Nuk
პრევიტა / PREVITA


შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერებები:
B9 (ფოლის მჟავა) - 400 mkg 
B12 (ციანკობალამინი) – 6mkg
B1 (თიამინი) – 3mg
B2 (რიბოფლავინი) – 2 mg
B3 (ნიაცინი) - 20mg
B5 (პანთოტენატი) – 6mg
B6 (პირიდოქსინი) – 10mg
B7 (ბიოტინი) – 150mkg
A (ბეტა კაროტინი) – 33,75se
C (ასკორბინის მჟავა) – 70mg
ვიტამინი K1 – 70mkg. 
D3 (ქოლეკალციფეროლი) – 400se
E (დ-ალფა ტოკო სუქცინადი) – 5,5 se
Fe (რკინა) – 17mg
Mg (მაგნიუმი) – 150 mg
Zn (თუთია) – 15mg
Se (სელენი) – 30 mkg 
Cu (სპილენძი) – 1mg
იოდი -140 მკგ 
დამატებითი ნივთიერებები:
ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრევიტა – კომბინირებული პრეპარატი ორსულთათვის და მეძუძური ქალებისათვის. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ეფექტებით. 
ვიტამინები მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით. 
მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში მიმდsaინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებია, რომლებიც მონაწილეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში. ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს. 
ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტების წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას. 
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითიაღქმისპროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ., კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A- ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლასა და აცეტილქოლინის სინთეზში. 
ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს. 
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში. პრევიტა შეიცავს ფოლის მჟავას ზუსტად იმ ოდენობით, რაც აუცილებელია ნაყოფის ზრდა-განვითარებისათვის 
ვიტამინი B12 xasiaTdeba იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. 
ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. 
ვიტამინი C ხასიათდება აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას. 
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ასევე ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე ზეგავლენით უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას. 
მაგნიუმი აკონტროლებს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლას, ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ხსნის სპაზმებს) თვისებებით, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აგრეთვე, ამცირებს ნერვულ აგზნებულობას. მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას სისხლძარღვთა კედელში. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის, B ჯგუფის, C და E ვიტამინების ათვისებას, ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, სისხლში არსებული შაქრის ენერგიად გარდაქმნას. 
რკინა – ერითროპოეზის მასტიმულირებელი მიკროელემენტი. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში; შექცევითად იკავშირებს ჟანგბადს და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლწარმოქმნის პროცესში. მარილის სახით რკინის მიღებისას სწრაფად ხდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შევსება. 
თუთია ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია, ის აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ფორმული ელემენტების წარმოქმნისათვის. მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების Fფუნქციონირებაში. 
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლიურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის (ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა) ფუნქციონირებაში, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე. 
იოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს – სითბოს წარმოქმნა, ზრდა და განვითარება. 
სელენი ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტია – იცავს უჯრედებს კიბოსგან. ხელს უწობს ვიტამინი E- ს შეწოვას.

ჩვენებები
- ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
- ორსულობა ნებისმიერ ვადაზე;
- ორსულთა ტოქსიკოზები;
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა;
- ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრევიტა მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. შესაძლებელია განავლის შეფერადება მუქ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რკინის არსებობით.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?