდები: 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
საწყისს ეტაპზე შესაძლებელია შებერილობა და დისკომფორტი ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებისა და გრეიპფრუტის ექსტრაქტის ანტიბაქტერიული მოქმედების გამო.

უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?