Nuk
პლენური / PLENUR


ჩვენებება:

ბიპოლარული აშლილობა (გუნება-განწყობის, ენრგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებები) და მორეციდივე დეპრესიის (მწვავე დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები) პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ლითიუმის კარბონატზე ან PLENUR -ის რომელიმე სხვა შემადგენელზე (თირკმლის და გულის მწვავე უკმარისობა), მკვეთრი სისუსტე და უღონობა, ორსულობა და ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ  PLENUR-ის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში: ჭარბი ოფლიანობის, დიარეის, ღებინების, ჰიპოთირეოზის და ფსორიაზის დროს.

განსაკუთრებული მთითება

მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევის შესახებ,  თუ ღებულობთ დიურეტიკებს,  შარდის გამოყოფის გაზრდის მიზნით  (როგორებიც არიან თიაზიდი, აცეტაზოლამიდი ან ფუროსემიდი და ბუმეტანიდი), ჰალოპერიდოლს გარკვეული ნერვული დაავადებების სამკურნალოდ, ფლუოქსეტინს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, (როგორიცაა ინდომეტაცინი, ფენილბუტაზონი ან იბუპროფენი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო(კარბამაზეპინი და ფენიტოინი), მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს (კაპტოპრილი, ენალაპრილი და ვერაპამილი), მიორელაქსანტები ქირურგიული ოპერაციის დროს (როგორიცაა სუქცინილი ან პანკურონიუმი), იოდიდებს (როგორც კალიუმის იოდიდი), რომელიც გამოიყენება ასთმის მკურნალობისას (როგორიცაა თეოფილინი) ან ნატრიუმის ბიკარბონატს, რომელიც ღებინების დროს გამოიყენება.

PLENUR-ის მიღება  საკვებთან და სასმელთან ერთად.

PLENUR-მა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუხვევა და მხედველობის დარღვევები.

დოზირება: დოზა განისაზღვრება ლითიუმიის მიხედვით (სისხლში ლითიუმის დონე).  პლენური მიიღება 1-4 ტაბლეტი დღეში.

მიღების ფორმა : პლენური მიიღება პერორალურად,  ტაბლეტები აუცილებელია გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის ან დატეხვის გარეშე, წყლის ან უალკოჰოლო სასმელის მიყოლებით.  მიზანშეწონილია წამალი მიიღო საკვებთან ერთად.

პლენურის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.


ასაკოვან პაციენტებში: პრეპარატის დაწყება აუცილებელია დაბალი დოზით და  კონტროლი ლითიუმის დონის (ლითიუმის დონე სისხლში).

გვერდითი მოვლენები: გადაჭარბებული ან შარდის გამოყოფის მკვეთრი სიხშირე შესაძლებელია გამოვლენილი იქნას მკურნალობის დასაწყისში, ამ დროს აუცილებელია შეწყდეს  ლითიუმის მიღება.
· დაღლილობა, კანკალი, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, მეტყველების დარღვევა, დაბნეულობა, კონცენტრაციის დარღვევა ეს ის მოვლენებია რა დროსაც აუცილებელია ლითიუმის გამოყენების შეწყვეტა. სტრესს და კოფეინს შეუძლია დაძაბოს ტრემორი.
· ძილიანობა: როგორც წესი, ქრება დროთა განმავლობაში. თუ კი აღნიშნული გამოვლინდა, გამოიჩინეთ სიფრთხილის ზომები მანქანის მართვის და გამოყენების დროს

PLENUR -ის შემადგენლობა : თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ-ს ლითიუმის კარბონატს.

შეუთვაშია 100 ტაბლეტი.

სად შევიძინოთ?