Nuk
ახალი საექიმო ამბულატორია ქანდაში
ახალი საექიმო ამბულატორია ქანდაში


თარიღი: 26/09/2021

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა.

დღეიდან სოფელ ძველ ქანდაში ახლადგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას

ახალ გარემოში გაუწევს.

ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარით და 1700 ბენეფიციარს

მოემსახურება.

 

ახალი ამბულატორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე

კალანდიამ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი

ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად მოინახულა.