ხერხემლისა და ზურგის ტკივილი

თარიღი: 29 იანვარი, 2019

ხერხემლისა და ზურგის ტკივილი

საუბრობს საქართველო -ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის“ ტკივილის მართვის ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი მედიცინის  დოქტორი , ვერტებროლოგი შალვა გაბადაძე

ხერხემალი ორგანიზმის დედაბოძია და თავისი აგებულებით - მალებით , მალთაშორისი დისკოებით, მყესებითა და კუნთებით წარმოადგენს ბრწყინვალე „არქიტექტურულ შედევრს’’ , თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მალთაშორისი დისკოები კარგავენ ელასტიურობას, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ფიზიკური დატვირთვის ან ტრავმის შედეგად ირღვევა მათი ფიბროზული რგოლის მთლიანობა , რასაც თან მოჰყვება დისკოს ჟელესებრი შიგთავსის გარეთ გამოსვლა თიაქრის ჩამოყალიბებით ,“გამოვარდნილი დისკის“ ანუ თიაქრის მალთაშორის ფესვებზე ზეწოლა იწვევს ძლიერ ტკივილს , ტკილის სხვა მიზეზები კისრის, ზურგისა და გავა-წელის მიდამოში შეიძლება იყოს ჩონჩხის განვითარების ანომალია , ფორმა, წონა, ინფექციური და სხვა დაავადებები.

ტკივილის ზუსტი მიზეზი და მკურნალობის ტაქტიკა დგინდება ექიმი სპეციალისტის მიერ , თუმცა პირველ ეტაპზე პაციენტი თავად ცდილობს მოახდინოს ტკივილის კუპირება და მიმართავს სხვადასხვა ადგილობრივი საშუალებების, კრემების გელებისა და მალამოების გამოყენებას.ზურგის ტკივილის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ჩონჩხის სწორ,ნორმალურ განვითარების ხელშეწყობას, ფიზიკური აქტივობას, ვარჯიშს , ცურვას,  ხოლო პირველადი დახმარების სახით შესაძლებელია მტკივნეულ არეზე დატანილ იქნას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო საშუალება რომელთა არჩევანი სააფთიაქო ქსელებში დღეს ძალიან დიდიაასეთი პრეპარატებიდან შევჩერდები მაგალითისთვის ახალ სამკურნალო პრეპარტზე - მატარენ პლუსის კრემზე. რომელიც გარკვეულ  წილად ხასიათდება რიგი უპირატესობებით, მასში აქტიური ანთების საწინააღმდეგოდ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების ნივთიერება (მელოქსიკამი)  სხვა პრეპარატებთან შედარებით  უფრო მაღალი კონცენტრაციით - 3% ით არის წარმოდგენილი, გარდა ამ  კომპონენტისა  მატარენ პლუსის კრემს დამატებული აქვს წიწაკის ნაყენი (ბუნებრივი კაფსაიცინი), რომელიც სხვა სინთეზური ანალოგებისაგან განსხვავებით არ იწვევს შემაწუხებელ წვას და სიმხურვალეს და აქვს მსუბუქი დამათბობელი ეფექტი, ახდენს ადგილობრივად კაფსიცინური რეცეპტორების გაღიზიანებას და აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს არსებული ანთებითი პროცესის ჩაქრობას და არსებობის შემთხვევაში შეშუპების გაწოვას. დამატებითი კომპონენტების სახით მატარენ პლუსის კრემს დამატებული აქვს ლავანდისა და ქორეანდერის ზეთები, რომლებიც მატარენ პლუსის კრემის ტექსტურას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის და ხელს უწყობს კრემის სწრაფ და უკვალო შეწოვას. ამგვარად მატარენ პლუსი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით და სწრაფი მოქმედებით რაც დამეთანხმებით მეტად  მნიშვნელოვანია ტკივილით შეწუხებული პაციენტებისათვის. ტკივილის გახანგრძლივების ან დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობის ზრდის შემთხვევაში აუცილებელია  კვალიფიციური ექიმის რჩევა და   სწორად შერჩეული კომპლექსური მკურნალობა.