Nuk
ნატიფი მოტორული ფუნქცია ბავშვებში

თარიღი: 11 ოქტომბერი, 2021

ნატიფი მოტორული ფუნქცია ბავშვებში

საყურადღებო ნიშნები

... თუ ბავშვი შეფასებისას არ ავლენს ერთ ან მეტ მოსალოდნელ ასაკობრივ უნარს, ეს საყურადღებოა.

2 თვე

• კარგად წოვს საწოვარადან;

• ტაცებით იჭერს ხელის მტევანში მოთავსებულ საგანს.

4 თვე

• კარგად წოვს საწოვარადან;

• ხელები ან/და სათამაშოები მიაქვს პირთან;

• აბრუნებს თავს სათამაშოს ან ადამიანის სახის მოძრაობის მიმართულებით;

• ზურგზე წოლისას ხელები მოაქვს შუა ხაზზე.

6 თვე

• ჭამს კოვზიდან;

• ზურგზე წოლისას ხელს იწვდენს სათამაშოსკენ; 

• იყენებს ხელებს რომ მიწვდეს და ხელი მოჭიდოს სათამაშოს.

9 თვე

• იღებს ზედაპირიდან პატარა საგნებს ცერის და საჩვენებელი თითის გამოყენებით;

• გადააქვს საგანი ხელიდან ხელში;

• ნებით უშვებს ხელს საგნებს.

12 თვე

• ხელში იჭერს, კბეჩს და ღეჭავს საკვებს (მაგ. ორცხობილას);

• იღებს საგნებს კონტეინერიდან;

• უთითებს საჩვენებელი თითით;

• თამაშობს „კუ-კუ დამალობანას“ მსგავს თამაშებს;

• იჭერს ჭიქას დასალევად ორივე ხელით;

• იღებს საკვებს და ჭამს ხელით.

18 თვე

• ეხმარება დედას ჩაცმაში ხელების და ფეხების გამოწვდენით საჭირო მიმართულებით;

• ერთმანეთზე აწყობს ორ ან მეტ კუბს;

• ჩხაპნის ფანქრით;

• ჭამს ხველის და გადაცდენის გარეშე.

2 წელი

• იხდის ფეხსაცმელს, წინდებს ან ქუდს;

• ერთმანეთზე აწყობს ხუთ ან მეტ კუბს;

• ჭამს კოვზით და ცოტას ღვრის.

3 წელი

• ფურცლავს წიგნს;

• იცვამს და იხდის დახმარებით;

• ხსნის ჭურჭლის სახურავს;

• იჭერს ფანქარს თითებით;

• ავლებს ხაზებს იმიტაციით;

• ახდენს დახატული წრის კოპირებას.

4 წელი

• ფანქარი სწორად უჭირავს;

• იხსნის ღილებს ან ელვა-შესაკრავს;

• ჭრის მაკრატლით;

• იცვამს და იხდის მინიმალური დახმარებით.

5 წელი

• ავლებს დიაგონალურ ხაზებს და მარტივ ფორმებს;

• მაკრატლით ჭრის ფურცელზე გავლებულ სქელ ხაზებს;

• იცვამს და იხდის დახმარების გარეშე. უჭირს პატარა ღილების, ელვა-შესაკრავების და ღილაკით შესაკრავების გახსნა და შეკვრა;

• ხატავს ჩხირის ფიგურებს.