Nuk
სედაკალმის კრემი / Sedacalm soothing cream
  • აღწერა: დამამშვიდებელი ტანის კრემი მგრძნობიარე, გაღიზიანებული, ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის
  • მოცულობა: 120 მლ
  • დანიშნულება: გაღიზიანებული და დაზიანებული კანის მოვლის საშუალებები

Sedacalm  soothing cream -  დამამშვიდებელი ტანის კრემი  მგრძნობიარე, გაღიზიანებული, ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის  

 

სედაკალმის უნიკალური თვისება მდგომარეობს იმაში, რომ აქვს მომენტალური ეფექტი. პირველივე გამოყენებისთანავე ამშვიდებს კანს, იცავს, აღადგენს კანის ბარიერს და ატენიანებს მას. მისი ძირითადი თვისება არის ის, რომ მისი ეფექტტი არის ხანგრძლივი. აქვს შესანიშნავი ტლერანტობა.

 

სედაკალმის დამამშვიდებელი კრემის მიზანია შეამციროს:

ქავილი ხანდაზმულებში

იდიოპათიური ქავილი კანის დაზიანების გარეშე (pruritus sine Materia)

ქავილი ჰემოდიალიზზე მყოფ პირებში

ფსიქოგენური ქავილი

ნევროლოგიური ქავილი

დერმატოზებთან დაკავშირებული ქავილი (ფსორიაზი და სხვ.)

 მედიკამენტებით, მზით, მწერების კბენით გამოწვეული ქავილი და სხვ.

 

პროდუქტი განკუთვნილია სხეულისთვის

განკუთვნილია მოზრდილებისა და ასაკოვანი პირებისთვის

 

შემადგენლობა:

1. სპეციფიური მოქმედება ქავილის რეცეპტორებზე

ამშვიდებს პირველივე დატანიდან და ასე გრძელდება მოხმარების მანძილზეც

 

X-CALM კომპექსი: გამაგრილებელი ეფექტი + დამამშვიდებელი ეფექტი

გამაგრილებელი ეფექტი: პიტნის ექსტრაქტი + მენთოლი 3%+ მეთილ ეთილამიდო ოქსალატი

დამამშვიდებელი ეფექტი: პოლიდოკანოლი + პალმიტამიდი MEA+ მენთოლი 3%

Stearyl Glycyrrhetinate: დამამშვიდებელი

ჟანგბადით გაჯერებული მცენარეული ზეთი: აღადგენს კანის მგრძნობელობით ბალანსს

 

2. კანის ბარიერის აღმდგენი მოქმედება

იცავს, აღადგენს ბარიერს, ატენიანებს

გლიცერინი, დეცილენ გლიკოლი: დამატენიანებელი აგენტები

 

შიის კარაქი: ტენის შენახვა, ლიპიდური შევსება, კვება

ოქსიგენირებული სიმინდის ზეთი: მკვებავი

 

- არაცხიმოვანი, არაწებოვანი ტექსტურა

- მყისიერი გამაგრილებელი ეფექტი

- კანში აღწევს სწრაფად

- საშუალებას გაძლევთ ჩაიცვათ ტანსაცმელი პროდუქტის კანზე დატანებიდან მალევე

- უსუნო

 

გამოყენების წესები

დაიტანეთ სედაკალმის დამამშვიდებელი კრემი მცირე რაოდენობით საჭირო ადგილზე დღეში ერთხელ ან ორჯერ.

კარგად დაიბანეთ ხელები ყოველი გამოყენების შემდგომ.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ წაისვათ სახეზე, ლორწოვან გარსებზე ან დამსკდარ კანზე. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს.

 

არ გამოიყენოთ ბავშვებზე და ორსულ ქალბატონებზე.