არყის ხის ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი - ველედა / Birken-Cellulite-Öl
  • აღწერა: სისხლის მიმოქცევი და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გამააქტიურებელი
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • მოცულობა: 100 მლ, 200 მლ
  • დანიშნულება: კანის მასტიმულირებელი და დაღლილობის მოსახსნელი საშუალებები

აღწერა

არყის ხის ნედლი ფოთლების, როზმარინისა და თაგვისარას ექსტრაქტები სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს. გარგარის თესლის გამაცოცხლებელი ზეთი, ტენის შემნახავი ჟოჟობას ზეთი და ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ჩანასახის ზეთი კანის რეგენერაციის პროცესს ასტიმულირებს. ბუნებრივი ეთერზეთები აძლიერებს ზეთის დამჭიმავ ეფექტს და სიმკვრივესა და მოქნილობას მატებს კანს.

შემადგენლობა

გარგარის თესლის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი, არყის ხის ფოთლის, თაგვისარას ფესურისა და როზმარინის ფოთლის ექსტრაქტები.

გამოყენების წესი

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი წრიული მოძრაობებით დღეში ორჯერ შეიზილეთ კანში. უმჯობესია გამოიყენოთ ველედას ხის რბილი მასაჟორი. სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად ზეთი ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე გამოიყენეთ.