ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა
ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა.
საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წლის ნოემბერში შეაფასა. შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტად განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობა და შემდგომი განვითარება განისაზღვრა. მისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრმა სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი დააარსა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან და ფონდებთან. უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიმდინარეობს 42 სამეცნიერო კვლევითი პროექტი, მათ შორის ხუთი საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში 47 ნაშრომი დაიბეჭდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით, დაიგეგმა და მომზადდა ტუბერკულოზის ცენტრის განაცხადი Euroepan Secretariat for Cluster Analysis (ESCA)-ისთვის ევროპული კლასტერული ორგანიზაციების წევრობაზე.
2017 წლისათვის მსოფლიოში ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების კუთხით „კლასტერული ორგანიზაციების პლატფორმაზე“ წარმატებით დარეგისტრირდა 72 ორგანიზაცია, მათ შორის 13 გერმანიაში, 8 დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამ დრომდე ერთადერთი სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი კლასტერია, რომელმაც ESCA აღიარება მოიპოვა.
სერტიფიკატის მოპოვება ცენტრს იგივე სფეროში დარეგისტრირებულ ევროპულ კლასტერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების, სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და Horizon 2020-ის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
209
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
169
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
283
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,667
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
177