Nuk
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სასტუმრო “ჰოლიდეიი ინ თბილისი”
თარიღი: 05/11/2016

2016 წლის 5 ნოემბერს 10:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინ თბილისი”-ს საკონფერენციო დარბაზში, ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკი”-ს, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსი”-ს, ი.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამეედროვე მიდგომები”.

კონფერენცია აკრედიტირებულია. ყველა მონაწილეს გადაეცა 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი – საქ-ოს რეპროდუციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსი”-ს დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში, ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი;

 

მედ. დოქტორი თეიმურაზ გაგნიძე – საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზზიდენტი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსი”-ს გენერალური დირექტორი;

 

მედ. დოქტორი ლევან კობალაძე – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერი”-ს დირექტორის მოადგილე;

 

მედ. დქტორი სოფიო ანდღულაძე – სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს ამბულატორიული მიმართულების განვითარების კოორდინატორი.