კრიოაბლაციის ოპერაციები ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება
კრიოაბლაციის ოპერაციები ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება


თარიღი: 06/11/2018

კრიოაბლაციის ოპერაციები ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება

 

გულის ყველაზე გავრცელებულ არითმიასთან - წინაგულების ფიბრილაციასთან საბრძოლველად საქართველოში კრიოაბლაციის ოპერაციები წარმატებით დაინერგა

 

ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში კრიოაბლაციის უნიკალური ოპერაციები დაინერგა. კრიოაბლაცია - გულის ყველაზე გავრცელებული არითმიის - წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა მსოფლიოში. საქართველოში კრიოაბლაციით უკვე 200-მა პაციენტმა ისარგებლა. თითოეულმა მათგანმა დაძლია არითმიის, იგივე წინაგულების ფიბლაციის პრობლემა და დღეს ჯანმრთელი გულით აგრძელებს ცხოვრებას.

კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე კლინიკა სთავაზობს პაციენტებს. ესენია: ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „ჰელსიკორი“ და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო. მაღალტექნოლოგიური აპარატურის, კვალიფიციური ექიმებისა და ოპერაციების უნიკალურობიდან გამომდინარე დღეს პაციენტები უკვე მეზობელი ქვეყნებიდან და აზიიდანაც კი ჩამოდიან. ფაქტიურად, საქართველო პირველია ამიერკავკასიაში, სადაც კრიოაბალციის ოპერაცია ასეთი წარმატებით დაინერგა. თუ გასულ წლებში მსგავსი დაავადების სამკურნალოდ და ოპერაციების გასაკეთებლად ქართველი პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ, დღეს საქართველო იქცა კრიოაბლაციის ჰაბად მეზობელი ქვეყნებისთვის. ქართველი პაციენტებისთვის ამ პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია.

კრიოაბლაცია მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროცედურად ითვლება წინაგულების ფიბლაციის დროს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000  პაციენტმა ისარგებლა ამ სერვისით და საბოლოოდ დაძლია არითმიის პრობლემა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ  არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. 

პროცედურის შესახებ
კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.

კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი, გიორგი პაპიაშვილი,  გიორგი ჩხოლარია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge

კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიურ და უნიკალური ოპერაციები ტარდება შემდეგ კლინიკებში

ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი

ნ.ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკა


კლინიკა „ჰელსიკორი“


ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო