ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები

მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები

23 ოქტომბერი, 2026

მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები, ავშანი და ამბროზია ყვავილობას კვლავ აგრძელებენ — სეზონური ალერგიის სიმპტომებით მომართვიანობა მაღალია!

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარია, საქართველოში შენარჩუნებული თბილი ამინდები ამბროზიისა და ავშნის ყვავილობის სეზონის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. შედეგად, ჰაერში კვლავ ვრცელდება ამ მცენარეების ალერგენული მტვერი, რაც ალერგიის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ხშირი ცემინება, ცხვირის გაჭედვა და წყლისებრი გამონადენი;
ცხვირის, თვალების, სასისა და ყურების ქავილი;
თვალების სიწითლე, შეშუპება და ცრემლდენა;
ხველა, სუნთქვის გაძნელება და ბრონქული ასთმის სიმპტომების გამწვავება.

როგორ დავიცვათ თავი?
მტვრის მაღალი კონცენტრაციის დღეებში შეზღუდეთ გარეთ ყოფნა;
ქარიან ამინდში მოერიდეთ ბალახითა და სარეველებით დაფარულ ტერიტორიებს;
გარედან დაბრუნების შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი, დაიბანეთ სახე და თმა;
დახურეთ ფანჯრები და ხშირად დაასუფთავეთ სახლი მტვრის მაღალი კონცენტრაციის პერიოდში.

თუ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალისტთან დროული კონსულტაცია მათთვის, ვისაც ამბროზიის ან ავშანის მიმართ ალერგია უკვე დადასტურებული აქვს.

ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ ნომერზე: (+995 32) 2 52 05 33

ნუკი