Nuk
ლინკას სიროფი / Linkus syrup


კომპლექსური პრეპარატი შერჩეული მცენარეებისაგან ხელს უწყობს ხველისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებას. 

 

ლინკასი ქმნის თხელ დამცავ ფენას რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე. ამგვარად ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას მშრალი და გაღიზიანებული ხველისას და მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ლინკასი ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნას. შედეგად ის ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და ახდენს ამოსახველებელ ზემოქმედებას.

 

ლინკასი ამსუბუქებს ცხვირის არხის და ბრონქული სპაზმის შედეგად გამოწვეულ შეგუბებას. ამგვარად ახდენს სუნთქვის შემსუბუქებას და ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას.

 

შემადგენლობა:

ყოველი 10მლ სიროფი შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს:

 

კომპონენტი

რაოდენობა

Adhatoda Vasica

600 მგ

Glycyrrhiza glabra

 75 მგ

Piper longum

100 მგ

Viola odorata

 25 მგ

Hyssopus officinalis

 50 მგ

Alpinia galangal

 50 მგ

Cordia latifolia

100 მგ

Althea officinalis

100 მგ

Zizyphus vulgaris

100 მგ

Onosma bracteatum

100 მგ


ლინკასის კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები

კომპონენტი

მოქმედება

Adhatoda Vasica

ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი

Glycyrrhiza glabra

ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო

Piper longum

ამოსახველებელი

Viola odorata

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი

Hyssopus officinalis

ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური

Alpinia galangal

ამოსახველებელი, კუჭისმიერი, ვეტროგენური, ბრონქოლიზური

Cordia latifolia

ხველის საწინააღმდეგო

Althea officinalis

ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკომპკემენტარული ნივთიერება

Zizyphus vulgaris

შემამსუბუქებელი, ამოსახველებელი

Onosma bracteatum

სპაზმოლიზური, შემამსუბუქებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი


გამოყენების ჩვენებები:
• ხველა და გაციება.
• მშრალი და გაღიზიანებული ხველა
• ხველა, რომელიც კავშირშია ასთმასთან და ბრონქიტთან (მწვავე და ქრონიკული)
• ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა

 

დოზირება:

მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 3-4 ჯერ დღეში.

ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში

ჩვილები (6 თვიდან - 1 წლამდე): 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-4 ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

 

შეფუთვა:

90/120 ან 150 მლ-იანი მოცულობის ფლაკონი სიროფით.

 

შენახვის პირობები: 

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ  ადგილას.

 

შენახვის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

სად შევიძინოთ?