Plasmon
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო! სამშობიარო სახლი შეიძინა ჯგუფმა, რომელიც შედგება საქართველოს ჯანდაცვის სფეროსათვის კარგად ცნობილი პროფესიონელებისაგან:
ზაზა სინაურიძე ყველასათვის კარგად ცნობილი მეან გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მრავალი ინოვაციის ავტორი
სანდრო ცისკარიძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და ფორუმის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი
ავთანდილ იმედაძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი.
ანდრო ძნელაძე - მედიცინის დოქტორი, ექიმი უროლოგი, დიაგნოსტი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ინიციატორი.
არმაზ თავაძე - სადაზღვევო კომპანია "არდის"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
იაგორ კალანდაძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ბიუროს კონსულტანტი.
აღნიშნული გაერთიანება უნიკალურია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის, რამეთუ განსაზღვრულია სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებმა თავად განავითარონ თავიანთი მიმართულებები საკუთარ კლინიკაში. შესაბამისად, კლინიკის განვითარების პირველ ეტაპზე განსაზღვრულია ნევროლოგიის, უროლოგიის, დიაგნოსტიკის (მათ შორის ლაბორატორიული, რადიაციული და სხვა ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდების), ნეონატოლოგიის მიმართულებების გაფართოება.