საბავშვო ჰიგიენის პროდუქცია - ნოტრადერმი
საბავშვო ჰიგიენის პროდუქცია - ნოტრადერმი

ბრენდი "Neutraderm" /"ნოტრადერმი" საფრანგეთში, 110 წლიანი ისტორიის მქონე Gilbert-ის ლაბორატორიაში იქმნება და სპეციალურად ჩვილების, ბავშვების და ზრდასრულთა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ ყოველდღიური ჰიგიენის საშუალებებს გვთავაზობს
თარიღი: 23/08/2017

დღეს საბავშვო ჰიგიენის პროდუქციის არჩევანი ნამდვილად დიდია, მეტისმეტად დიდიც კი, რადგან ამდენი დასახელების პროდუქტში სანდო და ხარისხიანის შერჩევა ძალიან რთულია. 

 

როცა რაიმე ხარისხიანს ვეძებთ, როგორც წესი, ჯერ მწარმოებელი ქვეყნით ვინტერესდებით. რა თქმა უნდა, ევროპაში წარმოებული ბრენდი უფრო სწრაფად მოიპოვებს ჩვენს ნდობას. 

 

ბრენდი "Neutraderm" /"ნოტრადერმი" საფრანგეთში, 110 წლიანი ისტორიის მქონე Gilbert-ის ლაბორატორიაში იქმნება და სპეციალურად ჩვილების, ბავშვების და ზრდასრულთა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ ყოველდღიური ჰიგიენის საშუალებებს გვთავაზობს. 

ბრენდის ასორტიმეტში შედის სახისა და სხეულის დასაბანი საშუალებები (გელები/საპონი) და შამპუნი.

 

უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება, გარანტირებული შედეგი და გონივრული ფასი ნოტრადემის ღირსებებია, რითაც მსოფლიოში უამრავი მომხმარებლის გული მოიგო. 

 

პროდუქცია ხარისხის უმკაცრეს კონტროლს გადის წარმოების ყველა ეტაპზე, ჰიპოალერგიული* და pH ნეიტრალურია, ტესტირებულია დერმატოლოგიური კონტროლით, არ შეიცავს მავნე ინგრედიენტებს, რითაც პრაქტიკულად გარმორიცხულია ალერგიის განვითარების რისკი.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი,რომ ნოტრადერმის მსუყე დასაბანი გელი საფრანგეთის ბაზრის #3 პროდუქტია.1

 

ნოტრადერმის ბრენდის პროდუქციის და აგრეთვე ახალშობილთა ჰიგიენის საშუალებების შერჩევის ზოგადი პრინციპების შესახებ ქალბატონი მაია მაჭავარიანი, "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა"-ს ექიმი პედიატრი-ნეონატოლოგი გვესაუბრება.

 

 

- ქალბატონო მაია, როგორი უნდა იყოს ახალშობილთათვის განკუთვნილი ჰიგიენის საშუალება?

- მოგეხსენებათ, ახალშობილთა კანის დამცავი ფუნქცია ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული, მათი კანი ძალიან ნაზია, მიდრეკილია სიწითლისა და გაღიზიანებისკენ, ამიტომ სპეციალური დასაბანი საშუალებები სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ამ საშუალებებს მოეთხოვებათ უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი, დამზოგველი წმენდა, ნეიტრალური pH, ჰიპოალერგიული ფორმულა და რა თქმა უნდა, ეფექტი.

 

- რა ინგრედიენტებისგან შედგება ნოტრადერმის პროდუქცია და როგორ მოქმედებს ისინი კანზე ? 

- ნოტრადერმის პროდუქცია ტკბილი ნუშის ზეთისა და გლიცერინის ბაზაზეა დამზადებული. ტკბილი ნუშის ზეთი ცნობილია თავისი მკვებავი და აღმდგენი თვისებებით, გლიცერინი კი მძლავრი დამატენიანებელი აგენტია. ამიტომ ნოტრადმერის პროდუქტები ატენიანებს, კვებავს და აღადგენს კანს. მნიშვნელოვანია, რომ ნოტრადერმის პროდუქცია ქმნის კანზე დამცავ ფენას, რითაც იცავს მას გარე გაღმიზიანებლების ნეაგტიური მოქმედებისა და წყლის კარგვისგან და აღადგენს კანის ბარიერულ ფუქნციას.

შედეგად კი კანი რბილი, გამოკვებილი და დამშვიდებული ხდება. ქრება დისკომფორტის და დაჭიმულობის შეგრძნება.

 

- როგორ უნდა მივხვდეთ საბავშვო კოსმეტიკის ყიდვისას, უსაფრთხოა თუ არა ის ბავშვისთვის?

- დედებს ვურჩევ, ახალშობილთა პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ, რომ ისინი არ შეიცავდნენ ისეთ მავნე კომპონენტებს,როგორებიცაა : ფენოქსიეთანოლი,მეთილიზოთიაზოლინი, მინერალური ზეთი. რადგან ისინი კანზე და ზოგადად ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებენ და შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ.

რაც შეეხება ნოტრადერმის პროდუქტებს, ისინი ჰიპოალერგიული და pH ნეიტრალურია, არ შეიცავს ზემოხსენებულ მავნე ინგრედიენტებს, ტესტირებულია დერმატოლოგიური კონტროლით მშრალ და მგრძნობიარე კანზე, რითაც პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი ალერგიის განვითარების რისკი.

 

- როგორ მოვუაროთ ახალშობილთა თმას. როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს პატარას ახალშობილთა სებორეული დერმატეტი ე.წ. "აკვნის ქუდი" განუვითარდა? 

- ახალშობილთა თავის კანის და თმის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან უმჯობესია თმის მოვლისთვის ცალკე პროდუქტი შეიძინონ მშობლებმა და სხეულის მოვლისთვის სხვა,რადგან ამ შემთხვევაში დადებითი ეფექტი ბევრად მეტია.

რაც შეეხება ნოტრადერმის რბილ შამპუნს, ის ტკბილი ნუშის ზეთით და პანთენოლითაა გაჯერებული, ამიტომ არბილებს, ატენიანებს და ამშვიდებს თავის კანს, იცავს,აღადგენს და აჯანსაღებს მას. 

ნოტრადერმის შამპუნი არ წვავს თვალებს, იოლად ჩამოიბანება, დელიკატური სურნელი კი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მის გამოყენებას.

რაც შეეხება ახალშობილთა სებორეულ დერმატიტს ე.წ. "აკვნის ქუდს",რომელიც ძალიან ხშირად იჩენს თავს სიცოცხლის პირველ თვეებში - ის კანის მდგომარეობაა, რომლის დროსაც სკალპი ყვითელი, ცხიმიანი ქერცლით იფარება. ეს ქერცლები საბოლოოდ შეიძლება სქელ ფენად ჩამოყალიბდეს, "აკვნის ქუდიც" სწორედ ამიტომ ქვია.

"აკვნის ქუდი"-ს მკურნალობის ძირითადი მიდგომა ქერცლების დარბილებასა და უმტკივნეულოდ მოცილებაში მდგომარეობს. ქართულ პარაფარმაცევტულ სივრცეში არსებული საშუალებები საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტულია გამოყენების თვალსაზრისით.

ნოტრადერმის რბლი შამპუნი კი თავისი მძლავრი დამატენიანებელი და დამარბილებელი თვისებების წყალობით ნაზად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აცილებს ქერცლებს და აჯანსაღებს სკალპს. უსაფრთხო ფორმულა კი მისი ხშირი გამოყენების საშუალებას გვაძლევს. 

 

- რა ასაკიდანაა რეკომენდებული ნოტრადერმის პროდუქციის გამოყენება?

- ნოტრადერმის ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ოჯახია, ამიტომაც პროდუქცია ოჯახის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შექმნილი და მათი გამოყენება სიცოცხლის პირველივე დღიდან, ნებისმერ ასაკშია შესაძლებელი. 

ეს კი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უმაღლესი ხარისხით მიიღწევა. იმდენად უსაფრთხოა, რომ ჩვილ ბავშვებში გამოყენება შეგვიძლია და იმდენად ეფექტური, რომ თავისუფლად პასუხობს ზრდასრულთა ჰიგიენის საშუალებებისადმი არსებულ მოთხოვნებს.

ჩემი პაციენტების დედებისგან ხშირად გამიგონია, რომ ემოციურად დაისვენეს, რადგან აფთიაქის დახლებზე აღარ უწევთ შამპუნებისა და გელების გაუთავებელი ძებნა ასაკისა თუ თმის ტიპების მიხედვით. ამასთან ძალიან ეკონომიურიცაა, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა საშუალებების შეძენა. ნოტრადერმის პროდუქცია ხომ სპეციალურად საოჯახო შეფუთვითაც გამოდის.

 

* სპეციალური ფორმულის მეშვეობით ალერგიის განვითარების რისკი მინიმალურია

1 IMS Health Care –CAM at the end of october 2015 –shower product market

R