Nuk
კამისტად ბეიბი / Kamistad Baby
  • აღწერა: გელი, რომელიც გამოიყენება კბილების ამოჭრისას
  • მოცულობა: 10 მლ
  • დანიშნულება: ბავშვთა ჰიგიენა და კოსმეტიკა; ბავშვის მოვლის საშუალებები

ბავშვებში კბილების ამოსვლისას სახმარი პირის ღრუს მოვლის გელი „Kamistad Baby”

როცა პირველი კბილები ჩნდება
შეგვიძლია ბავშვის სიმშვიდე დავივიწყოთ. ღრძილების ანთებამ და ღრძილების ქავილმა შეიძლება თქვენი ბავშვი გააღიზიანოს, რის შედეგადაც იგი შეიძლება გახდეს მოუსვენარი, მოუმატოს ტირილს და გაუუარესდეს ძილი და მადა.

კბილების ამოჭრისას  სიმშვიდეც ქრება
თქვენზეა არჩევანი დაეხმაროთ თქვენს შვილს (პატარას) გადაიტანოს კბილების ამოსვლის პერიოდი უფრო კომფორტულად. დაიტანეთ ბავშვის ღრძილებზე მასაჟისებრი მოძრაობებით „Kamistad Baby”-ს გელი დღეში 2/3-ჯერ, ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

კომპლექსური შემადგენლობის წყალობით, „Kamistad Baby“ აგრილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსებს და უვლის მგრძნობიარე ღრძილებს.

პროდუქტი არ შეიცავს შაქარს, სპირტს, საღებავებს და ლიდოკაინს.

აღწერა:
გამჭვირვალე, ყვითელ-ყავისფერი გელი გვირილის, თაფლის და პიტნის სუნით და გემოთი.

შემადგენლობა:
წყალი, პროპილენგლიკოლი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, ჰიდროგენირებული სახამებლის ჰიდროლიზატი, გლიცერინი, ტრომეტამინი, კარბომერი, ლაურეტ-9, ნატრიუმის ჰიალურონატი, თაფლის არომატიზატორი, გამაგრილებელი არომატიზატორი

“Kamistad Baby”-ს გამოყენება რეკომენდირებულია ბავშვებში კბილების ამოსვლის პირველივე ნიშნების დროს.

გვირილის ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, ხელს უწყობს პირის ღრუში გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის შეხორცებას, ზრუნავს მგრძნობიარე ღრძილებზე და ხელს უწყობს ანთების მკურნალობას.

ლაურეტ-9(პოლიდოკანოლი)-ს აქვს გამაგრილებელი და დამამშვიდებელი თვისებები.

ნატრიუმის ჰიალურონატი(ჰიალურონის მჟავა) ატენიანებს.

არომატიზატორები (თაფლის და გამაგრილებელი) „Kamistad Baby” გელს ანიჭებენ სასიამოვნო გემოს.

გამოყენების წესი:
დაიტანეთ სუფთა ხელებზე ან დაიტანეთ ბამბის ჩხირზე გელი პატარა ოდენობით და ღრძილების ზედაპირზე გადაანაწილეთ. დაიტანეთ დღეში 2/3-ჯერ, სასურველია ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

სიფრთხილის ზომები:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების შესაბამისად. არ გამოიყენოთ თუ ზედმეტად მგრძნობიარე ან ალერგიული ხართ ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.

შენახვის პირობები:
მზის შუქის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას 5-დან 25 გრადუსამდე ტემპერატურის დროს.