აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.
გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა. გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში.
დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს.
მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.
ბოჭორიშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში წარმოდგენილია:
• ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
• მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
• პედიატრიული დეპარტამენტი;
• თერაპიული დეპარტამენტი;
• ქირურგიული დეპარტამენტი;
• გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
• ბავშვთა რეანიმაცია;
• მოზრდილთა რეანიმაცია;
• კლინიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
• რადიოლოგიური დეპარტამენტი.