როტარიტმილი / ROTARITMIL


შემადგენლობა 

ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ.
დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პო­ვი­დონი (К90), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პეპ­ტიზირებული სახამებელი.
აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ზოლით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რო­ტა­რიტმი­ლი III ჯგუფის ან­ტი­ა­რით­მ­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ძი­რი­თა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია (რე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ინ­ჰი­ბი­ტორ­თა ჯგუფი). იგი ავლენს ან­ტი­ან­გი­ნურ, კო­რო­ნა­რების გა­მა­ფარ­თო­ე­ბელ, ალ­ფა- და ბე­ტა-ად­რე­ნო­მაბ­ლო­კი­რე­ბელ ეფექტს.
ამი­ო­და­რო­ნის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კარ­დი­ო­მი­ო­ცი­ტე­ბის უჯ­რე­დუ­ლი მემ­ბრა­ნე­ბის იო­ნუ­რი არ­ხე­ბის ბლო­კა­დით (უმ­თავ­რე­სად – კა­ლი­უ­მი­ს, ძალიან მცირე ოდენობით – კალ­ცი­უ­მი­სა და ნატ­რი­უ­მი­ს), სი­ნუ­სის კვან­ძის ავ­ტო­მა­ტიზ­მის შემ­ცი­რე­ბით, აგ­რეთ­ვე ალ­ფა- და ბე­ტა-ადრენერგული აქ­ტი­ვო­ბის არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი დათ­რგუნ­ვით.
ამი­ო­და­რო­ნის ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბა მის გამოხატულ უნარს გაახანგრძლივოს მოქ­მე­დე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი (3 ფა­ზა), რის შე­დე­გა­დაც იზ­რდე­ბა რეფ­რაქ­ტერუ­ლი პე­რი­ო­დების ხან­გრძლი­ვო­ბა და მცირ­დე­ბა წი­ნა­გუ­ლი­სა და პარ­კუ­ჭე­ბის მი­ო­კარ­დი­უ­მის აგ­ზნე­ბა, რეფ­რაქ­ტე­რუ­ლი პე­რი­ო­დის ხანგრძლივობა, წი­ნა­გუ­ლო­ვან-პარ­კუ­ჭო­ვა­ნ გამტარ და ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი კვან­ძის და­მა­ტე­ბით კო­ნებ­ში, რაც იწ­ვევს სი­ნუ­სის კვან­ძის ავ­ტო­მა­ტიზ­მის დაქვეითებას, გუ­ლის გამ­ტა­რი სის­ტე­მის ყვე­ლა უბან­ზე იმ­პულ­სის გა­ტა­რე­ბის შე­ნე­ლე­ბას (ანე­ლებს სი­ნო­ატ­რიულ, წი­ნა­გუ­ლები­სა და ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლურ გამ­ტა­რო­ბას), იწვევს აგ­ზნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, უც­ვლე­ლი რჩე­ბა პარ­კუ­ჭე­ბის გამ­ტა­რო­ბა.
პრეპარატის ანტიანგინური მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებით (გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირებისა და პერიფერიული წინააღმდეგობის ზომიერი შემცირების ხარჯზე) და კორონარული სისხლისმიმოქცევის გაზრდით – კორონარული არტერიების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი ზეგავლენის გზით. პრეპარატი ხელს უწყობს გულის დარტყმითი მოცულობის შენარჩუნებას, აორტაში წნევისა და პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით. პრე­პა­რა­ტი რამ­დე­ნად­მე ამ­ცი­რებს პე­რი­ფე­რი­ულ სის­ხლძარ­ღვო­ვან წინააღმდეგობასა და სის­ტე­მურ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას. არ ახ­დენს არ­სე­ბით გავ­ლე­ნას მი­ო­კარ­დი­უ­მის კუმ­შვა­დო­ბა­ზე. უარ­ყო­ფი­თი ინოტ­რო­პუ­ლი ეფექ­ტის არარსებობის გა­მო შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­ტა­რიტმი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა გუ­ლის უკ­მა­რისობის დროს.
სტრუქ­ტუ­რის მი­ხედ­ვით ამი­ო­და­რო­ნი თი­რე­ო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის მსგავ­სია, ამი­ტომ პრე­პა­რა­ტი გავლენას ახდენს თი­რე­ო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის ცვლა­ზე: Т3-ის Т4-ად გარდაქმნის ინ­ჰი­ბი­რე­ბა (თი­როქ­სინ-5-დე­ი­ო­დი­ნა­ზის ბლო­კირება) და ამ ჰორ­მო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბის ბლო­კი­რე­ბა კარ­დი­ო­ცი­ტე­ბი­სა და ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის მი­ერ, რა­საც მოჰ­ყვე­ბა მი­ო­კარ­დი­უმ­ზე თი­რე­ო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბა.
პრე­პა­რა­ტის ფარ­მა­კო­კი­ნე­ტი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მერ­ყე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. შიგნით მი­ღე­ბის შემ­დეგ ამი­ო­და­რო­ნი ნე­ლა შეიწო­ვე­ბა. ერ­თჯე­რა­დი მი­ღე­ბის შემ­დეგ სის­ხლის პლაზ­მა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია მი­იღ­წე­ვა 3-7 სა­ათ­ში, თუმცა თე­რა­პი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვი­თარ­დე­ბა პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის დაწ­ყე­ბი­დან ერ­თი კვი­რის (რამ­დე­ნი­მე დღი­დან ორ კვი­რამ­დე) შემ­დეგ. ამი­ო­და­რო­ნის ნა­ხე­ვარ­გა­მოყ­ოფის პე­რი­ო­დი ხან­გრძლი­ვია მა­ღა­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვა­რი­ა­ბე­ლუ­რო­ბით (ამი­ტომ დო­ზის შერ­ჩე­ვისას, მაგალითად გაზ­რდის თუ შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ამი­ო­და­რო­ნის ახა­ლი პლაზ­მუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­როა სულ მცი­რე ერ­თი თვე).
ფარ­მა­კო­კი­ნე­ტი­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბების გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა საწ­ყი­სი გა­მაჯე­რე­ბე­ლი დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა – ქსო­ვი­ლებ­ში პრე­პა­რა­ტის დაგ­რო­ვე­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით. კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ეფექ­ტის არსებობა უზ­რუნ­ველ­ყოფს მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტი­დან 10-45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.
ამი­ო­და­რო­ნის ყო­ვე­ლი დო­ზა (200 მგ) შე­ი­ცავს 75 მგ იო­დს. ამი­ო­და­რო­ნის ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბი­სას იო­დის კონ­ცეტ­რა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ამი­ო­და­რო­ნის კონ­ცეტ­რა­ცი­ის 60-80%-ს მი­აღ­წი­ოს.

ჩვენებები
გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის მკურ­ნა­ლო­ბა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, მათ შო­რის სხვა ანტიარით­მ­იუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ მდგრა­დი არით­მი­ი­სა:
– პარ­კუ­ჭო­ვა­ნი არით­მია, მათ შო­რის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დია და პარ­კუ­ჭე­ბის ფიბ­რი­ლა­ცია (მკურ­ნა­ლო­ბა იწ­ყე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში გულ­დას­მი­თი კარ­დი­ო­მონიტორული კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში);
– პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დია: მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქონე ავადმყოფებში; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დასაბუთებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბების გარეშე, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარით­მ­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი არ არის ეფექ­ტუ­რი ან არ­სე­ბობს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბა; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში ვოლფ-პარ­კინ­სონ- უა­ი­ტის სინ­დრო­მით;
– მოციმციმე არითმია და წინაგულების თრთოლვა.
– რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ, თუ ანამ­ნეზ­ში არის მითითება ადრე აღნიშნულ არით­მი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის შესახებ. ამი­ო­და­რო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ იქნას გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბი­სა და/ან მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის მქონე პაციენტებში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
როტარიტმილი მიიღება პერორალურად ჭამის წინ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
დატვირთვის დოზა (“გამაჯერებელი”) დოზა: შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჯერების სხვადასხვა სქემები.
სტაციონარში: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში (მაქსიმალური – 1200 მგ-მდე) 10 გრ ჯამური დოზის მიღ­წევამდე (ჩვეულებრივ – 5-8 დღის განმავლობაში).
ამბულატორიულად: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში, 10 გ სუმარული დოზის მიღწევამდე (ჩვე­უ­ლებ­რივ – 10-14 დღის განმავლობაში).
შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი დოზა სხვადასხვა ავადმყოფებში ვარირებს 100-400 მგ დღე-ღამეში. გა­მო­ყენებულ უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, ინდივიდუალური თე­რა­პიული შედეგის შესაბამისად, დღე-ღამეში 3 მგ/კგ სხეულის მასაზე.
იმის გამო, რომ ამიოდარონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ხან­გრძლივია, შეიძლება მისი მიღება დღე გამოშვებით ან კვირაში 2 დღის გამო­ტო­ვებით.
საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა: 200 მგ; საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა: 400 მგ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა: 400 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 1200 მგ.

გვერდითი მოვლენები
გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: ბრა­დი­კარ­დია (ძი­რი­თა­დად ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და დო­ზა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი), ზოგ­ჯერ (სი­ნუ­სის კვან­ძის დის­ფუნ­ქცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში) გა­მო­ხა­ტუ­ლი ბრა­დი­კარ­დია და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა: იშ­ვი­ა­თად აღი­ნიშ­ნე­ბა – გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვა (სი­ნო­ატ­რი­უ­ლი ბლო­კა­და, სხა­დას­ხვა ხა­რის­ხის ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი ბლო­კა­და); ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში აღნიშნავენ არით­მო­გე­ნუ­ლ მოქ­მე­დე­ბას, ზოგ­იერთ შემთხვევაში – შემ­დგო­მი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით.
გრძნო­ბათა ორ­გა­ნო­ების მხრი­ვ: მიკ­რო­და­ნა­ლე­ქი რქო­ვა­ნას ეპი­თე­ლი­უმ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ – გუ­გის ქვე­და არე­ში; რომელიც შედგება რთუ­ლი ცხი­მო­ვა­ნი და­ნაშ­რე­ვი­სა­გან, ქრე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ და არ მო­ით­ხოვს მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტას. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გამოიწვიოს მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა – კაშ­კა­შკა გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში ფე­რა­დი შა­რა­ვან­დის ან არამ­კა­ფიო კონ­ტუ­რე­ბის გაჩენის სა­ხით. აღ­წე­რი­ლია მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის/მხედ­ვე­ლო­ბი­თი ნე­ი­რო­პა­თი­ის რამდენიმე შემთ­ხვე­ვა, ამი­ტომ ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე არამ­კა­ფიო მხედ­ვე­ლო­ბის ან მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის განვითარების შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სრუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის, მათ შო­რის ფუნ­დოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა უნ­და შეწ­ყდეს.
საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გე­მოს შეგ­რძნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან და­კარ­გვა, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა ეპი­გას­ტრიუმის არე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის და­საწ­ყის­ში, რაც გაივლის დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემდეგ. სის­ხლის შრატ­ში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის აქ­ტი­ვობის იზო­ლი­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ – ზო­მი­ე­რი, რო­მე­ლიც დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ ქვე­ით­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლის მწვა­ვე და­ზი­ა­ნე­ბა ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის მო­მა­ტე­ბით და/ან სიყ­ვით­ლით, მათ შო­რის ღვიძ­ლის უკ­მა­რისობის გან­ვი­თა­რე­ბით. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბები. 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სის­ხლში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის თუნ­დაც ზო­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბის დროსაც კი ეჭვი უნდა მიტანილ იქნას ღვიძ­ლის ქრო­ნი­კულ და­ზიანება­ზე.
სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მხრი­ვ: აღ­წე­რი­ლია ინ­ტერ­სტი­ციული ან ალ­ვე­ო­ლური პნევ­მო­ნი­ტი­სა და პნევმონიასთან ერთად მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ბრონ­ქი­ო­ლი­ტის შემთხვევები, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით. აღწერილია პლევ­რი­ტის რამ­დე­ნი­მე შემთ­ხვე­ვა. ამ ცვლი­ლე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ფილ­ტვის ფიბ­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა, თუმცა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად შექცევადია ამი­ო­და­რო­ნის ადრეული მოხ­სნი­ს და კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის და­ნიშ­ვნი­სას (ან მა­თი და­ნიშ­ვნის გა­რე­შე). კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ 3-4 კვი­რა­ში ქრე­ბა. რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი­სა და ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ნე­ლა (რამ­დე­ნი­მე თვე). თუ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ამი­ო­და­რონს იღებს, განუვითარდა გა­მო­ხა­ტუ­ლი ქო­ში­ნი ან მშრა­ლი ხვე­ლა, სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით (მომატებული მოთენთილობა, სხე­უ­ლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა) ან გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შე, საჭიროებს გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბი­ს შემთხვევაში, პრე­პა­რა­ტის მოხ­სნას. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ბრონ­ქოს­პაზ­მი მძი­მე სუნთქვითი უკ­მა­რისო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქული ასთმით; მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­ს სინ­დრო­მი, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით და ზოგ­ჯერ უშუ­ა­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ (ნავარაუდებია ჟან­გბა­დის მა­ღალ დო­ზას­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის შესაძლებლობა).
ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი: აღინიშნება ჰი­პო­თი­რე­ო­ზი მისი კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით: სხე­უ­ლის მა­სის მო­მა­ტე­ბა, შემცივნება, აპა­თია, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ამი­ო­და­რო­ნის მო­სა­ლოდ­ნელ მოქ­მე­დე­ბას­თან შე­და­რე­ბით მეტად გამოხატული ბრა­დი­კარ­დია. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრა­ტის თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა მკურნალობის შეწყვეტიდან ჩვე­უ­ლებ­რივ 1-3 თვე­ში. სი­ცოც­ხლი­სათ­ვის სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბით L-თი­როქ­სი­ნის და­ნიშ­ვნის, სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ისე მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (აღ­წე­რი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი გან­ვი­თარ­და ამი­ო­და­რო­ნის მოხ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში). ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ფა­რუ­ლად, რამ­დე­ნი­მე სიმ­პტო­მით: სხე­უ­ლის მა­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ აუხ­სნე­ლი და­კარ­გვა, ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი და/ან ან­ტი­ან­გი­ნუ­რი ეფექ­ტის შემ­ცი­რე­ბა; ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის მოვ­ლე­ნე­ბიც კი. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის (ზემ­გრძნო­ბი­ა­რე კრი­ტე­რი­უ­მის) დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის გა­მოვ­ლე­ნი­ს შემთხვევაში ამი­ო­და­რო­ნი უნ­და მო­იხ­სნას. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ აღი­ნიშ­ნე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნიდან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ამას­თა­ნა­ვე, კლი­ნი­კუ­რი სიმ­პტო­მა­ტი­კა ნორ­მა­ლი­ზდე­ბა უფ­რო ად­რე (3-4 კვი­რა­ში), ვიდ­რე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნი­სა. მძი­მე შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ლე­ტა­ლუ­რი გამოსავალი, ამი­ტომ ამ დროს სა­ჭი­როა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. ყო­ველ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა უნ­და შე­ირ­ჩეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. თუ ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა – რო­გორც თავად თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის, ისე მი­ო­კარ­დი­უ­მის ჟან­გბად­ზე მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის სა­ში­ში დის­ბა­ლან­სის გა­მო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაწ­ყე­ბა კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით (1 მგ/კგ) საკ­მა­ოდ დიდ­ი ხნის მანძილზე (3 თვე). ამ სინ­თე­ზუ­რი ან­ტი­თი­რე­ო­ი­დუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნაცვლად, რომლებიც შე­იძ­ლე­ბა ამ შემთხვევაში ყოველთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­ტი­დი­უ­რეზული ჰორ­მო­ნის სეკ­რე­ცი­ის დარ­ღვე­ვის სინ­დრო­მის გა­მოვ­ლე­ნა.
კა­ნის მხრი­ვ: შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ფო­ტო­სენ­სი­ბი­ლი­ზა­ცია, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი უნ­და გაფრთხილებულ იქნან იმის შე­სა­ხებ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში სა­ჭი­როა ინ­სო­ლა­ცი­ი­სა და ულ­ტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბი­საგან თა­ვის არი­დე­ბა. რა­დი­ო­თე­რა­პი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ერი­თე­მა. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ პიგ­მენ­ტა­ცია ნელ-ნე­ლა ქრე­ბა. არსებობს კან­ზე გა­მო­ნა­ყ­რის (ჩვე­უ­ლებ­რივ – ნაკ­ლე­ბად სპე­ცი­ფიუ­რი) მონაცემები, აგ­რეთ­ვე ექ­სფო­ლი­ა­ცი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის). შე­საძ­ლოა ალო­პე­ცია.
ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: ტრე­მო­რი ან სხვა ექ­სტრა­პი­რა­მი­დუ­ლი სიმ­პტო­მე­ბი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი. იშ­ვი­ა­თად: სენ­სო­მო­ტო­რუ­ლი, მო­ტო­რუ­ლი და შე­რე­უ­ლი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნე­ი­რო­პა­თია და/ან მი­ო­პა­თია, რო­მე­ლიც ჩვეულებრივ შექცევადია პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ნათ­ხე­მისმიერი ატაქ­სია, ქა­ლას­ში­და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტენ­ზია (თა­ვის ტვი­ნის ფსევ­დო­სიმ­სივ­ნე), თა­ვის ტკი­ვი­ლი.
სხვა: ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ვას­კუ­ლი­ტი, ეპი­დი­დი­მი­ტი, იმ­პო­ტენ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის), თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, ჰე­მო­ლი­ზური ანე­მია, აპ­ლაზიური ანე­მია.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტების ან იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის არარსებობისას);
– II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლო¬კადა (კარდიოსტიმულატორის არარსებობისას);
– Qთ ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება;
– გულის მძიმე უკმარისობა;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი; 
– ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და იწვევენ პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას, მათ შო¬რის “პირუეტის” ტიპის (ტორსადე დე პოინტეს) პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
– მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან თანადროული მიღება;
– ფილტვების ინტერსტიციული დაავადება;
– ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი);
– ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია;
– 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
– ორსულობის II–III ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია
ამი­ო­და­რო­ნი ორ­სულებში მხო­ლოდ სა­სი­ცოც­ხლო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან პრე­პა­რა­ტი ზე­მოქ­მე­დებს ნა­ყო­ფის ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ზე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
იმის გა­მო, რომ ამი­ო­და­რო­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტი დოზადამოკიდებულია, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა უნ­და წარმოებდეს მი­ნი­მა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი დოზებით, მათი შეძ­ლე­ბი­სდაგვარად შემ­ცირ­ების მიზნით.
ავად­მყო­ფი უნ­და გა­ვაფ­რთხი­ლოთ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის დროს თა­ვი აა­რი­დოს მზის პირ­და­პირ სხი­ვებს ან მი­ი­ღოს დამ­ცა­ვი ზო­მე­ბი (მა­გა­ლი­თად, მზი­სა­გან დამ­ცა­ვი კრემის გამოყენება, სა­თა­ნა­დო ტან­საც­მ­ლის ტარება).
მკურნალობის მონიტორინგი
ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის დაწ­ყე­ბამ­დე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა და სის­ხლში კა­ლი­უ­მის დო­ნის გან­საზ­ღვრა. ამი­ო­და­რო­ნის მიღების დაწ­ყე­ბამ­დე უნდა მოხდეს ჰი­პო­კა­ლ­ე­მი­ის კო­რექ­ცია. მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­რუ­ლი ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა (ყო­ველ 3 თვე­ში) და ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბი­სა და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი.
გარ­და ამი­სა, იმის გა­მო, რომ ამი­ო­და­რონ­მა შე­იძ­ლე­ბა ჰი­პო­თი­რე­ო­ზი ან ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით პაციენტებში ანამ­ნეზ­ში ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბით, ამი­ო­და­რო­ნის მი­ღე­ბამ­დე სა­ჭი­როა კლი­ნი­კუ­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი (თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის) გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ი­ს დარ­ღვე­ვი­ს და და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტი­დან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის კლი­ნი­კუ­რი ან ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის დო­ნის გან­საზ­ღვრა.
იმის­ მი­უ­ხე­და­ვად, ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნა თუ არა სიმ­პტომატიკა ფილ­ტვე­ბის მხრივ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყო­ველ 6 თვე­ში ფილ­ტვე­ბის რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვი­სა და ფილ­ტვის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯის ჩა­ტა­რე­ბა.
არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი, რომ პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ რითმის დარღვევასთან დაკავშირებით, ად­გი­ლი ჰქო­ნდა პარ­კუ­ჭე­ბის ფიბ­რი­ლა­ცი­ას, სიხ­ში­რის დარ­ღვე­ვას და/ან კარ­დი­ოს­ტი­მუ­ლა­ტო­რის ან იმ­პლან­ტი­რე­ბუ­ლი დე­ფიბრი­ლა­ტო­რის მოქ­მე­დე­ბის ზღურ­ბლის გაზ­რდას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს ამ უკან­სკნელ­თა ეფექ­ტუ­რო­ბა. ამი­ტომ მკურ­ნა­ლო­ბის დაწ­ყე­ბამ­დე ან მკურ­ნა­ლო­ბის დროს სა­ჭი­როა ამ მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­თა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სის­წო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მოწმე­ბა.
ქო­ში­ნის ან მშრა­ლი ხვე­ლის წარ­მოქ­მნა – რო­გორც იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ისე სა­ერ­თო მდგო­მა­რო­ბის თანმხლები გა­უ­ა­რე­სე­ბით – მი­უ­თი­თებს ფილტვებზე ტოქსიური გავლენის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, ისე­თი­ს, რო­გო­რი­ცაა ინ­ტერ­სტი­ციული პნევ­მოპათია, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვი­სა და ფილ­ტვის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯების ჩა­ტა­რე­ბა.
გუ­ლის პარ­კუ­ჭე­ბის რე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შედეგად შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს გარკვეული ელექ­ტრო­კარ­დი­ოგრაფიული ცვლილებები: თ, თჩ (კორეგირებული) ინ­ტერ­ვა­ლის დაგ­რძე­ლე­ბა, ტალ­ღე­ბის წარ­მოქ­მნა. და­საშ­ვე­ბია -თც ინ­ტერ­ვა­ლის გაზ­რდა არა უმე­ტეს 450 მწმ-ით, ან საწ­ყი­სი სი­დი­დეზე არა უმე­ტეს 25%-ით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის პრე­პა­რა­ტის ტოქ­სი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, თუმცა საჭიროებს კონ­ტროლს როტარიტმილს დო­ზის კო­რექ­ცი­ის და შე­საძ­ლო პრო­ა­რით­მო­გე­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით.
II და III ხა­რის­ხის ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლური ბლო­კა­დის, სი­ნო­ატ­რი­უ­ლი ბლო­კა­დის ან ორმხრივი პარკუჭშიდა ბლო­კა­დის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა უნ­და შეწ­ყდეს. I ხა­რის­ხის ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლური ბლო­კა­დის შემთხვევაში სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლი ჰქო­ნდა არით­მი­ის განვითარებას ან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი რით­მის დარ­ღვე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ამი­ო­და­რო­ნის პრო­ა­რით­მო­გე­ნუ­ლი ეფექ­ტი სუს­ტია, მცირეა ვიდ­რე სხვა უმეტესი ანტიარითმიული პრე­პა­რატ­ების უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ვლინ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ზო­გი­ერთ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ის ან ელექ­ტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში. არამ­კა­ფიო მხედ­ვე­ლო­ბის ან მხედ­ვე­ლო­ბის შე­სუს­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის თვა­ლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ამი­ო­და­რო­ნის მი­ზე­ზით მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თი­ის ან ნევ­რი­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრე­პა­რა­ტის მოხ­სნა – სიბ­რმა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის გა­მო.
იმის გა­მო, რომ ამი­ო­და­რო­ნი იოდს შე­ი­ცავს, პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეცვალოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პუ­რი გა­მოკ­ვლე­ვების შე­დე­გე­ბი, თუმცა არ ახ­დენს გავ­ლე­ნას სის­ხლის პლაზ­მა­ში Тз-ის, Т4-ისა და თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის შემ­ცვე­ლო­ბის გან­საზ­ღვრის სან­დო­ო­ბა­ზე.
ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე ექიმ-ანეს­თე­ზი­ო­ლოგს უცი­ლობ­ლად უნ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ პა­ცი­ენ­ტი რო­ტა­რიტმილს იღებს. პრე­პა­რა­ტით ხან­გრძლივ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს ად­გი­ლობ­რი­ვი ან სა­ერ­თო ანეს­თე­ზი­ი­ს დროს არსებული ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი რის­კი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ბრა­დი­კარ­დი­ულ და ჰი­პო­ტენ­ზი­ურ ეფექ­ტებს, გუ­ლის დარტყმითი მოცულობის შემ­ცი­რე­ბა­სა და გამ­ტა­რო­ბის დარ­ღე­ვე­ვას. გარ­და ამი­სა, იშ­ვი­ა­თად პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც რო­ტა­რიტმილს უშუ­ა­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ ღებულობენ, შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეთ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­ს სინ­დრო­მი. ფილ­ტვე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ი­სას ასე­თი ავად­მყო­ფები სა­ჭი­რო­ებენ გულ­დას­მით კონ­ტროლს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატის მიღების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რეკომენდებულია თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისგან და სხვა სამუშაოების შესრულებისგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას რო­გორც წე­სი, საკ­მა­რი­სია, პრე­პა­რა­ტის დო­ზის შემ­ცი­რე­ბა ან დრო­ე­ბით მი­სი მი­ღე­ბის შეწ­ყვე­ტა.
ერთდროულად პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სინუსური ბრადიკარდია, გულის გაჩერება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეტევები, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული ტაქიკარდია. შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, უკვე არსებული გულის უკმარსობის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, თუ პრეპარატი მიღებული იყო ცოტა ხნის წინ. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიდევნება დიალიზის დროს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. ბრადიკარდიის განვითარებისას შეიძლება ბეტა-ადრენოსტიმულატორების დანიშვნა ან კარდიოსტიმულატორის გამოყენება, ხოლო “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის შემთხვევაში მაგნიუმის მარილების ინტრავენური შეყვანა ან კარდიოსტიმულაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უკუნაჩვენებია კომ­ბი­ნა­ცია იმ პრე­პა­რა­ტებ­თან, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს “პი­რუ­ე­ტის” (ტორ­სა­დე დე პო­ინ­ტეს) ტი­პის პო­ლი­მორ­ფუ­ლი პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დია (ამი­ო­და­რონ­თან ერ­თად ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას იზ­რდე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად ლე­ტა­ლუ­რი “პი­რუ­ე­ტის” ტი­პის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი):
– ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: 1А ჯგუფის (ქი­ნი­დი­ნი, ჰიდ­რო­ქი­ნი­დი­ნი, დი­ზო­პი­რა­მი­დი, პრო­კა­ი­ნა­მი­დი), III ჯგუფის (დო­ფე­ტი­ლი­დი, იბუ­ტი­ლი­დი, ბრე­ტი­ლიუმის ტო­ზი­ლა­ტი), სო­ტა­ლო­ლი;
– სხვა (არა ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი) პრე­პა­რა­ტე­ბი, ისეთი, რო­გო­რი­ც არის ბეპ­რი­დი­ლი, ვინ­კა­მი­ნი; ზო­გი­ერ­თი ნე­ი­რო­ლეფსიური საშუალებები: ფე­ნო­თი­ა­ზი­ნე­ბი (ქლორ­პრო­მა­ზი­ნი, ცი­ა­მე­მა­ზი­ნი, ლე­ვო­მეპ­რო­მა­ზი­ნი, თი­ო­რი­და­ზი­ნი, ტრიფ­ლუ­ო­პე­რა­ზი­ნი, ფლუ­ფე­ნა­ზი­ნი), ბენ­ზა­მი­დე­ბი (ამი­სულ­პრი­დი, სულ­ტოპ­რი­დი, სულ­პრი­დი, თი­აპ­რი­დი, ვე­რა­ლიპ­რი­დი), ბუ­ტი­რო­ფე­ნო­ნე­ბი (დრო­პე­რი­დო­ლი, ჰა­ლო­პე­რი­დო­ლი), სერ­ტინ­დო­ლი, პი­მო­ზი­დი; ტრი­ციკ­ლუ­რი ან­დი­დეპ­რე­სან­ტე­ბი; ცი­ზაპ­რი­დი; მაკ­რო­ლი­დუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი (ერით­რო­მი­ცი­ნი ინტრავენური შეყ­ვა­ნი­სას, სპი­რა­მი­ცი­ნი); აზო­ლე­ბი; ან­ტი­მა­ლა­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ქი­ნი­ნი, ქლო­რო­ქი­ნი, მეფ­ლო­ქი­ნი, ჰა­ლო­ფან­ტრი­ნი, ლუ­მე­ფან­ტრი­ნი); პენ­ტა­მი­დი­ნი პა­რენ­ტე­რა­ლუ­რი შეყ­ვა­ნი­სას; დი­ფე­მა­ნი­ლის მე­თილ­სულ­ფა­ტი; მი­ზო­ლას­ტი­ნი; ას­ტე­მი­ზო­ლი; ტერ­ფე­ნა­დი­ნი; ფტორ­ქი­ნო­ლო­ნე­ბი (უმეტესწილად, მოქ­სიფ­ლოქ­სა­ცი­ნი).
არარეკომენდებული კომბინაციები შემდეგ საშუალებებთან:
– ბე­ტა-ად­რე­ნობ­ლო­კერე­ბი, კალ­ცი­უ­მის “ნე­ლი” არ­ხე­ბის ბლო­კერები, რომ­ლე­ბიც ანე­ლებენ გუ­ლის შე­კუმ­შვის სიხ­ში­რეს (ვე­რა­პა­მი­ლი, დილ­თი­ა­ზე­მი), ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს ავ­ტო­მა­ტიზ­მი­სა (გა­მო­ხა­ტუ­ლი ბრა­დი­კარ­დი­ის) და გამ­ტა­რო­ბის უნარის დათრგუნვის რის­კი.
– ნაწ­ლა­ვე­ბის პე­რის­ტალ­ტი­კის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი სასაქმებელი პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­კა­ლე­მია, რაც ზრდის “პი­რუ­ე­ტის” ტი­პის პო­ლი­მორ­ფუ­ლი პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ამი­ო­და­რო­ნის მი­ღე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბულ უნ­და იქ­ნას სხვა ჯგუ­ფის სასაქმებელი პრე­პა­რა­ტები.
სიფრთხილეს მოითხოვს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციები:
– პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­კა­ლე­მია: ჰი­პო­კა­ლე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი დი­უ­რე­ზული საშუალებები (მო­ნო­თე­რა­პია ან კომ­ბი­ნა­ცია), ამ­ფო­ტე­რი­ცი­ნი B (ი/ვ), სის­ტე­მუ­რი გლუ­კო­კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი, ტეტ­რა­კო­ზაქ­ტი­დი. პარ­კუ­ჭო­ვა­ნი რით­მის დარ­ღვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის ­გაზრდა, გან­სა­კუთ­რე­ბით “პი­რუ­ე­ტის” ტი­პის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ი­სა (ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია ჰი­პო­კა­ლე­მია). აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლში ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის დო­ნის კონ­ტრო­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­ს – ჰი­პო­კა­ლ­ე­მი­ის კო­რექ­ცია და პა­ცი­ენ­ტზე კლი­ნი­კუ­რი და ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა. “პი­რუ­ე­ტის” ტი­პის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხდეს ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიღება (სა­ჭი­როა პარ­კუ­ჭო­ვა­ნი კარ­დი­ოს­ტი­მუ­ლა­ცი­ის დაწ­ყე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მაგ­ნი­უ­მის მა­რი­ლე­ბის ინტრა­ვე­ნუ­რი შეყ­ვა­ნა);
– პროკაინამიდი: ამიოდარონმა შეიძლება გაზარდოს პროკაინამიდისა და მი­სი მეტაბოლიტის – N-აცეტილპროკაინამიდის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც ზრდის პროკაინამიდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
– არა­პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ციური საშუალებები: ამი­ო­და­რო­ნის ვარ­ფა­რინ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია არა­პირ­და­პი­რი ან­ტი­კო­ა­გუ­ლაციური საშუალებების ეფექ­ტების გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ზრდის სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. საჭიროა პროთ­რომ­ბი­ნის დრო­ის ხში­რი კონ­ტრო­ლი და ან­ტი­კო­ა­გუ­ლაციური საშუალებების დო­ზის კო­რექ­ცია, რო­გორც ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ისე მი­სი მოხ­სნის შემ­დეგ.
– სა­გუ­ლე გლი­კო­ზი­დე­ბი (სათითურას პრე­პა­რა­ტე­ბი): ავ­ტო­მა­ტიზ­მი­სა (გა­მო­ხა­ტუ­ლი ბრა­დი­კარ­დია) და წი­ნა­გუ­ლოვან-პარ­კუ­ჭო­ვა­ნი გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვის განვითარების რის­კი. გარ­და ამი­სა, ამი­ო­და­რო­ნი­სა და დი­გოქ­სი­ნის კომ­ბი­ნა­ცი­ი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის პლაზ­მა­ში დი­გოქ­სი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გაზ­რდა (მი­სი კლი­რენ­სის დაქ­ვე­ი­თე­ბის გა­მო). ამი­ტომ ამი­ო­და­რო­ნი­სა და დი­გოქ­სი­ნის კომბინირებისას აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლში დი­გოქ­სი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­საზ­ღვრა და დი­გი­ტა­ლი­სუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­საძ­ლო კლი­ნი­კუ­რი და ელექტროკარდიოგრაფიული გა­მოვ­ლი­ნე­ბის კონ­ტრო­ლი. შე­საძლოა სა­ჭი­რო გახ­დეს დი­გოქ­სი­ნის დო­ზის შემ­ცი­რე­ბა.
– ესმოლოლი: კუმშვადობის, ავტომატიზმისა და გამტარობის დარღვევა (სიმპათიკური ნერვული სისტემის კონპენსატორული რეაქციის დათრგუნვა). საჭიროა კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლის ჩატარება.
– ფე­ნი­ტო­ი­ნი და შე­სა­ბა­მი­სად ფოს­ფე­ნი­ტო­ი­ნი: ამი­ო­და­რო­ნი­სა და ფე­ნი­ტო­ი­ნის კომ­ბი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ფე­ნი­ტო­ი­ნის ჭარ­ბი დო­ზი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმ­პტო­მე­ბის წარ­მოქ­მნა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია კლი­ნი­კუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და ჭარ­ბი დო­ზირების პირ­ველ­ივე ნიშ­ნე­ბისას ფე­ნი­ტო­ი­ნის დო­ზის შემ­ცი­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლია სის­ხლის პლაზ­მა­ში ფე­ნი­ტო­ი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­საზ­ღვრა.
– ფლეკაინიდი: ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რის გამოც საჭიროა ფლეკაინიდის დოზის კორექცია.
– პრე­პა­რა­ტე­ბი, რომლებიც მეტაბოლიზდება Р450 ЗА4 ცი­ტოქ­რო­მის მეშ­ვე­ო­ბით: შე­საძ­ლე­ბე­ლია აღნიშნული პრე­პა­რა­ტე­ბის პლაზ­მუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­თი ტოქ­სი­უ­რო­ბის მო­მა­ტე­ბა და/ან ფარ­მა­კო­დი­ნა­მი­კუ­რი ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და შეიძლება სა­ჭი­რო გახ­დეს მათი დო­ზის შემ­ცი­რე­ბა:
ციკ­ლოს­პო­რი­ნი: შე­საძ­ლე­ბე­ლია ციკ­ლოს­პო­რი­ნის ნეფ­რო­ტოქ­სიუ­რი მოქ­მე­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სისხლში ციკ­ლოს­პო­რი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­საზ­ღვრა, თირ­კმე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ის კონ­ტრო­ლი და ციკ­ლოს­პო­რი­ნის დო­ზი­რე­ბის რე­ჟი­მის კო­რექ­ცია, რო­გორც ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ისე მი­სი მოხ­სნის შემ­დეგ.
ფენტანილი: ამიოდარონთან კომბინაციამ შესაძლოა გააძლიეროს ფენ­ტა­ნი­ლის ფარმაკოდინამიკური ეფექტები და გაზარდოს მისი ტოქსიური ეფექტების გან­ვითარების რისკი.
სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP ЗА4 მეშ­ვე­ო­ბით: ლი­დო­კა­ი­ნი (სი­ნუ­სუ­რი ბრა­დი­კარ­დი­ი­სა და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმ­პტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი), ტაკ­რო­ლი­მუ­სი (ნეფ­რო­ტოქ­სიუ­რო­ბის რის­კი); სილ­დე­ნა­ფი­ლი (მისი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის რის­კი); მი­და­ზო­ლა­მი (ფსი­ქო­მო­ტო­რუ­ლი ეფექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი); ტრი­ა­ზო­ლა­მი, დი­ჰიდ­რო­ერ­გო­ტა­მი­ნი, ერ­გო­ტა­მი­ნი, სიმ­ვას­ტა­ტი­ნი და სხვა სტა­ტი­ნე­ბი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP ЗА4 მეშ­ვე­ო­ბით (კუნ­თო­ვა­ნი ტოქ­სი­უ­რო­ბის, რაბ­დო­მი­ო­ლი­ზის რის­კის მო­მა­ტე­ბა, რის გა­მოც სიმ­ვას­ტა­ტი­ნის სად­ღე­ღა­მი­სო დო­ზა 20 მგ-ს არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს; თუ ეს დო­ზა ეფექ­ტუ­რი არ არის, სა­ჭი­როა სხვა ისე­თი სტა­ტი­ნის მი­ღე­ბა­ზე გა­დას­ვლა, რომელის მეტაბოლიზმი CYP ЗА4 მეშ­ვე­ო­ბით არ ხდე­ბა). 
– ორლისტატი: სისხლის პლაზმაში ამიოდარონისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირების რისკი. აუცილებელია კლინიკური და, საჭიროებისას, ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი.
– კლო­ნი­დი­ნი, გუ­ან­ფა­ცი­ნი, ქო­ლი­ნეს­თე­რა­ზის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი (დო­ნე­პე­ზი­ლი, გა­ლან­ტა­მი­ნი, რი­ვას­ტიგ­მი­ნი, ტაკ­რი­ნი, ამ­ბე­ნო­ნი­უ­მის ქლო­რი­დი, პი­რი­დოს­ტიგ­მი­ნის ბრო­მი­დი, ნე­ოს­ტიგ­მი­ნის ბრო­მი­დი), პი­ლო­კარ­პი­ნი: ზედმეტად გამოხატული ბრა­დი­კარ­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი (კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ეფექ­ტე­ბი).
– ციმეტიდინი, გრეიფრუტის წვენი: ამიოდარონის მეტაბოლიზმის შენელება და მისი პლაზმური კონცენტრაციის მომატება; შესაძლებელია ამიოდარონის ფარ­მაკოდინამიკური და გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
– სა­ინ­ჰა­ლა­ციო ნარ­კო­ზი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი: პა­ცი­ენტებს, რო­მლებიც ამი­ო­და­რონს იღებ­ენ, სა­ერ­თო ნარ­კო­ზის გა­კე­თე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეთ შემ­დე­გი მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი: ბრა­დი­კარ­დია (რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ატ­რო­პი­ნის შეყვანის მი­მართ), არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პო­ტენ­ზია, გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვა, გუ­ლის დარტყმითი მოცულობის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აღნიშნულია მძი­მე გართულებები სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მხრი­ვ.
– რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დი: ამი­ო­და­რონ­მა შე­იძ­ლე­ბა და­არ­ღვი­ოს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის შთან­თქმა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის რა­დი­ო­ი­ზოტო­პუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბის შეცვლა.
– რი­ფამ­პი­ცი­ნი: ამი­ო­და­რონ­თან ერ­თად მი­ღე­ბი­სას რი­ფამ­პი­ცინ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს ამი­ო­და­რო­ნი­სა და იო­და­რო­ნის დე­ზეთი­ლა­მის პლაზ­მუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია.
– კრაზანას პრეპარატები: თეორიულად შესაძლებელია ამიოდარონის პლაზ­მუ­რი კონცენტრაციის დაქვეითება და ეფექტის შემცირება (კლინიკური მო­ნა­ცემები არ მოიპოვება).
– აივ-პროტეაზის ინჰიბიტორები (მათ შორის ინდინავირი): ამიოდარონთან ერ­თად მიღებისას შესაძლებელია სისხლში ამიოდარონის კონცენტრაციის მო­მატება.
– კლოპიდოგრელი: შესაძლებელია კლოპიდოგრელის ეფექტურობის დაქვეითება.
– დექსტრომეტორფანი: თეორიულად ამიოდარონმა შეიძლება გაზარდოს დექსტრომეტორფანის პლაზმური კონცენტრაცია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირო­ბებ­ში, ბავშვე­ბი­სათვის მი­უწ­­ვ­დო­მელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - ექიმის რეცეპტით