Nuk
ტრიბესტანი / Tribestan


რას წაარმოადგენს ტრიბესტანი
ტრიბესტანი არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს მცენარე ტრიბულუს ტერრესტრის  მიწისზედა ნაწილის მშრალ ექსტრაქტს. ტრიბესტანი ასტიმულირებს სასქესო სისტემის ფუნქციას, ზრდის ლიბიდოს, ერექციის ძალას და ხანგრძლივობას, დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე, გააჩნია ჰორმონების დამაბალანსირებელი მოქმედება და ქალებში ამსუბუქებს კლიმაქსურ სიმპტომებს. 
ტრიბესტანი გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციის (სქესობრივი სისუსტე), მამაკაცებში უშვილობისას; დისლიპიდოპროტეინემიის (ცხიმების ცვლის დარღვევა) საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შესამცირებლად; ქალებში კლიმაქსური და პოსტკასტრაციული სინდრომისას (საკვერცხეების ქირურგიული მოცილების შემდგომი მდგომარეობა) ნეიროვეგეტატიური და ფსიქიკური გამოვლინებების შესამსუბუქებლად. 
ტრიბესტანი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვისას და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ უფრო სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის. 

ტრიბესტანის მიღებამდე
არ მიიღოთ ტრიბესტანი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებისადმი; 
- გულ-სისხლძარღვთა, ან თირკმელების დაავადებები;
- წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
- თუ ხართ 16 წლამდე;
- არ მიიღოთ ტრიბესტანი ორსულობის, ან ძუძუთი კვების პერიოდში. 
ტრიბესტანის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
კლიმაქსური სინდრომის მქონე ქალების მკურნალობას. სამკურნალოდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. ეფექტური დოზის მკვეთრი შემცირებისას, ან მოხსნისას შესაძლოა კლიმაქსური სიმპტომების ხელახლა გამოვლენა. 
სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
ტრიბესტანის ერთდროული მიღება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ ოვულაციის სტიმულირებას იწვევს მათი მოქმდების ურთიერთგაძლიერებას.
ტრიბესტანის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (სისხლის მომატებული წნევის სამკურნალო) მოქმედება. 
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს რჩევისათვის ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ორსულობისას.
ტრიბესტანი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობის დადგენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. 
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანებთან
ტრიბესტანი არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს. 
ტრიბესტანის მიღება
მიიღეთ ტრიბესტანი ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ტაბლეტები მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ. 
დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციის და უშვილობისას:
მამაკაცებში დაქვეითებული ლიბიდოთი, იმპოტენციით და უშვილობით რეკომენდიებული დოზირებაა 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 90 დღისა. 
მკურნალობის კურსი შეიძლება გაიმეოროთ დამაკმაყოფილებელი სამკურნალო ეფექტის მიღებამდე. 
ქალებში უნაყოფობით რეკომენდირებული დოზაა 1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში, მენსტრუალური ციკლის 1-დან 12-ე დღემდე. ეს კურსი შეიძლება გაიმეოროთ პერიოდულად ორსულობის დადგომამდე. 
დისლიპოპროტეინემია:
2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვისა.
კლიმაქსური და პოსტკასტრაციული სინდრომი ქალებში:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში 60-90 დღის განმავლობაში. მგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თანდათანობით გადადიან შემანარჩუნებელ დოზაზე - 2 ტაბლეტი დღეღამეში 1-2 წელი. 
როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში. 
თუ თქვენ მიიღეთ ტრიბესტანის საჭიროზე მეტი დოზა
აქამდე არ ყოფილა ტრიბესტანის დოზის გადაჭარბების შემთხვევა. პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა. 
თუ თქვენ გამოტოვეთ ტრიბესტანის დოზა
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის კომპენსაციისათვის. 
თუ თქვენ გაგიჩნდათ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ პრეპარატის მიღებასთან, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ტრიბესტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ გამოუვლინდება. 
პაციენტებში, რომელთაც აქვთ წინასწარი განწყობა, შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს კუჭის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედება. 
თუ გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერი ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ტრიბესტანის შენახვა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურისა. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
2 წელი. პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საოჯახო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო მედიკამენტი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტრიბესტანი
- აქტიური შემადგენელი ნაწილი - თრიბულუს ტერრესტრის ჰერბა ეხტრაცტუმ სიცცუმ (35-45:1) ბალახის მშრალი ექსტრაქტი 250 მგ (ფუროსტანოლების საპონინების შემცველობა არანაკლებ 112,5 მგ). 
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა; კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; პოვიდონი К 25; კროსპოვიდონი; მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. 
აპკისებური გარსის შემადგენლობა: ოპადრა АМВ ყავისფერი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, ტალკი, Е171, Е172, Е322, Е415). 
ტრიბესტანის ფორმა და შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ყავისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები დიამეტრით 13 მმ, სპეციფიური სუნით. გარსით დაფარული 10 ტაბლეტი მყარ, უფერო, პოლივინილქრორიდის გამჭირვალე, აპკით დაფარულ/ალუმინის ფოლგიან ბლისტერში. 6 ბლისტერი მუყაოს ყუთში დანართ ფურცელთან ერთად. 

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
სად შევიძინოთ?