რამიზეკი კომბი / RAMIZEK COMBI


ათქ კლასიფიკაციის კოდი 
C09BB07

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც. 

5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . 5 მგ 

5 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . 10 მგ 

10 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . 5 მგ 

10 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . 10 მგ 

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის  ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ), რკინის შავი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიჰიდროპირიდინების ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტის (ამლოდიპინი) და აგფ-ინჰიბიტორის (რამიპრილი) კომბინაცია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რამიზეკი კომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: რამიპრილსა და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების ჯგუფს. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს. 
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:
- თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორულ და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას
- ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას
- აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატყორცნას მთელ ორგანიზმში. 
ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:
- კალციუმის იონების შეღწევის ბლოკირებით სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში და მიოკარდში იწვევს სისხლძარღვების გლუვი კუნთების რელაქსაციას და პერიფერიული სისხლძარღვების წინაღობის დაქვეითებას, რის შედეგადაც ხდება წნევის დაწევა
- ამლოდიპინი ამცირებს მიოკარდის მარცხენა პარკუჭის მასას.
- ამლოდიპინის ანტიანგინალური მოქმედება დაკავშირებულია მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებასთან და სისხლის მიწოდების გაუმჯობესებასთან.
- ამლოდიპინი ახდენს კორონარული სისხლძარღვების სპაზმის პრევენციას, ასევე ხელს უწყობს მათ მოდუნებას.

ჩვენებები
რამიზეკი კომბი გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება ამლოდიპინისა და რამიპრილის კომბინირებული გამოყენებისას ცალ-ცალკე პრეპარატების სახით ისეთივე დოზებით, როგორც წარმოდგენილია რამიზეკი კომბი-ში. 

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება დღის ერთსადაიმავე მონაკვეთში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. 
რამიზეკი კომბი მიიღება დღეში ერთხელ. 
მაქსიმალური დღიური დოზა არის ერთი კაფსულა 10 მგ + 10 მგ. 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
რამიზეკი კომბის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული პოპულაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება. 

რამიზეკი კომბის მიღების გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღება მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. 

გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, არსებულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა. 
- კანის მძიმე რეაქციებით (გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (მაგ. სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან მრავალფორმიანი ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები. 
- გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი თუ ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდზე მოჭერის შეგრძნება ან უფრო მძიმე დარღვევები გულის შეტევებისა და ინსულტის ჩათვლით. 
- სუნთქვის გაძნელება ან ხველა. 
- სისხლჩაქცევები, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ანგინა და ცხელება, ადვილად დაღლილობა, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები. 
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ყველაფერი შეიძლება ღვიძლის პრობლემების, მაგ ჰეპატიტის ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება). 

სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (10-დან 1 პაციენტში):
- ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);
- გულის ფრიალი (გულისცემის დარღვევა), წამოხურება;
- კოჭის შეშუპება (ედემა);
- თავის ტკივილი ან დაღლილობა;
- თავბრუსხვევა. ამის განვითარება უფრო მოსალოდნელია რამიზეკი კომბის მიღების დაწყებისას ან მაღალი დოზით მკურნალობის დაწყებისას;
- გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია, განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომისას;
- მშრალი ხველა, სინუსიტი ან ბრონქიტი, სუნთქვის გაძნელება.
- მუცლის ტკივილი, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი, ფაღარათი, მონელების მხრივ დარღვევები, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება;
- კანზე გამონაყარი ამობურცული უბნებით ან მათ გარეშე;
- გულმკერდის ტკივილი;
- სპაზმები ან ტკივილი კუნთებში;
- სისხლის ანალიზში კალიუმის მომატებული დონე. 
არახშირი (100-დან 1 პაციენტში):
- გუნება-განწყობილების შეცვლა, უძილობა
- კანკალი, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
- მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, დაბინდული მხედველობა, ხმაური ყურებში;
- ცემინება, გამონადენი ცხვირიდან გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი);
- ნაწლავების მოქმედების არევა (ფაღარათი ან შეკრულობა), გულძმარვა, პირის სიმშრალე;
- თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის შეცვლა;
- შარდვის დარღვევეა, შარდვის მოთხოვნილების მომატება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის გახშირება;
- ერექციის უნარის დაკარგვა, სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, დაქვეითებული სექსუალური სურვილი მამაკაცებსა თუ ქალებში;
- სარძევე ჯირკვლების გადიდება ან დისკომფორტი მამაკაცებში;
- სახსრების ან კუნთების ტკივილი, სპაზმები, ზურგის ტკივილი;
- წონაში მომატება ან დაკლება;
- წონასწორობის დარღვევები (ვერტიგო);
- ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორებიცაა მოდუნება, ჩხვლეტა, ცოცვა, წვა კანზე (პარესთეზია), ტკივილის შეგრძნებების დაკარგვა
- გემოს შეცვლას;
- ძილის დარღვევები;
- დეპრესია, შფოთვა, ჩვეულზე მეტი ნერვიულობა ან მოუსვენრობა;
- ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება;
- ნაწლავის ტრაქტში ქსოვილების შეშუპება, ე.წ. “ნაწლავური ანგიოედემა”, რაც გამოიხატება სიმპტომებით: მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი.
- მადის შემცირება ან დაკარგვა (ანორექსია);
- არარეგულარული გულისცემა ან მისი მომატება;
- ხელებისა და ფეხების შეშუპება, რაც შეიძლება ორგანიზმში წყლის  შეკავების ნიშანი იყოს;
- ციებ-ცხელება;
- სისხლის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია).
- სისხლის ანალიზში აღმოჩენილი ცვლილებები ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმლების ფუნქციური სინჯების მხრივ. 
იშვიათი (1000-დან 1 პაციენტში)
- დაბნეულობის შეგრძნება;
- წითელი და შეშუპებული ენა;
- აქერცვლადი კანი, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი;
- ფრჩხილის პრობლემები (მაგ. გათხელება ან აქერცვლა);
- კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
- ჭინჭრის ციება;
- კანზე მუწუკები და კიდურებში სიცივის შეგრძნება;
- თვალის სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან ცრემლდენა;
- სმენის დარღვევა;
- სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედებისა თუ თრომბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის შემცირება. 
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტი)
- მზის სხივების მიმართ ჩვეულზე მეტი მგრძნობელობა;
- სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
- ღრძილების შეშუპება;
- მუცლის შებერილობა (გასტრიტი);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე);
- კუნთების დაჭიმულობის მომატება;
- სისხლძარღვების ანთება, ხშირად გამონაყარი კანზე;
- მგრძნობელობა სინათლის მიმართ
- დარღვევები, რომლებიც მოიცავს რიგიდულობას, ტრემორს და ან მოძრაობის დარღვევებს.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- დიალიზის ან სისხლის ფილტრაციის რაიმე სხვა პროცედურა
- თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი
- აორტის მძიმე ხარისხის სტენოზი
- გამოხატული ჰიპოტენზია 
- ორსულობის ბოლო 6 თვე

ორსულობა და ლაქტაცია
რამიზეკი კომბის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პეროიდში არ არის რეკომენდებული

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: რამიზეკი კომბი-მ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს განსაკუთრებით აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში, ან სხვა პრეპარატების შეცვლისას. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლიათ რამიზეკი კომბის ეფექტურობის შემცირება:
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი);
- დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, როგორებიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის კონტროლი;
- რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი);
Hypericum perforatum  (კრაზანას პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ). 
აღნიშნულ პრეპარატებს, რამიზეკი კომბისთან ერთად კომბინირებისას, შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
- ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის მკურნალობისათვის);
- ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალოდ);
- ევეროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისათვის);
- ტაკროლიმუსი (გამოიყენება თქვენი ორგანიზმის იმუნური პასუხების საკონტროლოდ, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს მიიღოს გადანერგილი ორგანო);
- კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
- სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
- ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ციკლოსპორინი;
- დიურეტიკები (შარდმდენები), მაგ. ფუროსემიდი;
- სისხლში კალიუმის დონის გასაზრდელი პრეპარატები, როგორებიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად);
- ანთებისსაწინააღმდეგო სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
- ალოპურინოლი (ორგანიზმში შარდმჟავას დონის შესამცირებლად);
- პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევებისათვის);
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები აივ ინფექციის სამკურნალოდ);
- ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები);
- ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის მხრივ დარღვევების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);
- დანტროლენი (ინფუზია ორგანიზმის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალოდ).
- ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა ზომების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერს ან ალისკირენს 

აღნიშნული პრეპარატების რამიზეკი კომბისთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს მათი ეფექტურობა:
- პრეპარატები დიაბეტისათვის, როგორებიცაა პერორალური ჰიპერგლიკემიური პრეპარატები და ინსულინი. რამიზეკი კომბის შეუძლია შეამციროს სისხლში გლუკოზის დონე. რამიზეკი კომბის გამოყენებისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის სათანადო მონიტორინგი. 
- ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ლითიუმის დონე. ექიმის მიერ უნდა მოხდეს ლითიუმის დონის სათანადო მონიტორინგი.
- სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი). რამიზეკი კომბის შეუძლია გაზარდოს სიმვასტატინის დონე თქვენს ორგანიზმში. 
- გრეიფრუტის წვენისა და გრეიპფრუტის მიღება რამიზეკი კომბით მკურნალობის დროს არ შეიძლება. რადგანაც გრეიპფრუტსა და გრეიპფრუტის წვენს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის გაზრდა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს რამიზეკი კომბის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. 

შენახვის პირობები და ვადა 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30° ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას. 
ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.