Nuk
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების მართვაში მონაწილე კლინიკებთან შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების მართვაში მონაწილე კლინიკებთან შეხვედრა გაიმართა


თარიღი: 13/03/2020

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ. შეხვედრაზე მოხდა გამოცდილების გაზიარება, განიხილეს მკურნალობის მეთოდები და შესაბამისი საერთაშორისო გაიდლაინები, ასევე შეფასდა თითოეული დაწესებულების შესაძლებლობები და საჭიროებები.

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის კლინიკების მზაობა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაწესებულებების მობილიზება.

შევხვდით ყველა კლინიკის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას და ასევე წამყვან კლინიცისტებს. ყველა კლინიკამ ერთმანეთს გაუზიარა ის გამოცდილება, რაც აქამდე დაგროვდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი იქნება ოპტიმალური გზა პაციენტის მოძრაობის, საეჭვო სიმპტომების გამოვლენიდან დიაგნოზის დადასტურებამდე და შემდეგ მის საბოლოო მართვამდე. ასევე ვისაუბრეთ იმ საუკეთესო პრაქტიკაზე რაც სოფლიოში დაგროვდა. ეს ყველაფერი უკვე ასახულია სხვადახვა პროტოკოლში და ამით ვხელმძღვანელობთ, თუმცა დღეს იყო მსჯელობა იმაზე, რომ საჭიროა გარკვეული საკითხების დაზუსტება და ეს საკითხებიც ბუნებრივია აისახება პროტოკოლში, რათა იმ კლინიცისტებისთვის, ვინც შემთხვევას მართავს, ყველაფერი იყოს დეტალურად გაწერილი და მივიღოთ ყველაზე საუკეთესო შედეგი. ჯერჯერობით  ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მართვა ყველანაირი საშუალებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში გამოსავალი იქნება კეთილსაიმედო.

შეხვედრაზე რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მზაობის შესახებ  და იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი რესურსის მობილიზება. უმჯობესია შემთხვევების მართვა მოხდეს კონცენტრირებულად შერჩეულ კლინიკებში, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციის საავადმყოფო შიდა გავრცელებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი მსგავს სიტუაციებში.  უკვე დავიწყებთ მეტ მუშაობას იმისთვის, რომ შეირჩეს დამატებითი კლინიკები შემთხვევების მართვისთვის, თუ კი ამის საჭიროება დადგება. დღევანდელ პირობებში სრული მზაობაა, თუმცა სამომავლოდ მაინც იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლო სცენარებისთვის მობილიზებული საწოლფონდი ამ გამოცდილებას უკვე გავუზიარებთ სხვა კლინიკებს და ისინიც იქნებიან მზად თავისუფალი, სარეზერვო საწოლებით, რომ მართვა მოხერხდეს სწორად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბოჭორიშვილის კლინიკისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპისთვის 51 პაციენტი იმყოფება და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ უდასტურდება.

ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამხედრო ჰოსპიტალს აქვს ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ცალკე კორპუსი ინფექციებისთვის. მოწყობილი არის, როგორც ბოქსებით, ისე ნახევარ ბოქსებით და ჩვენ მზად ვართ ინფექციური დაავადებების სრული მართვისთვის“, - აღნიშნა დავით ბარლიანმა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პრევენციის გატარებული ზომები იყო სრულიად დროული და ადეკვატური.

მე პირადად მიმაჩნია და ასე მიაჩნია ყველას ვინც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, რომ საპასუხო ზომები იყო სრულიად საკმარისი, ადეკვატური და დროული. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში მართალია არის 25 შემთხვევა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროპის ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში. ამას გარდა, ინფექციის მეორეული გადაცემის მხოლოდ 5-6 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დანარჩენი დაინფიცირდა უცხოეთში.

განვიხილეთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, დაისვა უამრავი კითხვა, რაც აუცილებლად დაისმება ვინაიდან თვითონ კორონავირუსი ახალი ინფექციაა და გამოცდილება პრაქტიკულად არ არის. დაისვა უამრავი კითხვა და ქალბატონ თამარმა ძალიან სწორად წაიყვანა ეს შეხვედრა, ყველა კითხვა მოისმინა, ყველა კითხვას  გაეცა კვალიფიციური პასუხი და ის პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა აქ გადაჭრილიყო აქვე გადაწყდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მაგალითად ნაკადების მოძრაობა, პრიორიტეტულობა, როგორი უნდა ყოფილიყო პაციენტების ცვლა კლინიკებში და ბევრი სხვა. მე მიმაჩნია, რომ თუ აქამდე პოტენციურად მზად იყო კლინიკური სექტორი ამ გამოწვევისთვის დღეიდან უკვე პრაქტიკულად მზად არის და ასეთი შეხვედრები იმედია კიდევ იქნება. მე თითქმის დარწმუნებული