Nuk
ნერივიო / Nerivio


გამოყენების ჩვენება

ნერივიოTM ნაჩვენებია აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე მკურნალობისათვის 18 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული შაკიკი. გაიცემა რეცეპტით, გამოყენება ხდება პაციენტის მიერ სახლის პირობებში შაკიკის ტიპის თავის ტკივილის ან აურის დაწყებისას.

 

უკუჩვენებები (ვინ არ უნდა გამოიყენოს ხელსაწყო?)

1. ხელსაწყო არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ან ცერებროვსკულარული მძიმე დაავადება.

2. ხელსაწყო არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აღენიშნებათ გაუკონტროლებელი ეპილეფსია.

3. ხელსაწყო არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობა, როგორიცაა პეისმეიკერი, სმენის იმპლანტი ან სხვ იმპლანტირებული ელექტრონული მოწყობილობა. ამ დროს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტრული შოკი, ელექტრული ჩარევა ან მძიმე ტრავმა ან სამედიცინო პათოლოგია.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

გაფრთხილება: მიუთითებს პოტენციურად საფრთხის შემცველ მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმა ან სიკვდილი, თუ არ იქნება თავიდან აცილებული.

 

დაუშვებელია რაიმე პროცედურის ჩატარების მცდელობა, სანამ ყურადღებით არ იქნება წაკითხული ინსტრუქცია.

 

დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება გულზე, მკერდზე, კისერზე, თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე, გარდა მკლავისა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კუნთის ძლიერი სპაზმები, რომელმაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახურვა, სუნთქვის გაძნელება ან გვერდითი მოვლენები გულის რითმზე ან არტერიულ წნევაზე.

 

ხელსაწყო არ უნდა იქნას გამოყენებული კანის დაზიანების დროს, როგორიცაა ღია ჭრილობები ან გამონაყარი, ან შეშუპებულ, წითელ, ინფიცირებულ ან ანთებით არეებზე ან მკლავზე კანის გამონაყარის ან კანის დაზიანების დროს.

 

დაუშვებელია ხელსაწყოს გადაცემა სხვა პირისათვის. ხელსაწყო განკუთვნილია მხოლოდ ერთი, კონკრეტული პირისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული კანის დაავადება ან სხვა რაიმე გადამდები დაავადება.

 

დაუშვებელია დაშლა, გასრესვა, დაწვა ან ბატარეის მოკლე ჩართვა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, ტრავმა, დამწვრობა ან სხვა რაიმე ზიანი.

 

! სიფრთხილის ზომები: მიუთითებს პოტენციურად საფრთხის შემცველ მდგომარეობას, რომელიც თუ არ იქნება თავიდან აცილებული, შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ან პაციენტის მცირე ან ზომიერი დაზიანება ან აპარატის ან ქონების დაზიანება.

 

! ფედერალური კანონები ზღუდავს ხელსაწყოს გაყიდვას ექიმის მიერ.

 

! ხელსაწყო გამოყენებულ უნდა იქნას კანის ისეთ ადგილებზე, სადაც დაქვეითებულია ნორმალური მგრძნობელობა. თუ ერთი მკლავი არ რეაგირებს ფიზიკურ შეგრძნებებზე, გამოყენებულ უნდა იქნას მეორე მკლავი.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება უშუალოდ სიმსივნურ დაზიანებებზე ან მათ სიახლოვეს.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება მკლავზე, რომელშიც არის მეტალის იმპლანტი. ასეთ შემთხვევაში ის გამოყენებულ უნდა იქნას მეორე მკლავზე.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს ერთდროული გამოყენება სხვა ელექტრული სტიმულაციის მოწყობილობასთან ერთად.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება ავტომობილის, ველოსიპედის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების მართვის დროს.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება სველ კანზე ან ბანაობისას, შხაპის მიღებისას, ვარჯიშის დროს ოფლიანობის შემთხვევაში ან მაღალი ტენიანობის პირობებში.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის გამოყენებისას (მაგ.: გულის მონიტორები, ეკგ განგაშის სიგნალები).

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება იმ გარემოში, სადაც მოთავსებულია მაგნიტური რეზონანსის აპარატი.

 

! ხელსაწყოს ქრონიკული გამოყენებისას მისი გრძელვადიანი ეფექტები უცნობია.

 

! ხელსაწყო არ არის შეფასებული ფეხმძიმე ქალებში და 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენებისათვის.

 

! ხელსაწყოს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შეფასებულა ქრონიკული შაკიკის მქონე პირებში.

 

! ხელსაწყოს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შეფასებულა შაკიკის ტიპის თავის ტკივილის პრევენციული მკურნალობისათვის.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

 

! ხელსაწყო უნდა შემოწმდეს დაზიანების არსებობაზე. თუ ხელსაწყო დაზიანებულია, ის უნდა დაუბრუნდეს მწარმოებელს ან საჭიროა მიმართვა კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურთან.

 

! თუ ხელსაწყო დაზიანებულია, დაუშვებელია ღია ელექტრონულ მოწყობილობასთან შეხება.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გამოყენება, თუ ელექტროდები შესამჩნევად დაბინძურებული ან დაზიანებულია.

 

! ხელსაწყო ინახება მშრალ გარემოში. სინესტემ შეიძლება დააზიანოს ხელსაწყო.

 

! მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, სანამ ხელსაწყო არ მოთავსდება მკლავზე.

 

! ხელსაწყოს გაუმართაობის შემთხვევაში ხელსაწყო უნდა მოიხსნას მკლავიდან და საჭიროა კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურთან მიმართვა.

 

! რეკომენდებულია, რომ სმარტფონი დაცული იყოს პაროლით (ან სხვა უსაფრთხოების მექანიზმით), რათა არასასურველმა პირებმა არ მოახდინონ ხელსაწყოს აქტივაცია.

 

! ბლუთუსთან დაკავშირება შეიძლება მოხდეს აპარატურის სიახლოვეს, რომელიც გამოსცემს რადიოსიხშირეებს (მაგ.: მიკროტალღული ღუმელი, როუტერი, ჭი-Fი მოწყობილობა).

 

! ტენიანობის დანაკარგის შესამცირებლად, გამოუყენებლობის შემთხვევაში, ელექტროდები შეფუთული უნდა იყოს დამცავი ფირით და ხელსაწყო შენახულ უნდა იქნას ორიგინალური შეფუთვით.

 

! ხელსაწყო დაცული უნდა იყოს ნესტისაგან და/ან მაღალი ტენიანობისაგან. ტენიან გარემოში მოხვედრისას ხელსაწყო უნდა გაშრეს რაც შეიძლება სწრაფად.

 

! მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ელექტროდებზე თითით უნდა მოხდეს წვეთი წყლის შეზელვა, რათა გაუმჯობესდეს მათი ადჰეზიურობა.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს გაწმენდა საპნით, სპირტით, მისი წყალში ჩაშვება ან აბრაზიული მასალით გახეხვა.

 

! დაუშვებელია ხელსაწყოს დაშლა ან მოდიფიცირება თვითნებურად.

 

! დაუშვებელია ბატარეის ხელახალი დამუხტვა ან მოცილება.

 

! ხელსაწყო ინახება ჩვილების, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

! ხელსაწყო იყენებს ბლუთუსის ტექნოლოგიას; ამიტომ მის მუშაობაში შეიძლება ჩაერიოს სხვა აპარატი, რომელიც იყენებს რადიოსიხშირეების ტექნოლოგიას. იმ შემთხვევაშიც კი თუ აპარატი აკმაყოფილებს ჩIშPღ (მულტიმედიური აპარატის ელექტრომაგნიტური თავსებადობის) მოთხოვნებს.

 

! ხელსაწყო არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა აპარატებთან ერთად და თუ მათი ერთდროული გამოყენება აუცილებელია, ნერივიოTM უნდა შემოწმდეს, რომ ფუნქციონირებს ნორმალურად იმ კონფიგურაციით, რომლითაც მოხდება მისი გამოყენება.

 

! დაუშვებელია ნერივიოTM ხელსაწყოსთან სიახლოვეს ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც ქმნიან ძლიერ ელექტრულ ან ელექტრომაგნიტურ ველებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელსაწყოს არასწორი მუშაობა და შექმნას პოტენციურად საფრთხის შემცველი მდგომარეობა. ელექტრომაგნიტური ჩარევის რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია, ხელსაწყოსა და სხვა ელექტრომაგნიტური გამოსხივების აპარატს შორის მანძილი იყოს არაუმცირეს 30 სმ (12 ინჩი). უფრო მცირე დისტაციის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ხელსაწყოს გამართული მუშაობა. იმუნიტეტის ტესტების დროს ხელსაწყო ნორმალურად ფუნქციონირებდა.

 

გვერდითი რეაქციები

მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს სითბოს დროებითი შეგრძნება, მკლავზე ადგილობრივად ჩხვლეტა, დაბუჟება, მკლავის ტკივილი ან კანის სიწითლე, რომელიც სწრაფად ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

 

შეფუთვის შემცველობა 
1 ნერივიოTM ხელსაწყო.
1 სამგზავრო ჩანთა

ხელსაწყო გამოსადეგია 12 

მკურნალობისათვის

1 მკლავის სახვევი
1 მკლავის სახვევის დამაგრძელებელი

 

რა სახის შეგრძნებას იწვევს მკურნალობა?

ხელსაწყო გადასცემს ელექტრულ იმპულსებს. პაციენტს პირველად შეიძლება ძლიერი შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ, ჩვეულებრივ ის სუსტდება კომფორტულ დონემდე რამდენიმე წუთის შემდეგ.

 

მომზადება

ნაბიჯი 1: ნერივიო აპლიკაციის ინსტალაცია

1. APP შტორე ან Gოოგლე Pლაყ-დან ნერივიოTM აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დაყენება.

2. აპლიკაციის გახსნა და შესვლა, ან ანგარიშის შექმნა. საჭიროა აპლიკაციის ინსტრუქციის  შესრულება. 

ნაბიჯი 2: ხელსაწყოს დაკავშირება აპლიკაციასთან

1. უნდა ჩაირთოს ბლუთუსი სმარტფონში.

2. უნდა ჩაირთოს ხელსაწყო. ნელა ციმციმა (უმეტესად) მწვანე სინათლე მიუთითებს, რომ ხელსაწყო ჩართულია.  

3. ხელსაწყო უნდა დაუკავშირდეს აპლიკაციას აპლიკაციის ინსტრუქციის გამოყენებით. ხელსაწყო და სმარტფონი ერთმანეთთან უნდა იყვნენ ახლოს, 1 ინჩზე (2.5 სმ) ნაკლებ მანძილზე. როცა კავშირი დამყარდება, მოვა შტყობინება. სწრაფად მოციმციმე მწვანე სინათლე მიუთითებს, რომ ხელსაწყო დაუკავშირდა აპლიკაციას. 

 

ხელსაწყოს გამოყენება

ნაბიჯი 1: ხელსაწყო უნდა მოთავსდეს მკლავზე და მკლავის სახვევით უნდა შემოეხვიოს მასზე

 

საჭიროა მჭიდროდ შემოჭერილი ტანსაცმლის ან მჭიდრო სახელურიანი ტანსაცმლის ცალი მკლავიდან გახდა. ხელსაწყო არ უნდა მოთავსდეს ტანსაცმელზე. ხელსაწყო გამოყენებულ უნდა იქნას ნორმალურ, ინტაქტურ, სუფთა, მშრალ, ჯანმრთელ კანზე.

 

1. უნდა ჩაირთოს ხელსაწყო

2. უნდა მოიხსნას დამცავი ფირფიტა და შენახულ იქნას კოლოფში.

3. ხელსაწყო უნდა მოთავსდეს მკლავის გარეთ, იდაყვსა და მხარს შორის შუა ადგილზე. 

4. მკლავის სახვევი მორგებულ უნდა იქნას მომხმარებლის ზომის მიხედვით. შესაძლებელია 4 ზომის არჩევა (შ, M, L, XL). L და XL ზომებისათვის გამოიყენება მკლავის სახვევის დამაგრძელებელი. 

5. ქამარი უნდა მოთავსდეს ბალთაში ზომის მიხედვით.

6. მკლავის სახვევი უნდა შემოეხვიოს ხელსაწყოს მკლაზე და მიემაგროს ქამარს. მკლავის სახვევი აუმჯობესებს კონტაქტს ხელსაწყოსა და კანს შორის.

    

ნაბიჯი 2: მკურნალობის სეანსის დაწყება

ეფექტური შედეგისათვის, მკურნალობა უნდა დაიწყოს შაკიკის თავის ტკივილის ან აურის დაწყებიდან რაც შეიძლება ადრე და ყოველთვის 60 წუთის განმავლობაში.

 

1. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ხელსაწყო ჩართულია, აპლიკაცია გახსნილია და დაადასტუროს, რომ ხელსაწყო დაკავშირებულია.

2. ხელის შეხება უნდა მოხდეს “შტარტ”-ზე. მკურნალობა იწყება და ავტომატურად ჩერდება 45 წუთის შემდეგ. (უმეტესად) მწვანე სინათლის ნელი ციმციმი მიუთითებს, რომ ხელსაწყო სტიმულირებს.

3. უნდა მოხდეს მკურნალობის ინტენსივობის დონის დარეგულირება, ისე რომ შეგრნება იყოს ძლიერი, მაგრამ კომფორტული და არა მტკივნეული. ეს არის მნიშვნელოვანი მკურნალობის მაქსიმალური კლინიკური ეფექტისათვის.

• სტიმულაციის ინტენსივობის გაზრდა შეიძლება “+” ღილაკით.

• თუ სტიმულაცია მტკივნეული ან არაკომფორტულია, მისი ინტენსივობის დონის შემცირება უნდა მოხდეს “-“ღილაკით.    

4. მკურნალობის მიმდინარეობისას კითხვები შაკიკის სიმპტომების შესახებ ავტომატურად გამოჩნდება ეკრანზე. შეიძლება მომხმარებელმა ჩაწეროს შაკიკის სიმპტომები დღიურში ან გამოტოვოს “შკიპ”-ზე ხელის შეხებით.

5. მკურნალობა შეიძლება შეჩერდეს 5 წუთით პაუზის ღილაკზე ხელის დაჭერით. შემდეგ უნდა მოხდეს ხელის დაჭერა “ღესუმე ტრეატმენტ”, რომ გაგრძელდეს ან “შტოპ ტრეატმენტ”, რომ შეჩერდეს მკურნალობის სეანსი. თითოეული სეანსი შეიძლება დაპაუზდეს 3-ჯერ.

6. მკურნალობის შესაწყვეტად, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს პაუზის ღილაკზე და შემდეგ - “შტოპ ტრეატმენტ”.

7. როცა მკურნალობა დასრულდება, მკლავის სახვევი უნდა მოიხსნას და ხელსაწყო უნდა მოცილდეს მკლავიდან, ხელსაწყო ავტომატურად გამოირთვება ერთ წუთში სეანსის დამთავრების შემდეგ (მწვანე სინათლე გამოირთვება).

8. უნდა დაეფაროს დამცავი ფირი ელექტროდებზე და ხელსაწყო უნდა მოთავსდეს კოლოფში ან სამგზავრო ჩანთაში შემდგომ გამოყენებამდე.

სად შევიძინოთ?