პრემანოლი / Premanol

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): folic acid, cyanocobalamin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: FARDI MEDICALS
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
შემადგენელი კომპონენტები: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი).
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

მაქსიმალური რეკომენდირებული  სადღეღამისო დოზა)

% რსდტაბლეტში

ფოლიუმის მჟავა

400 მკგ

200

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)

2 მკგ

80


*რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა

თვისებები
პრემანოლი როგორც საკვები დანამატი  რეკომენდირებულია  ფოლიუმის მჟავაზე კონკრეტული მოთხოვნის პერიოდებში: ქალებში ორსულობის დაგეგმვის და უშუალოდ ორსულობის პერიოდში, საკვებში ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შემთხვევაში, ასევე დაღლილობის და სისუსტის შეგრძნების დროს  და ინფექციური პროცესების დროს.
ფოლიუმის მჟავის საკვები დანამატის სახით მიღება ზრდის დედის ფოლატების რაოდენობას. დედის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის   რაოდენობის სიმცირე ნაყოფის განვითარების პროცესში წარმოადგენს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკ ფაქტორს. პრემანოლის შემადგენლობაში არსებული ფოლიუმის მჟავა და ვიტამინ B12 მონაწილეობას ღებულობს უჯრედების დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ასევე დედის უჯრედების ზრდას  ორსულობის დროს და განაპირობებს ნორმალური ამინო მჟავეების სინთეზს და სისხლის ნორმალური ფორმირების პროცესს. ფოლიუმის მჟავა  და ვიტამინი B12 ასევე მონაწილეობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში და ხელს უწყობენ სისუსტის და დაღლილოობის შეგრძნების შემცირებას.
უფრო მეტიც, ფოლიუმის მჟავა  და ვიტამინი B12 მონაწილეობენ ჰომოცისტეინის ნორმალური მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, რომლის მაღალი  კონცენტრაცია სისხლში წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ ფაქტორს. 

ჩვენება
ორსულობის დაგეგმვის პროცესი
ორსულებში პლაცენტის სწორი ჩამოყალიბება
სისუსტის და დაღლილობის შემთხვევა
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი
რეკომენდირებული დღიური დოზა:  1 ტაბლეტი  დღეში

გამოყენების წესი
ორსულობის დაგეგმვისას, მიღება რეკომენდირებულია  ჩასახვამდე ერთი თვით ადრე

სიფრთხილის ზომები
დღიური დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდირებული. 
საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.  

უკუჩვენება
არ გამოიყენება კომპონენტებზე ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. 

შენახვის წესი
საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას