გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა - ნევროლოგი

კლინიკის დირექტორი: ნოდარ კაკაბაძე - თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, საქართველოს, სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგთა და თბილისის, ყიფშიძის სახ. ნევროლოგთა ასოციაციების თანადამფუძნებელი. ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის, მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის წევრი.
კლინიკა გაშლილია 30 საწოლზე, აქედან 8 საწოლი - ინტენსიური თერაპიისა და მეთვალყურეობის ბლოკი.
პროფილი: მწვავე ინსულტების და სხვა გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების სტაციონარული მკურნალობა, ამბულატორიული მომსახურება.
ლიცენზირებული ნევროლოგების მომსახურება 24 საათიანი რეჟიმით.
უახლესი დიაგნოსტიკური კვლევები: სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), ცერებრული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევები 24 საათიანი რეჟიმით.