საქართველოს კარიტასმა კამპანიის „ჯანმრთელი დაბერება“ ფარგლებში აქცია გამართა
საქართველოს კარიტასმა კამპანიის „ჯანმრთელი დაბერება“ ფარგლებში აქცია გამართა


თარიღი: 24/05/2019

საქართველოს კარიტასმა კამპანიის „ჯანმრთელი დაბერება“ ფარგლებში აქცია გამართა

 

დღეს ვაკის პარკში საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასმა კაპანია „ჯანმრთელი დაბერების“ ფარგლებში აქცია გამართა. ღონისძიება მსოფლიო ჰიპერტენზიის დღეს მიეძღვნა.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის მოხალისებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს. ექიმებმა კი კონსულტაციები გაუწიეს ხანდაზმულ ადამაინებს. ღონისძიებაზე ასევე გავრცელდა მასალები  ჯანმრთელი დაბერების შესახებ და კამპნიის შესახებ, რომელშიც საქართველოც აქტიურადაა ჩართული.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული პირების რაოდენობა მიაღწევს მთლიანი მოსახლეობის 25.3%-ს. „ჯანმრთელი დაბერების“ კამპანია ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა საქართველოც, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი უერთდება მსოფლიო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში „ჯანმრთელი დაბერების“ შესახებ ცნონიერების ამაღლებას და მის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებას, რომელთა შორისაა მსოფლიო ჰიპერტენზიის  დღესთან დაკავშირებული აქციაც. აქციის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობისთვის იმ რეკომენდაციების მიწოდებაა, რომლებიც ჯანმრთელი დაბერების წინაპირობას წარმოადგენენ. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობაა გონების სტიმულირება, სწორედ ამიტომ აქციის დროს გაიმართება შეჯიბრი ფაზლების აწყობაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ხანდაზმულებს შეეძლებათ.

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 1994 წლიდან მუშაობს და მის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

საკონტაქტო პირი: მარიამ ლაცაბიძე

კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ტელ: 577474074,  ელ.ფოსტა: mariam.latsabidze@caritas.ge