Nuk
ლინკასი® სურო / Linkus Syrup Plush


შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლშეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი:

სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალტი, ლიმონმჟავა, სტევია, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, სორბიტოლის 70% ხსნარი, გლიცერინი,  თაფლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი

 

აღწერილობა:

ერთგვაროვანი ხსნარი ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერ შეფერილობამდე, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

 

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი პრეპარატი.

კოდი ATX:R05CA

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინკასი® სუროხველის საწინააღმდეგო სიროფი  - მცენატეული პრეპარატია, შეიცავს სუროს ფოთლების მშრალ ფხვიერ ექსტრაქტს,რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სასუნთქი გზების კატარების და ბრონქების ქრონიკური ანთებითი დაავადებების, როგორიც არის ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექსტაზები და პნევმონია, მკურნალობისას. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ მუკოლიზური და სპაზმოლიზური თვისებები.

 

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქიგზებისმწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების თერაპიაში,რომელთაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.

 

გამოყენების წესი და დოზები:

შინაგანად

ჩვილები და ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე)

2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;

ბავშვები (2-დან 6 წლამდე)

2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;

ბავშვები და მოზარდები  (6-დან 18 წლამდე)

5მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;

მოზრდილები

10 მლ (2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;

 

ან ექიმის დანიშნულებისამებრ

მოყვება საზომი ჭიქა, რომელიც განკუთვნილია ზუსტი დოზირებისათვის;

 

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის ხასიათისა და სიმძიმეზე, ამის მიუხედავად, სასუნთქი გზების მცირე ანთებისას მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7 დღე. გარდა ამისა, მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს სიმპტომების აღმოფხვრიდან 2-3 დღის განმავლობაში, სრული განკურნების უზრუნველსაყოფად. თუ სიმპტომები გაგრძელდა, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო შესაძლებელია განვითარდეს საფაღარათო ეფექტი.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის რეკომენდებული მიღება სხვა სამკურნალო  პრეპარატებთან ერთად, ექიმი სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე.

 

განსაკუთრებული მითითებები:
- ამ პრეპარატის მიღებამდე ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;
ქოშინის, ციებ-ცხელების ან ჩირქიანი ნახველის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს;
- დოზის გამოტოვების შემთხვევაში დოზა არ გააორმაგოთ, უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის სქემის მიხედვით.

 

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

90 მლ პრეპარატი ქარვისფერ მინის ფლაკონში სახურავით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით, 1 ფლაკონი გამოყენების  ინსტრუქციით და საზომი ჭიქით მუყაოს შეფუთვაში;

120 მლ და 150 მლ პრეპარატი ქარვისფერ მინის ფლაკონში ბავშვებისაგან დამცავი საკეტიანი სახურავით, 1 ფლაკონი გამოყენების  ინსტრუქციით და საზომი ჭიქით მუყაოს შეფუთვაში;

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ შეთუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?