პროფესორ გურამ გურგენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
პროფესორ გურამ გურგენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

მისამართი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი
თარიღი: 16/12/2009

კონფერენციის ორგანიზატორები:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს ალერგოლოგისაა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი
2009 წლის 16 დეკემბერი დასაწყისი: 15:00 სთ


1961 პირველი და ყველაზე ახალგაზრდა მედიკოსი საქართველოში, რომელსაც 31 წლის ასაკში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1963 პირველად მისი ძალისხმევით, ყოფილი საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიულ სნეულებათა კათედრასთან ჩამოყალიბდა ალერგოლოგიის სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის.

1967 პირველად საქართველოში მისი ინიციატივით, ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან გაიხსნა ალერგოლოგიური კაბინეტი და ლაბორატორია, საწარმოო ჯგუფთან ერთად, რომელიც ემსახურებოდა სამხარეო ალერგენების შეგროვებას, დამზადებასა და ავადმყოფთა ალერგოლოგიურ გამოკვლევას.

1968 პირველად საქართველოში მისი უშუალო ხელმძღვანელობით (ბორჯომში) ჩატარდა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი ბრონქული ასთმის ფორმებისა და სტადიების, პათოგენეზისა და კლასიფიკაციის საკითხებისადმი, რომელიც საფუძვლად დაედო შემდგომში საბჭოთა კავშირში მიღებულ ასთმის კლასიფიკაციას. 

1970-1972 
პირველად მისი ძალისხმევით რესპუბლიკის საოლქო, სამხარეო,  სარაიონთაშორისო საავადმყოფო-პოლიკლინიკებში, აგრეთვე ადმინისტრაციულ ცენტრებში გაიხსნა ალერგოლოგიური კაბინეტები და ჩამოყალიბა ალერგოლოგიური სამსახური.

1974 პირველად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ალერგოლოგიის კათედრა, სადაც დაიწყო სტუდენტ-სუბორდინატორების და შემდგომში ექიმთა დახელოვნება კლინიკურ ალერგოლოგიაში.

1974 პირველად მისი ძალისხმევით საქართველოში ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსა და რკინიგზის სამმართველოს ე. ფიფიას სახ. კლინიკურ საავადმყოფოს ბაზებზე გაიხსნა ალერგოლოგიური სტაციონარები.

1970-1978 პირველად მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში დაიწყო ალერგიულ დაავადებათა მეცნიერული შესწავლა სამხარეო თავისებურებების გათვალისწინებით.

1977 პირველად ალერგოლოგიის კათედრას თავისი კლინიკური ბაზებითა და რესპუბლიკაში განთავსებული სპეციალიზებული დაწესებულებებით დაეკისრა ალერგოლოგიური ცენტრის ფუნქცია და ცენტრის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გ. გურგენიძე.

1978 პირველად საქართველოში მისი ძალისხმევით დაიწყო ექიმ-თერაპევტთა და პედიატრთა გადამზადება ალერგოლოგიაში და შემოღებულ იქნა კლინიკური ორდინატურის კურსი.

1978 პირველი და ერთადერთი თანაავტორი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირიდან წიგნისა „ალერგია მსოფლიოში', რომელიც გამოიცა აშშში ჰავაის უნივერსიტეტის მიერ. 

1978 
პირველად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიხსნა ალერგოლოგიური განყოფილება, რომელიც 1991 წლიდან დაექვემდებარა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ს/კ ინსტიტუტს. ამ განყოფილების უცვლელი ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე იყო გ. გურგენიძე.

1978-1989 პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ფუნდამენტური შესწავლა ბრონქული ასთმისა და ზემო სასუნთქი გზების ალერგოზების დროს იმუნოლოგიური და იმუნოგენეტიკური მექანიზმებისა, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს მისი მოწაფეების არაერთ საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში.

1979 პირველად საქართველოში და ასევე მაშინდელ საბჭოთა კავშირში, სოხუმში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა სოციალისტური ქვეყნების ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა საზოგადოებების საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ალერგოლოგები. 1980 პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ალერგოლოგთა პროფესიული საზოგადოება,  რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. გურგენიძე და რომელიც 90-იან წწ. პირველი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გახდა ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის წევრი. 

1975-1984 პირველად საქართველოში და მაშინდელ საბჭოთა კავშირში, თბილისში მისი ხელმძღვანელობით დაიწყო და განვითარდა IgE - გაშუალებული ალერგიული რეაქციების შესწავლა და ჩამოყალიბდა თანამშრომლობა შვედეთის ინსტიტუციებთან, ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები („ალერგოტესტი-80' და  „ალერგოტესტი- 84') .

1981-1989 პირველად მისი ინიციატივით დაიწყო თანამშრომლობა გერმანიის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტთან და ჩატარდა საქართველო-გერმანიის რამოდენიმე ერთობლივი სიმპოზიუმი „ბრონქული ასთმა, იმუნოლოგიური ასპექტები'. 

1984 
პირველად მის მიერ რძისმიერი ალერგიის ეტიოპათოგენეზური კვლევის შედეგად, ფარმაცევტულ ქიმიის კომიტეტთან ერთობლივად, მიღებული იქნა და წარმოებაში დაინერგა „ანტიალერგიული რძე'.  1985 პირველად სამამულო ლიტერატურაში, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა შრომები, რომლებშიც მოცემული იყო საერთო და ადგილობრივი იმუნიტეტის მაჩვენებლების დახასიათება და ადგილობრივი სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის ეფექტურობა პოლინოზებისა და ზემო სასუნთქი გზების ალერგოზების დროს. 

1986 პირველად მისი ხელმძღვანელობით იქნა შესწავლილი, კარსტული მღვიმის პირობებში, ბრონქული ასთმით დაავადებულების იმუნოლოგიური კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე დადგინდა სპელეოთერაპიის ჰიპომასენსიბილიზირებელი ეფექტი. 
1987 
პირველად მისი ავტორობით შეიქმნა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის ალერგოლოგიაში რუსულ ენაზე საბჭოთა კავშირის სინამდვილეში.

1988 პირველი ალერგოლოგი იყო საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, რომელიც არჩეული იყო საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 
1989-1995 
პირველად მისი ხელმძღვანელობით იქნა შესწავლილი სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების კონკრეტული კლინიკური ვარიანტების (ვირუსინდუცირებული, სტეროიდრეზისტენტული ასთმა) იმუნოლოგიური დახასიათება, რაც აისახა მისი მოწაფეების საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში.

1992-2002 პირველი პრეზიდენტი იყო საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაციისა. 

1995 
პირველად საქართველოში ალერგოლოგიის კათედრაზე მისი ინიციატივით დაინერგა ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკის გლობალური სტრატეგია დ GINA (აშშ-ის გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი სტრატეგია).

2001 პირველი ავტორი იყო ალერგოლოგიის სახელმძღვანელოსი ქართულ ენაზე „ალერგია და ალერგიული დაავადებანი'.

საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა
გურამ გურგენიძემ
პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე, შექმნა და ჩამოაყალიბა ალერგოლოგიური სამსახური, აღზარდა კლინიცისტთა და მეცნიერთა მთელი პლეადა. ისინი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ საქმეს და უანგაროდ ემსახურებიან თავის პროფესიას.