ჯანდაცვის სისტემები კეთილდღეობისა და სოლიდარობის მხარდასაჭერად - ნუ დავტოვებთ ნურავის უყურადღებოდ.
ჯანდაცვის სისტემები კეთილდღეობისა და სოლიდარობის მხარდასაჭერად - ნუ დავტოვებთ ნურავის უყურადღებოდ.

ტალინი. 13-14 ივნისი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
თარიღი: 14/06/2018

ჯანდაცვის სისტემები კეთილდღეობისა და სოლიდარობის მხარდასაჭერად - ნუ დავტოვებთ ნურავის უყურადღებოდ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით  ქალაქ  ტალინში იმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის. ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს.

საქართველოს სახელით შეხვედრაში მონაწილეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იღებს.

ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება მიაპყრო ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო.

სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს ჩვენს ქვეყანას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.