Nuk
პნევმოდორონ 1 - ველედა / Pneumodoron 1

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ველედა
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 20მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
10 გ (= 10,5 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ტილჭირის (Aconitum napellus) ხსნარი D2 [D2 30% (მ/მ) ეთანოლით] 0,5 გ / ლეშურას (Bryonia alba) ხსნარი D2 [D2 30% (მ/მ) ეთანოლით] 1 გ. 
სხვა ინგრედიენტი: 30% (მ/მ) ეთანოლი.

ჩვენებები
გრიპოზული ინფექციები, სიცხიანი ბრონქიტები, პნევმონია, პლევროპლევმონია.

მიღების წესები და დოზები
მიქსტურის მიღება უმჯობესია წყალში გაზავებული სახით. დაავადების მწვავე სტადიაში გამოიყენება პნევმოდორონ® 2-თან მონაცვლეობით. 
(პნევმოდორონ® 2-ის ერთჯერადი დოზის მიღება დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ შეიძლება). ბავშვები 1-დან 5 წლამდე იღებენ 3-5 წვეთს საათში ერთხელ; ბავშვები 5 წლის ასაკს ზევით - 5-10 წვეთს საათში ერთხელ.

სად შევიძინოთ?