კურორტი გრიგოლეთი


გრიგოლეთი — ი, სუფსის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3 მ. ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსიდან 7 კმ. 

გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.

 

გრიგოლეთი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ. დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.

 

გრიგოლეთის ფიზიკურ – გეოგრაფიული მდებარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილი შავი ზღვის სიახლოვე, განაპირობებს ამ რაიონში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის არსებობას. აქ მზის ნათების ხანგრძლიობა წელიწადში საშუალოდ 1800–2000 საათია, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალია და 14° ჩ შეადგენს.

 

წარმოადგენს რა განლაგებითა და კლიმატური პირობებით საუკეთესო კურორტს, გრიგოლეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ქმნის ჭეშმარიტად საოცრება – მაგნიტური ქვიშა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და რომლითაც დაფარულია მთელი სანაპირო ზოლი გრიგოლეთიდან ურეკამდე.