Nuk
როგორ შევივსოთ D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი?

თარიღი: 12 აგვისტო, 2020

რიგით მეოთხე ვიტამინი, რომელსაც ლათინური ანბანის მიხედვით D ვიტამინი ეწოდა, სამედიცინო სფეროში უკვე თითქმის 100 წელია ფართოდ გამოიყენება. D ვიტამინის ნაკლებობის განვითარების რისკ ჯგუფებში ერთიანდებიან პაციენტები, რომელთაც აქვთ:  მეტაბოლური დაავადებების მთელი სპექტრი, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტთან დაკავშირებული კარდიოვასკულარული გართულებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ალერგიული სპექტრი, ბროხული ასთმა, ასევე არაალკოჰოლური სტეატოჰეპატოზი და ჰეპატიტი.  D ვიტამინის  დეფიციტთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკა „დიაკორის“ ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლალი ნიკოლეიშვილმა ისაუბრა:

„მედიცინაში D ვიტამინის აღმოჩენით ბავშვებში რაქიტის, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაციის პრობლემა გადაიჭრა. გარდა იმისა, რომ დიდი გავლენა აქვს ძვლების ჩამოყალიბებასა და კალციუმის მეტაბოლიზმზე, მას უამრავი, ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. კვლევების თანახმად, D ვიტამინის რეცეპტორი ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედში არსებობს, რაც არსებული გენების 1/3 ექსპრესიაზე გავლენას განაპირობებს. მისი მრავალფუნქციური უნარიდან გამომდინარე, მას მოიხსენიებენ არა მხოლოდ როგორც ვიტამინს, არამედ  როგორც D – ჰორმონს.

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ორი გზით ხვდება:
1. კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით
2. საკვების მეშვეობით

D2 და D3 ვიტამინით მდიდარი საკვებია: ვირთევზას ღვიძლის ქონი, გაუყინავი ველური/ოკეანის ორაგული, გამოყვანილი, გაუყინავი ორაგული, ორაგულის, სარდინიების, სკუმბრიისა და თინუსის კონსერვი, სოკო შიიტაკე და კვერცხის გული.
D ვიტამინის წარმოქმნა ორგანიზმში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით:
უნდა აღნიშნოს, რომ სხივების ზემოქმედება და წარმოქმინს პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკდიებული. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივების ტალღის სიგრძეზე, რომელიც 100-დან 380 ნმ-მდეა. რაც უფრო გრძელია სხივი მით უფრო სასარგებლოა დასხივება, ხოლო რაც უფრო მოკლეა, უფრო სახიფათოა. არსებობს სხივები, რომლებიც 280 ნმ -ზე დაბალი სიგრძისაა. მათ ოზონის შრე შთანთაქვს და ჩვენამდე ვერ აღწევენ.  D ვიტამინის სინთეზი და სისხლში მისი კონცენტრაცია  უარყოფით კავშირშია გრძედის სიდიდესთან. მაგალითად, საქართველო 40-დან 43 გრადუსამდე გრძედშია მოქცეული, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულსა და გაზაფხულზე დაბალი ინსოლაცია გვაქვს და D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ ვიმყოფებით.
ბუნებრივი გზის გარდა, ულტრაიისფერი სხივების მიერ D ვიტამინის გამოყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ლაზერული დასხივების აპარატებით, პლაზმური დანადგარებით, შედუღების აპარატებით და ფლორესენციური ნათურებით.

რამდენ ხანს უნდა ვიყოთ მზეზე, რომ D ვიტამინის რეკომენდებული, აუცილებელი დოზა მივიღოთ?
თუ საცურაო კოსტიუმით ვირუჯებით და კანი წითლდება, ორგანიზმში 10 000 -20 000 სე D ვიტამინი წარმოგვქმნება. ხოლო თუ ჩვეულებრივი ინსოლაციის პირობებში ვართ 24 სთ მანძილზე 2000 სე D ვიტამინი წარმოიქმნება. უნდა აღინიშნოს, რომ მზის ულტრაიისფერი სხივების ორგანიზმზე მავნე ზეგავლენის გამო, მზეზე, მზისგან დამცავი ლოსიონების გამოყენების გარეშე გასვლა არ არის რეკომენდებული. მათი შერჩევა უნდა მოხდეს გამოსხივების ინტენსივობის მიხედვით: რაც უფრო მაღალია გამოსხივება, მით უფრო მაღალი დამცველობითი ფუნქციის ლოსიონი გვჭირდება. მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივებისას 10-დან 4 საათამდე მზეზე გასვლა რეკომენდებული არ არის. გაითვალისწინეთ, რომ მთაში გამოსხივება ბევრად მაღალია, ამიტომ რეკომენდებულია ქუდისა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება.
მზის ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული მიღების შემთხვევაში წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი და იზრდება კანის კიბოს – მელანომის განვითარების რისკი.

D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები
D ვიტამინის დეფიციტს გამოკვეთილი სიმპტომები არ გააჩნია. მას არასპეციფიური სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა: თავბრუ, ინფექციათა გაზრდილი რისკი, კუნთების ტკივილი, კუნთის „გაკვანძვის“ შეგრძნება, ფრჩხილების მტვრევა და სხვა.

D ვიტამინის აქტივაცია დამოკიდებულია სისხლში კალციუმის რაოდენობაზე. თუ სისხლში კალციუმის დონე დაბალია, ხდება პარათჰორმონის გააქტიურება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ირგვლივ არსებულ ჯირკვლებში მდებარეობს. პარათჰორმონი ააქტიურებს იმ ფერმენტებს, რომლებიც D ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებენ. სისხლში კალციუმის რაოდენობას პარათიროიდული ჯირკვლის ჰორმონი და თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი აბალანსებს.

კალციუმის დონის განსასაზღვრად საჭიროა შემდეგი ანალიზების გაკეთება: სისხლში იონიზირებული კალცუმის განსაზღვრა და საერთო კალციუმის განსაზღვრა.

გახსოვდეთ:
- კალციუმის დიდი დოზა ისეთივე მავნებელია ორგანიზმისთვის, როგორც მისი დაბალი დოზა. ასე რომ, დოზის კონტროლი უმნიშვნელოვანესია
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს აუცილებელია D ვიტამინის დოზის განსაზღვრა
- ლაქტაციის დროს ბავშვი რძიდან იღებს D ვიტამინს. ამიტომ, ამ პერიოდში მეძუძურთათვის 1500 -1600 სე D ვიტამინის მიღებაა საჭირო

პაცინეტები, რომლებიც დიაბეტით არიან დაავადებულნი, D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ არიან. მათ D ვიტამინის მიღება ანალიზის გარეშე შეუძლიათ. ვიტამინი D3-ის ოპტიმალური დოზა – 4000 სე-ია.

წყარო: http://beautymagazine.ge/