- აღწერა: მზისგან დამცავი გამჭირვალე კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
- მოცულობა: 40 მლ
- დანიშნულება: ბავშვის კანის მზისგან დამცავი საშუალებები ; ბავშვის მოვლის საშუალებები
აღწერა
პროდუქტი მინერალური მზის ეკრანისა და ქიმიური ფილტრების კომბინაციით უზრუნველყოფს შთანთქვის ფართო სპექტრს (SPF>60 UVA=29) და მზისგან განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დაცვას.
მარგალიტის ფხვნილი აძლიერებს მზისგან დამცავ ინდექსს, ხასიათდება დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით. იდეალურია მგრძნობიარე, ძალიან ნაზი, გარუჯვისადმი დაუმორჩილებელი კანისთის. რეკომენდებულია სამკურნალო საშუალებების (მაგ.: ფტორქინოლონები, ტეტრაციკლინები, ტაკროლიმუსი, იზოტრეტინიონი, მეტოტრექსატი და სხვა) მიღებისას ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
სენსიტელიალის კრემის მსუბუქი, თხევადი ტექსტურა ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება; არ ტოვებს ცხიმიანობისა და წებოვანების შეგრძნებას კანზე; არის ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური, ფოტოსტაბილური და წყლის მიმართ მდგრადი.
ჩვენება
• ფოტოდაბერება
• ფოტოდერმატოზები (მზის მიმართ მგრძნობიარე კანი)
• პიგმენტური ლაქები
• პიგმენტური (ყავისფერი) ლაქების პროფილაქტიკა
• მგრძნობიარე და ჰიპერმგრძნობიარე კანი
• ექსტრემალური პირობები (ზღვა და მთა)
• პილინგის, ლაზეროთერაპიის და კანზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
შემადგენლობა
• მინერალური ეკრანი (ტიტანის დიოქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი)
• ორგანული ფილტრები (ოქტოკრილენი, ეთილჰექსილ მეტოქსიცინამატი, ბუთილ მეტოქსიდიბენზოილმეთანი, ბის-ეთილჰექსილოქსიფენოლ მეტოქსილფენილ ტრიაზონი)
• მარგალიტის ფხვნილი (მზისგან დამცავი ფაქტორის გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება)
გამოყენების წესი
წაისვით სახეზე სქლად და თანაბრად გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე, ხანგრძლივად ყოფნისას ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ. პროდუქტის განმეორებით წასმა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცურვის, ოფლიანობის და შემშრალების შემდეგ.
ბავშვებისთვის რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან.
გაფრთხილება
მოარიდეთ ახალშობილები და პატარა ბავშვები მზის პირდაპირ სხივებს.
ნუ გაჩერდებით მზეზე დიდი ხნით მზის დამცავი კრემის გამოყენების დროსაც კი.
მზეზე ხანგრძლივი ექსპოზიცია საშიშია ჯანმრთელობისთვის.
მოცულობა
- 40 მლ
დამატებითი მონაცემები
არ შეიცავს ტოქსიურ კონსერვანტებს და არომატიზატორებს.
ფასი
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ „ფარმადეპო“-ს სააფთიაქო ქსელში.