ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით გასამართ ღონისძიებათა ნუსხა
ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით გასამართ ღონისძიებათა ნუსხა
19 – 24 მარტი, ტუბერკულოზის კვირეული
19 მარტი, ორშაბათი
15.00 სთ-ზე - საერთაშორისო კონსილიუმი - ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმებით დაავადებულთა შემთხვევების განხილვა, ამერიკელი და ფრანგი ექიმების მონაწილეობით
20 მარტი, სამშაბათი
15:00 სთ-ზე - პედიატრ - ფტიზიო-პულმონოლოგების პრეზენტაცია ბავშვთა ტუბერკულოზის მკურნალობის სიახლეებთან დაკავშირებით. განხილული იქნება კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ფორუმის მასალები.
21 მარტი, ოთხშაბათი
13:00 სთ-ზე - Community engagement-ის წარმომადგენლების პრეზენტაცია, რომლებიც ჩართულები არიან TB Alliance-ს აქტივობებში (მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევა).
22 მარტი, ხუთშაბათი
12.00 სთ-ზე - წიწვოვანი ხეების დარგვის აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე.
ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიაზე MSF-ის პროექტის ფარგლებში აშენებული საკონსულტაციო შენობის დათვალიერება.
13.00 სთ-ზე - Stream- ის სამეცნიერო კვლევის (ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმების მკურნალობის მოკლე და უფრო ეფექტური რეჟიმების შემუშავება) შესახებ ბრიფინგი და ასევე სხვა მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებული სიახლეები. ტუბერკულოზთან დაკავშირებით სიახლეების და ინფორმაციების გაზიარება ჟურნალისტებთან. ასევე იგეგმება ტუბერკულოზით გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სურათების გამოფენა.
23 მარტი, პარასკევი
14.00 სთ - პირველი რეგიონული ტელეკონსილიუმი - გლობალური ფონდის „ექოს“ პროექტის პირველი ეტაპი
24 მარტი, შაბათი
11.00 – 14.00 სთ მონაწილეობა ბათუმში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
10:00 - 14.00 სთ - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ასევე თბილისის დისპანსერებში გაიმართება ღია კარის დღე, უფასო კონსულტაციები სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან დაკავშირებით.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
209
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
169
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
283
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,667
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
177