ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 27.01.2020
ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 27.01.2020


თარიღი: 28/01/2020

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 26 იანვრის ანგარიშის მიხედვით, დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 25 იანვრის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 694-ით.

- გლობალურად სულ დადასტურებულია 2019-nCoV -ის 2 014 შემთხვევა

- 2 014 შემთხვევიდან, 1 985 დაფიქსირებულია ჩინეთში.

- 29 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (10 ქვეყანა)

- ჩინეთის გარეთ დადასტურებული 29 შემთხვევიდან, 26 შემთხვევას აქვს მოგზაურობის ისტორია ქალაქ ვუჰანში, ჩინეთი.

- 1 975 დადასტურებული შემთხვევიდან ( აქ არ შედის ჰონგ-კონგის მაკაუს და ტაიბეის შემთხვევები) 324 იქნა შეტყობინებული, როგორც მძიმედ მიმდინარე.

- შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 56 შემთხვევა ( 52 სიკვდილი ჰუბეის პროვინცია და 4 მის გარეთ)

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)

- 27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 775 შემთხვევა

- სიკვდილის 81 შემთხვევა

- ევროკავშირისა და ევროპის ეკონმიკურ არეალში პირველი 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)

- 27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 769 ახალი შემთხვევა, მათგან 137 მძიმედ მწვავედ მიმდინარე

- 27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 744 შემთხვევა

- შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 5 794-ს

- 27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 80 და გამოჯანმრთელების 51 შემთხვევა

 

წყარო: https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200126-sitrep-6-2019--ncov.pdf?sfvrsn=beaeee0c_4

https://www.ecdc.europa.eu/en/novel-coronavirus-china