Nuk
ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის ინსტიტუტის წევრის დოქტორ კლოდ ლენფანტის მოხსენება: სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ამ
ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის ინსტიტუტის წევრის დოქტორ კლოდ ლენფანტის მოხსენება: სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ამ

მისამართი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი
თარიღი: 15/06/2010

ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის ინსტიტუტის წევრის დოქტორ კლოდ ლენფანტის მოხსენება: სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანიზატორები:

საქაართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოს რესპირაციის ასოციაცია
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი 15 ივნისი, 2010 წელი დასაწყისი: 15:00 სთ

დოქტორი კლოდ ლენფანტი არის მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი კარდიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგში და სამედიცინო მეცნიერების ორგანიზატორი. იგი 1982-2003 წლებში იყო ამერიკის გულის, ფილტვისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი (ნაციონალური ინსტიტუტების სისტემაში მეორე თავისი მასშტაბით) და მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი კარდიოლოგიისა და რესპერაციული მედიცინის დარგში. 1982-2003 წლებში ხელმძღვანელობდა კარდიოპულმონურ კვლევებში აშშ-ის თანამშრომლობას საბჭოთა კავშირ/რუსეთთან, ჩინეთთან, იტალიასთან, იაპონიასთან, გერმანიასთან, ვიეტნამთან, პოლონეთთან, უნგრეთთან, იუგოსლავიასთან. 1999-2006 წლებში იყო ჰიპერტონიის მსოფლიო ლიგის პრეზიდენტი. ამჟამად არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჟენევა) ქრონიკული რესპირაციული დაავადებების გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, დაგეგმვის კომიტეტის წევრი და 2003-2011 წლებისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებების პანელის ექსპერტი. 

დოქტორი კლოდ ლენფანტი 1995 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მედიკოსებთან. ქალბატონ სუზან ჰარდთან ერთად, რომელიც იმავე პერიოდში ხელმძღვანელობდა აშშ-ის გულის ფილტვისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის პულმონოლოგიურ განყოფილებას, მათ ხელი შეუწყვეს საქართველოს მედიკოსების თანამშრომლობის განვითარებას ამერიკის ნაციონალურ ინსტიტუტებთან, მათ ინტეგრაციას GINA-ს, GOLD-ის და GARD-ის საერთაშორისო პროგრამებში და ამ პროგრამების გაიდლაინებისა და პროტოკოლების საქართველოსთვის ადაპტირებასა და ქართულად გამოცემას.


დღის წესრიგი

- ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის ინსტიტუტის წევრის დოქტორ კლოდ ლენფანტისმოხსენება - სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში (40 წუთი)

- დისკუსია