Nuk
ჯანმრთელობის სახლი

მრავალპროფილიანი კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი” 2000 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი, პროფესორი ამირან ქორიძე.

კლკინიკაში პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმები მუშაობენ. ისინი ნებისმიერ დროს ემსახურებიან მათ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული ლაბორატორია, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ალერგოლოგიის, უროლოგიის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, პროქტოლოგიის, ანდროლოგიის, ენდოკრინოლოგიის კაბინეტები. ტარდება ფიბროგასტროსკოპიული, ნეიროსკოპიული და კარდიოტოპოგრაფიული, ნეიროსონოსკოპიული და კარდიოტოპოგრაფიული გამოკვლევები. მოქმედებს სტაციონარი, სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლიგიისა და ქირურგიული განყოფილებები.

ყველა ეს სერვისი პაციენტებს მიეწოდებათ 24 საათის განმავლობაში, რადგან კლინიკაში არ არსებობს მუშაობის მკაცრად განსაზღვრული რეჟიმი და ჩვენი გულისხმიერი ექიმები მუდამ ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. სწორედ მათი მაღალპროფესიონალიზმისა და ჰუმანურობის შედეგია ის ფაქტი, რომ მიღებული გვაქვს სიგელი სახელით: “დარგის საუკეთესო პროფესიონალები”. კიდევ უფრო დიდი ჯილდო კი უამრავი მადლიერი პაციენტის თბილი წერილია.

კლინიკის სახელწოდება “ჯანმრთელობის სახლი” მის ინტერიერს უავშირდება – თითოეული ჩვენგანი ცდილობს,რომ ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემო შეუქმნას პაციენტებს.ისინიც კმაყოფილნი არიან და რაც მთავარია,ბოლომდე მიჰყვებათ პირველი შთაბეჭდილება.

“ჯანმრთელობის სახლი” მუდამ განახლების პროცესშია!
სამკურნალო დიაგნოსტიკური კლინიკა ”ჯანმრთელობის სახლი”
ნაყოფის ცოცხალი გამოსახულება
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

კაბინეტები აღჭურვილია უახლესი ციფრული, ფერადი, 4D SIEMENS აპარატით.

საქართველოში წამყვანი სპეციალისტები 24 საათის განმავლობაშია წარმოებენ  ყველა სახის ულტრაბგერით კვლევას:

სამეანო (ორსულთა) გამოკვლევა სქესის დადგენით 10-11 კვირის ვადაზე, გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ორგანოების(ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, პანკრეასი), თირკმელების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის(პროსტატიტის), სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ექოსკანირებას (მოზრდილებში, ახალშობილებში, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა), სისხლძარღვთა დუპლექს სკანირებას( სისხლძარღვების ვიზუალიზაცია B- რეჟიმში ამოვდროულად ანალიზი სისხლის ნაკადის დოპლეროგრაფიული მაჩვენებლების ფარადი და ენერგიტიკული კარტირებით), ნეროსონოსკოპიას (ახალშობილის თავის ტვინისა და მისი მკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა ყიფლიბანდებიდან). ულტრაბგერითი კონტრასტული სალპინგოგრაფია (კვერცხსავალი მილების გამტარიანობის გამტარიანობა). ულტრაბგერითი კვლევები წარმოებს, როგორც ტრანსბდომინალური, ასევე ტრანსვაგინალური და ტრანსრექტალური მიდგომით.