Nuk
პოლიდექსა ფენილეფრინით / POLYDEXA with phenylephrine


შემადგენლობა 
სამკურნალო ფორმა: ნაზალური სპრეი
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში:
მოქმედი ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი- 1გ, რაც შეესაბამება 650 000 ME
პოლიმიქსინ BB- ს სულფატი – 1 000 000ME
დექსამეტაზონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატი – 0.025g
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0.250g
სხვა კომპონენტები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატ 80, გასუფთავებული წყალი 100მლ ხსნარის მისაღებად.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერული სითხე

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ანთების საწინააღდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. Pპრეპარატის ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო და ანტიობიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B B- ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე. Aადრენომიმეტიკი ფენილეფრინი ვაზოკონსტრიქტულ მოქმედებას ახდენს და ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას.

ჩვენებები
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები
- მწვავე და ქრონიკული რინიტი;
- მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
- სინუსიტი.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ენდონაზალური ჩარევის დროს

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-5 ჯერ დღეღამეში; 2.5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-ჯერ დღეღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-10 დღე

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, იშვიათად ვითარდება გამონაყარი კანზე

უკუჩვენება
- დახურულკუთხოვან გალაუკომაზე ეჭვის შემთხვევაში;
- მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების ერთდროული გამოყენება;
- თირკმლების დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია;
- ორსულობა და ლაქტქაციის პერიოდი;
- ბავშვების ასაკი (2.5 წლამდე ასაკი);
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით იხმარება არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოიდიზმის, გულის იშემიური დაავადებების დროს. სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინგ-კონტროლზე შესაძლოა მოგცეთ ცრუ დადებითი ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
3 წელიწადი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?