Nuk
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა

UG-ის სტუდენტებს ექნებათ პრივილეგია, რომ სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ კანადაში, ავსტრალიაში და გამორჩეულ ქვეყნებში
თარიღი: 26/02/2019

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა იმ იშვიათ სამედიცინო მიმართულების სკოლას წარმოადგენს საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია ECFMG-ის მიერ (Educational Commission for Foreign Medical Graduates), რაც UG-ის კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში...

 

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა იმ იშვიათ სამედიცინო მიმართულების სკოლას წარმოადგენს საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია ECFMG-ის მიერ (Educational Commission for Foreign Medical Graduates). UG-ის სტუდენტებს ექნებათ პრივილეგია, რომ სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ კანადაში, ავსტრალიაში და გამორჩეულ ქვეყნებში.

ECFMG აფასებს საერთაშორისო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულთა მზაობას რომ მათ პრაქტიკული სწავლება ან სტაჟირება გააგრძელონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იმისათვის, რომ სტუდენტმა ECFMG სერთიფიკაცია მოიპოვოს, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

USMLE ეტაპის დასრულება, კლინიკური სწავლება და USMLE მეორე ეტაპი, კლინიკური უნარ-ჩვევები.

სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი  გაცემული ისეთი უნივერსიტეტისაგან, რომელიც რეგისტრირებულია International Medical Education Directory-ს ბაზაში.

რა უპირატესობებით ისარგებლებენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები?

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების კარიერული შესაძლებლობები იზრდება ECFMG სერთიფიცირებიდან გამომდინარე.

ეს სერთიფიკაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს კარიერა დაიწყონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა გამორჩეულ ქვეყნებში როგორიცაა კანადა და ავსტრალია სადაც სამედიცინო კარიერა ბევრი სტუდენტის მიზანი და სურვილია.