Nutricia
რა გავლენას ახდენს რიტმი ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაზე

თარიღი: 02 აგვისტო, 2020

სტატიის ავტორი - ლალი ანდრიაშვილი, ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი

 

ცივილიზაციის განვითარების და ცხოვრების რიტმის დაჩქარებასთან ერთად მატულობს მოსახლეობის დაავადებიანობა.სამედიცინო აზროვნება დაავადების გამომწვევ მიზეზებს ხშირად მხოლოდ ბაქტერიებსა და ვირუსებში ეძებს და მკურნალობაც ამ მიმართულებით ინიშნება, თუმცა აქტიურ ლოზუნგად იყენებს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელიც ხშირად ძალიან აბსტრაქტულია, ცხოვრების რიტმიდან თუ დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე.

ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტია რიტმი. რას ნიშნავს რიტმი და რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის? რიტმი ნიშნავს განმეორებას გარკვეულ დროით მონაკვეთში და ახასიათებს განახლება.რიტმი სიცოცხლის  უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩართულია კოსმიურ-პლანეტარულ რიტმში და ასევე საკუთარი რიტმების წყალობით(სუნთქვა, პულსი, ძილ-ღვიძილი)ემანსიპირებულია მისგან.

სამყაროში ყველაზე დიდი რიტმი-მზის რიტმი დღე-ღამის მონაცვლეობაში გამოიხატება, მისი მიკროკოსმიური ანარეკლი კი ადამიანის გულია, მისი ფუნქციით სისტოლა-დიასტოლით, რომლის  დამოკიდებულება სუნთქვის რიტმთან 1:4   არის ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველი, მისი დარღვევა კი ავადმყოფობაზე მიგვანიშნებს.

არსებობს 4 მნიშვნელოვანი რიტმი: წლის, თვის, კვირის, დღის-რომელიც 4 წევროვან ადამიანს შეესაბამება. წლის რიტმი აღიბეჭდება ფიზიკურ სხეულში და დაკავშირებულია დაბადების დღესთან ან ახალ წელთან.ერთი წელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ სხეულზე(ამაზე დაკვირვება განსაკუთრებით ბავშვობის ასაკშია შესაძლებელი).

სასიცოცხლო პროცესები გამოხატულია მთვარის-თვის რიტმში,რომელზე დაკვირვებაც ფიზიოლოგიურ პროცესებშია შესაძლებელი, მაგ. მენსტრუალური ციკლი ქალებში, ორსულობის მიმდინარეობა.

კვირის შვიდდღიანი რიტმი გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობად ცხოვრებაზე და სოციალურ-შემოქმედებით აქტივობაზე,სამუშაო დღეები და შაბათ-კვირა დასვენება.

დღე-ღამის რიტმი კი ადამიანის მე-ზე, მის პიროვნულ ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,დღის ფხიზელი დამღლელი აქტივობის შემდეგ ღამით- ძილის დროს აღმშენებლობით, ახალი ძალების მოკრებით კვლავ ვერთვებით ახალი ენერგიით,იმედებით და შემოქმედებითი ძალებით აღვსილები ყოველდღიურობაში.

წლის რიტმი გვიბიძგებს გადავხედოთ გასულ წელს და დავგეგმოთ მომავალი,თვის რიტმი გვეხმარება-ახალი ჩვევების გამომუშავებაში-ეს არის მკურნალობისთვისაც მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა,ამდენივეა შვებულების პერიოდიც.

კვირის რიტმი მნიშვნელოვანია აქტივობების სწორად გადასანაწილებლად, ასევე მკურნალობის პროცესის,დიეტის გეგმის, ინექციების,სარეაბილიტაციო თერაპიების, აქტიური და პასიური დასვენების დასაგეგმად.

უმნიშვნელოვანესია დღის დაგეგმვა, რომელიც მიუხედავად უკვე არსებული გეგმისა ინდივიდუალურად ადამიანის პიროვნული გადაწყვეტილებიდან მოდის.მნიშვნელოვანია საქმის განჭვრეტით დაწყება, ხალისით შესრულება და სწორ დროს დასრულება.

 მედიცინა, რომელიც ზრუნავს ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ყურადღებას უნდა აქცევდეს, წლის, თვის, კვირის, დღის რიტმს და მკურნალობის პროცესში ითვალისწინებდეს,როგორც სამკურნალო საშუალებების მიღებას რიტმულად, ასევე მკურნალობის დროითი დაგეგმარებას- რიტმების გათვალისწინებით: დღეში 2 ჯერ ან 3-ჯერ, 3 ან 5 კვირის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია დღის და კვირის რაციონის დაგეგმვა პლანეტარული ძალების გავლენის მიხედვით.

დაავადების მაპროვოცირებელია ძილ-ღვიძილის,კვების რიტმის, აქტიური და პასიური პერიოდების არასწორი დაგეგმვა. ყოველდღიურ რუტინაში ხშირად რიტმი  ტაქტად გადაქცევა, როდესაც უსიხარულო, არაშემოქმედებით- შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაბა მთლიანად შთანთქავს რიტმულ ცხოვრებას და ყოველდღიურობას უინტერესოს, უხალისოს და არაშემოქმედებითს ხდის.ამის შედეგია გახშირებული ე.წ ვეგეტონევროზული მდგომარეობები, რომელიც დაავადებებს უხსნის ჭიშკარს.

ცხოვრების რიტმის მოწესრიგება, ექიმთან ერთად სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების რიტმულად დაგეგმვა, საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმართავა- ჯანმრთელობის მყარი საფუძვლის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.