ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის მართვის თანამედროვე ასპექტები
ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის მართვის თანამედროვე ასპექტები

მისამართი: თბილისი, სასტუმრო:
თარიღი: 14/12/2013
2013 წლის 14 დეკემბერს, ფარმაცევტული კომპანია 'ბერლინ-ხემი/მენარინის' სპონსორობითა და თაოსნობით საქართველოში ტარდება საერთაშორისო მასტერკლასი ალერგოლოგიაში, რომელიც ეძღვნება ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის მართვის თანამედროვე მიდგომებს. მასტერკლასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის ექიმები (ალერგოლოგები, დერმატოლოგები, ოტორინოლარინგოლოგები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები და პედიატრები) საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მასტერკლასის მიზანია, ეს დაავადებები განხილულ იქნას სიღრმისეულად, რათა მოხდეს მათი ეფექტური კონტროლი, დროული დიაგნოსტიკა და გამწვავებების რაციონალური პრევენცია.
საერთაშორისო დონის ექსპერტები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და გაგვაცნობენ უახლეს სამეცნიერო მიღწევებს ალერგიისა და დერმატოლოგიის სფეროში.
თბილისი, სასტუმრო: 'შერატონ მეტეხი პალასი'
დასაწყისი: 10:00-17:00

ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის ძირითადი კონცეფცია
ანთება - ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის გამშვებ პათოფიზიოლოგიურ პროცესად გვევლინება, რომელიც, შესაძლოა, უფრო მძიმე დაავადებების - ბრონქული ასთმის და ატოპიური დერმატიტის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი უარყოფითად აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, მაგალითად, ქვეითდება კოგნიტიური ფუნქციები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სასკოლო საქმიანობაზე, სამუშაო პროცესების მიმდინარეობაზე და ძილის ხარისხზე. უარყოფითი გავლენა ვლინდება არა მხოლოდ ალერგიული დაავადების აქტიურ პერიოდში, არამედ მაშინაც, როცა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღინიშნება.
ალერგიული რინიტისა და ურტიკარიის ძირითადი მედიატორი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ჰისტამინია, რომლის დეპოლიზაციასა და გამოყოფაზე სწრაფ და ეფექტურ კონტროლს ახდენენ ანტიჰისტამინური საშუალებები.

ნიქსარი® (ბილასტინი)
ბილასტინი - სრულიად ახალი, ინოვაციური ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი სელექციურობით, ე.წ. H1-ჰისტამინორეცეპტორების მიმართ. შესაბამისად, ბილასტინი მაღალეფექტურია და, ამავე დროს, გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით, უტოლდება პლაცებოს ზემოქმედებას. ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვეულებრივზე 4-ჯერ მაღალი დოზით გამოყენებისას, ბილასტინი უსაფრთხოა და ხასიათდება კარგი ამტანობით. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია, რომ ამ მედიკამენტის მაღალი დოზებით მკურნალობა წარიმართოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

სხდომის თავმჯდომარე - მაია გოთუა, პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
თბილისი, საქართველო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი იმუნოგენეტიკის დარგში (ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის HLA-სეროტიპირების ლაბორატორია (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), ალერგიული დაავადებების HLA-DNA ტიპირების ლაბორატორია (პარიზი, საფრანგეთი). იგი წარმოადგენს მრავალი ეპიდემიოლოგიური (ISAAC II, III და ა.შ.) და კლინიკური კვლევის მთავარ მკვლევარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის სარეზიდენტო კურსის პროგრამის დირექტორს, აქტიურად არის ჩართული კლინიკურ საქმიანობაში. 1999 წლიდან დღემდე არის ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი. ევროპის ალერგიოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის აქტიური წევრი (EAACI, ERS) და საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მაია გოთუა არის 130-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

რალფ მოსგესი, პროფესორი, კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კიოლნი, გერმანია

არის ოტორინოლარინგოლოგი და ალერგოლოგი (MD,PHD, MSEE). დაამთავრა აახენის უნივერსიტეტის (გერმანია) ელექტრონული ინჟინერიისა და მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად მოღვაწეობს კიოლნში (გერმანია). არის კიოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი და სამედიცინო სტატისტიკის, ინფორმატიკისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე. იგი ფლობს 'კომპიუტერიზებული ქირურგიის' პატენტს და რედაქტორია სახელმძღვანელოსი 'კომპიუტერულ-ინტეგრირებული ქირურგია'. მისი ამჟამინდელი მოღვაწეობის სფეროა ზემო სასუნთქი გზების ალერგია და ინფექციური დაავადებები, ეპიდემიოლოგია და კლინიკური ფარმაკოლოგია. არის 10 წიგნის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სტატია. ჩართულია 180-ზე მეტ კლინიკურ კვლევაში. იგი არის ზემო სასუნთქი გზების ობიექტური შეფასების საერთაშორისო სტანდარტიზაციის კომიტეტის (ISCOANA) თავმჯდომარე, საერთაშორისო რინოლოგიური საზოგადოების (IRS) მიზნობრივი ჯგუფის წევრი და გერმანიის ოტორინოლარინგოლოგიის, თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის გაიდლაინების კომიტეტის წევრი. ასევე გერმანიისა და ევროპის ალერგიის და რინოლოგიის აკადემიის წევრი და ამერიკის ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის აკადემიის წევრი (FAAAAI).

მაგდალენა ჩარნეცკა-ოპერანცი, პროფესორი, პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი
პოზნანი, პოლონეთი

დაამთავრა პოზნანის კაროლ მარჩინკოვსკის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (პოლონეთი). ამჟამად არის პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ამ დეპარტამენტის ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. პროფ. ჩარნეცკა-ოპერანცი პასუხისმგებელია ევროპულ კვლევებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებების აკრედიტაციის პროცესზე ევროპაში (დასწრებული და ინტერნეტ სწავლება). იგი არის ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემიის (EADV), ევროპის დერმატოლოგიური ფორუმის (EDF), ევროპის ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI) წევრი. ასევე დერმატოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ლიგის (ILDS) წევრი. მას უკავია პოლონეთის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის საზოგადოების და ასევე პოლონეთის ალერგოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობა.

რუმენ ბენჩევი, პროფესორი, ბულგარეთის ოტორინოლარინგოლოგთა, თავისა და კისრის ქირურგიის ნაციონალური საზოგადოების ხელმძღვანელი, სოფიის სამედიცინო ცენტრ 'ჰილის' აღმასრულებელი დირექტორი
სოფია, ბულგარეთი

სოფიის სამედიცინო აკადემიის დამთავრების შემდეგ მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ოტორინოლარინგოლოგიაში (პროფ.MD, PHD, MSC). მოგვიანებით მან ასევე მიიღო განათლება რინოლოგიის განხრით უტრეხის (ჰოლანდია), ულმის (გერმანია) და გრაცის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტებში. გავლილი აქვს სინუსების ენდონაზალური ქირურგიის საერთაშორისო კურსი სამედიცინო უნივერსიტეტში (ბოხუმი, გერმანია), რინოპლასტიკის საერთაშორისო კურსი იტალიაში, ასევე ლაზერით მკურნალობის საერთაშორისო კურსი ოტორინოლარინგოლოგიაში ლუვენის სამედიცინო უნივერსიტეტში (მონტ-გოდინი, ბელგია) და სინუსების ფუნქციური ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო კურსი ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი). იგი არის სოფიის კლინიკა „ჰილ“-ის აღმასრულებელი დირექტორი. ბულგარეთის ოტოლარინგოლოგიის, თავისა და კისრის ქირურგიის ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი. ბულგარეთის ძილის მედიცინის საზოგადოების გამგეობის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

მოდერატორი - იოანეს ფორ დემ ეშე, კომპანია 'კოდიპლანი'
ბერგიშ გლადბახი, გერმანია

პროგრამა

09:30 მონაწილეთა რეგისტრაცია

10:00 მისალმება
ალერგიული დაავადებების ეპიდემიოლოგია და გავლენა საზოგადოებაზე - მაია გოთუა

10:15 სემინარი 1
ალერგიული დაავადებები და მოსალოდნელი საფრთხე

- ალერგია/ურტიკარიის ეპიდემიოლოგიური კავშირი ავადობასა და სიკვდილობასთან
- მკურნალობის გავლენა ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე
- ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პოზიცია პრევენციის მიმართ - რალფ მოსგესი

11:15 სემინარი 2
ალერგიის, ურტიკარიისა და ასთმის პათფიზიოლოგიის თანამედროვე კონცეფცია

- სუბკლინიკური ანთების როლი ალერგიის, ურტიკარიისა და ასთმის განვითარებაში; ჰისტამინი, ჰისტამინორეცეპტორები და იმუნომოდულაციის მოლეკულური მექანიზმების პათოლოგიური გზები - მაგდალენა ჩარნეცკა-ოპერანცი
- ფარმაკოლოგიური საშუალებების მოქმედების მექანიზმი - რუმენ ბენჩევი

12:15 შესვენება

12:45 სემინარი 3
ურტიკარიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სირთულეები
- მზარდი ტიტრაციის როლი მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებისას -მაგდალენა ჩარნეცკა-ოპერანცი
- ბილასტინი და მისი როლი ურტიკარიის მკურნალობაში - მაია გოთუა
- კლინიკური შემთხვევების განხილვა - მაგდალენა ჩარნეცკა-ოპერანცი, მაია გოთუა

14:15 სადილი - (რესტორანი 'ნარიყალა', I სართული)

15:15 სემინარი 4
ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სირთულეები და შესაძლებლობები
- ალერგიული რინიტიდან ასთმამდე: ანტიჰისტამინური საშუალებების პოტენციური როლი პრევენციაში - რუმენ ბენჩევი
ბილასტინი და მისი როლი ალერგიული რინიტის მკურნალობაში - რალფ მოსგესი
- კლინიკური შემთხვევების განხილვა - რუმენ ბენჩევი, რალფ მოსგესი

17:00 დახურვა
ყავა-ჩაი