რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვის დაემატა
09 სექტემბერი, 2022
174
რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა.
თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული ამბულატორია პედიატრიული ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი.
კლინიკა
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზ.29
რუკაზე ნახვა