ტეტესეპტი ხველის და ყელის / Tetesept


ტეტესეპტი „ხველა და ყელი“

საწუწნი ტაბლეტები 3 ფაზიანი ეფექტით.
1. ხსნის ხველას
2. აქრობს ყელის ტკივილს
3. ატენიანებს ყელის ლორწოვან გარსს

უშაქრო
შემავსებელი ბალზამით
ტეტესეპტი „ხველა და ყელი“, საწუწნი ტაბლეტები მასში შემავალი ბეგქონდარას, მრავალძარღვასა და ევკალიპტის ზეთის კომბინაციის  საშუალებით ხსნის გაციების ტიპიურ სიმპტომებს, ხველას და ხმის ჩახლეჩას. გარეთა შრეში არსებული ევკალიპტის ზეთი სწრაფად ხსნის შებოჭილობას ყელში და აუმჯობესებს სუნთქვას.
ტაბლეტის შემავსებელ ბალზამში შემავალი ბეგქონდარასა და მრავალძარღვას მცენარეული ექსტრაქტები დიდხანს რჩებიან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქმნიან დამცავ, დამატენიანებელ შრეს და არბილებენ ხველას.

გამოყენების წესი:
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  და მოზრდილებში -  თითო ტაბლეტი 2 სთ-ში ერთხელ. დღეში მისაღები მაქსიმალური რაოდენობა 6 საწუწნი ტაბლეტი.
მაქსიმალური ეფექტურობის გამოსავლენად სასურველია ტეტესეპტი „ხველა და ყელი“  საწუწნი ტაბლეტები გაიწუწნოს ნელა. 

შემადგენლობა:
ბეგქონდარა, მრავალძარღვა, ევკალიპტი, მენთოლი.
შეიცავს იზომალტიტოლს, მალტიტს, სოიოს ლეციტინს, მცირე რაოდენობით ლაქტოზას. 
არ შეიცავს შაქარს და საღებავებს.
ჭარბი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.

ორიგინალური შეფუთვა
20 საწუწნი ტაბლეტი

ტეტესეპტი არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.