Nuk
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიასაშუალებებს კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიასაშუალებებს კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს


თარიღი: 31/01/2020

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიასაშუალებებს კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს



საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს.



მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დროს, სად, რა მანძილის დაცვით და უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმების გათვალისწინებით უნდა იმუშაონ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხის თითოეული შემთხვევის დროს.

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული მზადყოფნა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.



დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე:


https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=8c76f377-33cc-4814-bead-fad947a8bf8b

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=faf76ef4-fb55-4856-8f7a-640438d130e2