ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
რას ნიშნავს მენჯის ორგანოების პროლაფსი და რატომ არ უნდა შევეგუოთ დისკომფორტს?

რას ნიშნავს მენჯის ორგანოების პროლაფსი და რატომ არ უნდა შევეგუოთ დისკომფორტს?

30 ივლისი, 2026

ხშირად, გინეკოლოგიურ კონსულტაციაზე პაციენტები უჩივიან უცნაურ სიმძიმეს მენჯის არეში, შარდვის დარღვევას ან შეგრძნებას, თითქოს „რაღაც გამოდის გარეთ“. ეს არის მენჯის ორგანოების პროლაფსის (საშვილოსნოს დაწევა ან გამოვარდნა) კლასიკური ნიშნები.

ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტი გიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ მდგომარეობის შესახებ.

რა არის პროლაფსი?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც მენჯის ფსკერის კუნთები და იოგები სუსტდება და ვეღარ იჭერს მენჯის ორგანოებს (საშვილოსნოს, შარდის ბუშტს, სწორ ნაწლავს) თავის ადგილას. შედეგად, ისინი ინაცვლებენ ქვემოთ, საშოს არხისკენ.

რატომ ვითარდება და რა არის მიზეზები?
მშობიარობა: განსაკუთრებით დიდი წონის ნაყოფის გაჩენა, რთული მშობიარობა ან მრავალჯერადი მშობიარობა.
ასაკი და ჰორმონები: მენოპაუზის დროს ესტროგენების კლება იწვევს ქსოვილების ელასტიურობის დაკარგვას.
ქრონიკული წნევა: ხშირი ყაბზობა, ქრონიკული ხველა ან მძიმე ფიზიკური შრომა ზრდის მენჯის ფსკერზე დაწოლას.
გენეტიკა: მენჯის ფსკერის კუნთების თანდაყოლილი სისუსტე.

როგორ დიაგნოსტირდება?
POP-Q (Pelvic Organ Prolapse Quantification): სისტემა, რომლის დროსაც გინეკოლოგი სპეციალური სახაზავით ზომავს ორგანოების ანატომიურ დაწევას.
პერინეომეტრია: ეს არის მენჯის ფსკერის კუნთების ძალის გაზომვის ობიექტური მეთოდი. სპეციალური ხელსაწყოთი - პერინეომეტრით - ჩვენ ზუსტად ვადგენთ კუნთების შეკუმშვის ძალას და გამძლეობას. ეს გვეხმარება არა მხოლოდ პროლაფსის მართვაში, არამედ ვარჯიშების (კეგელის) შედეგიანობის მონიტორინგში.

შესაძლებელია თუ არა პრევენცია?
სრულად თავიდან აცილება ყოველთვის არ გამოდის, თუმცა რისკის შემცირება შესაძლებელია:
კეგელის ვარჯიშებით: მენჯის ფსკერის კუნთების მუდმივი ტრენინგი.
წონის კონტროლით: ჭარბი წონა მენჯის ფსკერზე დამატებითი ტვირთია.
ყაბზობის მართვით: დიეტა და სწორი კვება
სწორი ფიზიკური აქტივობით: სიმძიმეების აწევისას სწორი ტექნიკის გამოყენება.

მკურნალობა - ოპერაცია ყოველთვის საჭიროა?
არა! ჩვენი მიდგომაა - ნაკლებად ინვაზიური და კონსერვატიული მეთოდებიდან დავიწყოთ:
პესარიები: სპეციალური სილიკონის მოწყობილობები, რომლებიც მექანიკურად იჭერს ორგანოებს.ფიზიოთერაპია: პერინეომეტრიული ბიოუკუკავშირის (Biofeedback) გამოყენება მენჯის კუნთების გასაძლიერებლად.
ოპერაცია: მხოლოდ მაშინ, როცა პროლაფსი მძიმე ხარისხისაა და ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას.

არ მოგერიდოთ სპეციალისტთან ვიზიტი! რაც უფრო ადრე დაიწყება მართვა, მით უფრო მარტივია შედეგის მიღება.

დაგეგმეთ კონსულტაცია: +995 555 03 77 00 | +995 32 224 00 99
თევდორე მღვდლის ქ. #13, მე-7 სართული

ავენი
ნუკი