Nuk
კურორტი გონიო

ზღვის კურორტებიდან ერთ-ერთი პოპულარულია გონიო.
გონიოს კლინმატი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია და ენდოკრინული დაავადებები.
შავი ზღვის კურორტი საუკეთესოა. უცხოელი ვიზიტორებისთვისაც ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თავისი ადგილმდებარეობითა და რეკრეაციული ზონით, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის.
დამსვენებელს აქ მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, ულამაზესი ბუნება, ზღვის თბილი, გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე, დაივინგის მოყვარულებს კი - ღრმა ფსკერი.

ბოლო წლებში გონიო-კვარიათში აშენდა უამრავი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო, რომელთაგან ზოგი ზღვის პირას მდებარეობს, ზოგიც ფერდობებზეა შეფენილი.

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ჭოროხის მარცხენა მხარე.
მანძილი: ბათუმის ცენტრიდან – 15კმ, თბილისიდან – 380კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 30 მ.
რელიეფი: მთაგორიანი
კლიმატი: კლიმატი საშუალო წლიური ტემპერატურა 14,8 0C, იანვარში — 6,5 0C, აგვისტოში — 23,4 0C. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ბრიზები.
ნალექების წლიური რაოდენობა: 2400 მმ.
საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 79%. ხშირია კოკისპირული წვიმა. 
ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,70C-ია.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.
მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული სისტემის და გულსისხლძარღვთა დაავადებები