Nuk
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო
თარიღი: 08/02/2018

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს    

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების  ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს.  დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი,  მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამეტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და  პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი,.ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირების დამატებას გულისხმობს.   

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძოს სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.  შეხვედრის მიზანსაც,  კომპანიების წარმომადგენლებისათვის  სტრატეგიულ მიმართულებაზე სამინისტროს ხედვის გაცნობა და ფარმ-ინდუსტრიისაგან  მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა. მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც გასულ წელს მაისში ამოქმედდა, ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. 

პროგრამის წარმატებისთვის  აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი  მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს. 

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პირველ სამუშაო შეხვედრას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს 2 კვირის ვადაში წარმოადგენს.