Nuk
ჰემოროი - იგივე ბუასილი; დელიკატური პრობლემის პროფილაქტიკა და მისი მოგვარების გზები

თარიღი: 04 სექტემბერი, 2019

ჰემოროი - იგივე ბუასილი; დელიკატური პრობლემის  პროფილაქტიკა და  მისი მოგვარების  გზები

 

საუბრობს  აკად.   ო. ღუდუშაურის სახელობის  ეროვნული  სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიური სამსახურის კოორდინატორი, მედ. მეცნიერებათა დოქტორი  ბატონი  დავით კალანდაძე  

ჰემოროიდული დაავადება ანუ იგივე ბუასილი   ერთ ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა მთელს მსოფლიოში, ავადმყოფები რომელთაც სჭირდებათ მკურნალობა სიმპტომური ბუასილის გამო შეადგენს 8 %, (8000 პაციენტი -100 000 მოსახლეზე). გართულებები იშვიათია 20 წლის ასაკამდე. პიკს 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღწევს. ჰემოროიდული დაავადება უფრო ხშირია მამაკაცებში, მაგრამ ზოგიერთ კვლევებში სქესისი მიხედვით განაწილება თანაბარია. ბუასილის ხუთი კარდინალური სიმპტომია: ანალური  ტკივილი; სისხლდენა დეფეკაციის დროს; ანალური გამონადენი და სისველე; ანალური გაღიზიანება და ქავილი; სოკოვანი პროლაფსი () რასაც ხელით შესწორება სჭირდება.  გაფართოვებული  გადიდებული და მტკივნეული კვანძები სწორი ნაწლავის არეში - ბუასილი-  შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობის მიზეზი იყოს, მაგრამ ზოგჯერ, ბუასილის პროვოცირებას ახდენს  გარკველი მიზეზი, მაგალითად კონკრეტული კვებითი რაციონი , ინტიმური ტუალეტის არასწორი ჩატარება, არაადექვატური ფიზიკური დატვირთვა და ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა როგორიცაა მაგალითად ორსულობა და მშობიარობა.

როგორც წესი ადამიანს რომელსაც  ბუასილი აწუხებს, მოწესრიგებული არ აქვს  კუჭ ნაწლავის ტრაქტის მოქმედება. გაძნელებული დეფეკაციის დროს  ხდება წნევის ზრდა სწორი ნაწლავის ვენებში, რომლებიც ივსება სისხლით იბერება, ხდება ზეწოლა ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, ქსოვილები ხდება ზედმეტად მგრძნობიარე, ვითარდება ანთებითი პროცესი, ნახეთქები, პციენტს აწუხებს თავიდან დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება უკანა ტანში, ქავილი, შემდგომში კი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პროცესი პროგრესირებს , ბუასილი ხდება სისხლმდენი , რაც მანიფესტირდება ალისფერი სისხლის არსებობით განავალში. ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს  რა თქმა უნდა  ე.წ ჯანსარი ცხოვრების წესის  დანერგვით რაც გულისხმობს , ზომიერ ფიზიკურ აქტივობას (ხშირად ბუასილი  გვხვდება პირებში  რომლებიც  ეწევიან მჯდომარე ცხოვრების წესს) და კვების რეჯიმის მოგვარება, საკვებ რაციონში უნდა გაიზარდოს უჯრედისის შემცველი საკვები (მცენარეული წარმოშობის საკვები, ბოსტნეული), უნდა შემცირდეს ზედმეტად ცხიმიანი საკვების  მიღება, შოკოლადი, ტკბილეული და ცომეული, რაც ართულებს საკვების მონელებას, გარდა ამისა უნდა გაიზარდოს  მიღებული სითხის რაოდენობა, რომ მოხდეს ნაწლავის შიგთავსის დარბილება და დეფეკაციის გაადვილება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიუგიენის საშუალებებს  რბილი ტუალეტის ქარალდის ხმარებას, წყლის სხაპის ხმარებას,  „ბიდეთი“ სარგებლობას.

ძლიერმა ქავილმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მდგომრეობა, რადგან ქავილმა შესაძლოა გამოიწვიოს ვენების კედლების დაზიანება  შემდგომი სისხლდენა და ინფიცირება. არ არის რეკომენდებული სიმძიმეების აწევა, რადგან ეს კიდევ უფრო ზრდის წნევას  უკანა ტანში  რის შედეგადაც  ხდება პროცესის პროგრესირება და გამწვავება.

რა თქმა უნდა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია პაციენტმა გამოიყენოს ბუასილის საწინააღმდეგო, ლოკალურად სახმარი სუპოზიტორები ე.წ სანთლები ან კრემები., რომლებიც ჩვენს  სააფთიაქო ქსელში ფართოდაა წარმოდგენილი, მთავარია შეარჩიოთ ეფექტური საშუალება, რომელიც გამოყენებიდან მცირე დროში მოგცემთ შვებას და გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.

შესაძლოა გამოვარჩიოთ ჰეპათრომბინ Г ან ჰეპათრომბინ H  მალამო ან სანთლები. , რომლებიც გამომდინარე თავისი კომბინირებული შემადგენლობიდან ხასიათდება სწრაფი მოქმედებით, ჰეპათრომბინ Г ; H  ხსნის დისკომფორტს უკანა ტანის არეში,  ქრება შემაწუხებელი სიმპტომები : ქავილი, ტკივილი, დისკომფორტი, სისხლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება.სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებისგან განსხვავებით მისთვის დამახასიათებელია ბუასილის კვანძებში თრომბის გაწოვა. გარდა  ჰეპათრომბინ H -ის ეფექტური შემადგენლობისა  ეს პრეპარატი გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით, რაც  დღეის მდგომარეობით საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

ბუასილის პრობლემა საკმაოდ აქტუალური , მნიშვნელობანი და დელიკატურია. რომლის  უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია , აუცილებელია  კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია და დროული მკურნალობა

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ  აკად.   ო. ღუდუშაურის სახელობის  ეროვნული  სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიური სამსახურის კოორდინატორს, მედ. მეცნიერებათა დოქტორს ბატონ დავით კალანდაძეს   ტელ: 599 54 58 33;  032 251 87 40