Nuk
მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება
მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი
თარიღი: 08/10/2010
თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის სააქტო დარბაზში 8-10 ოქტომბერს ჩატარდა ტრადიციული, უკვე რიგით IV საერთაშორისო კონგრესი პლასტიკურ, ესთეტიკურ ქირურგიასა და დერმატოკოსმეტოლოგიაში. ისევე, როგორც წინა შეხვედრები, ეს კონგრესიც ორგანიზებული იქნა პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა Total Charm -ის ექიმების, საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

კონგრესში მინაწილეობა მიიღო 150-მდე ექიმმა მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. თავისი მიღწევები წარადგინეს მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა სპეციალისტებმა, როგორებიცაა პ.ფურნიე, ფ.ანსარი (საფრანგეთი), გ. ფიშერი (იტალია), ო. პანოვა, ა. ნერობეევი (რუსეთი), რ. დათიაშვილი (აშშ), ა. პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ა. ტენენბაუმი (შვეიცარია) და სხვ.

კონგრესის ფარგლებში კლინიკა Total Charm -ში ჩატარდა 3-დღიანი მასტერ-კლასი თემაზე: „მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება“, და შესრულებული იქნა საჩვენებელი ოპერაციები და მანიპულაციები: სახის გაახალგაზრდავება Aptos ძაფებით, ღეროვანი უჯრედებით, Endopeel მეთოდით, Restilane ფილერით, პრეპარატ Disport -ით, კომპანია Viora-ს აპარატული დერმატოკოსმეტოლოგიის კომპლექსით.

შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები და მასტერ-კლასები ჩატარდა მაღალპროფესიონალურ დონეზე. ასევე ისინი კმაყოფილი დარჩნენ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული სოციალური პროგრამით.




ტრადიციისამებრ, მე- V საერთაშორისო კონგრესის ჩატარებას ორგანიზატორები აპირებენ 2011 წლის ივლისში ქალაქ ბათუმში. როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილია წარმოსადეგი დელეგაციის - პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის დარგში ექსპერტების მოწვევა, რომლებიც ქართველი კოლეგებისთვის წარადგენენ მოხსენებებს თავისი მიღწევებისა და კლინიკური გამოცდილების შესახებ ესთეტიკური მედიცინის პრაქტიკულად ყველა თემაზე. ასევე ჩატარდება სიმპოზიუმები და მასტერ-კლასები შესაბამის თემებზე.